10 გამორჩეული ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველაზე ცივ გულებსაც კი გაათბობს

იპოვე ფილმი სიახლეები

სიყვარული უდავოდ მაგიური გრძნობაა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს. დაგვეთანხმებით, მას როგორც ყველაზე დიდი ბედნიერების, ასევე მრავალი უბედურების მოტანაც შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში.

ბედნიერი სასიყვარულო ისტორიები ადამიანთა გულებს იმედით ავსებენ და სიყვარულს კიდევ უფრო აღვივებენ. წარმოგიდგენთ 10 გამორჩეულ ფილმს სიყვარულზე, რომელთა ნახვის შემდეგ ამ მაგიურ გრძნობაში კიდევ უფრო მეტად ჩაიძირებით.

„წვიმიანი დღე ნიუ იორკში“ (2019)

ფილმი წარმოგვიდგენს სასიყვარულო ისტორიას ნიუ იორკელი მდიდარი ბიჭისა და წარმოშობით პატარა სოფლიდან მყოფი გოგოს შესახებ. ერთი წვიმიანი დღე მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. შეხვედრის შემდეგ წყვილი რომანტიკულ თავგადასავლებში ეხვევა.

IMDb რეიტინგი — 6.7

„ერთგული მამაკაცი“ (2018)

ნამდვილი ფრანგული დრამა, რომელიც აბელის შესახებ მოგვითრობს. მას სურს უკან დაიბრუნოს მარიანა, რომელმაც აბელი 8 წლის წინ მიატოვა მისივე საუკეთესო მეგობრის, პოლის გამო. ახლა, როდესაც პოლი აღარ არის, მას ცხოვრების სიყვარულთან დაბრუნებაში ხელს აღარაფერი უშლის, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად როდია.

IMDb რეიტინგი — 6.2

„ველური თაფლი“ (2015)

ბარიში, რომელიც ადგილობრივ უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობს, ხვდება ფუსუნს, რომელიც მასში აქამდე ჯერ არ განცდილ გრძნობებს გააღვიძებს. ის მალევე აანალიზებს, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვე. ძალიან მიმზიდველ და ჭკვიან ფუსუნსაც მალევე უყვარდება ბარიში წრფელი გულით და ისინი მალევე ქორწინდებიან. საუბედუროდ, ერთ დღეს მათი ძალიან ბედნიერი ისტორია ჩიხში შედის.

IMDb რეიტინგი — 6.8

„ხუთი ნაბიჯით შორს“ (2019)

ფილმი სტელას და უილის სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იძულებულნი არიან ერთმანეთს 5 ფუტის მანძილზე არ მიუახლოვდნენ, ამიტომ ერთმანეთს ვერც კი ეხებიან, მაგრამ ნამდვილმა სიყვარულმა ბარიერები არ იცის და რაც მეტად უმძაფრდებათ მათ გრძნობები, მით მეტად სურთ ამ წესის დარღვევა. ფილმი სიყვარულზე, ცხოვრებასა და ოცნებებზეა აგებული.

IMDb რეიტინგი — 7.2

„მთა ჩვენ შორის“ (2017)

ბენი და ალექსი იძულებულნი არიან საერთო ენა გამონახონ და ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ველურ, გამყინვარებულ ბუნებაში გადარჩნენ. ერთ დღეს ისინი მიხვდებიან, რომ მხოლოდ დახმარების მოლოდინი კარგს არაფერს მოუტანთ და საკმაოდ გრძელ მოგზაურობაში ერთვებიან გადასარჩენად. მალევე, ჯერ კიდევ უცნობ ადამიანებს შორის ნამდვილი კავშირი იწყებს ჩამოყალიბებას.

IMDb რეიტინგი — 6.4

„ზაფხულის ცხელი ღამეები“ (2017)

დენიელს ზაფხული სამუდამოდ ემახსოვრება, ვინაიდან ამ დროს მან ყველაზე ლამაზი გოგო, მაკეილა შეიყვარა. ასევე ის რამოდენიმე ნარკოტიკებით მოვაჭრესთან იჭერს საქმეს. წყვილის სიყვარულში მალევე იჩენს თავს ერთი სირთულე – მაკეილას ძმა ქალაქის ცნობილი ხულიგანი და დენიელის ბიზნეს პარტნიორია, რომელიც მათი ურთიერთობის წინააღმდეგია.

IMDb რეიტინგი — 6.4

„კურიოსა“ (2019)

ფილმის სიუჟეტიმე-19 საუკუნის პარიზის საშიშ და ვნებებით აღსავსე გარემოში ვითარდება. გოგონა ერთდროულად ორ მამაკაცს უყვარს. ფილმში კარგადაა გადმოცემული იმ დროისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო და სოციუმი.

IMDb რეიტინგი — 5.5

„თქვენ გჯერათ“ (2019)

კლერი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მას შემდეგ, რაც ღალატის გამო ქმარს გაშორდა. თანდათანობით, მისი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ბრუნდება: ის უნივერსიტეტში ასწავლის, ზრდის ორ შვილს და ახალგაზრდა შეყვარებულიც ჰყავს. თუმცა, ერთხელაც კლერს ისიც ატკენს გულს. იმისთვის, რომ დაკარგული ცხოვრება ნაწილ-ნაწილ დაიბრუნოს, კლერი ყალბ ანგარიშს ქმნის ინტერენტში, სადაც თავს 24 წლის გოგონად ასაღებს.

IMDb რეიტინგი — 6.9

„ემმა“ (2020)

ემა ახალგაზრდა, ლამაზი და მდიდარია გოგონაა. ის დარწმუნებულია, რომ არასდროს გათხოვდება. ამის გამო, იმის ნაცვლად რომ მეორე ნახევარი და ნამდვილი სიყვარული იპოვნოს, ის პირად ცხოვრებასა და მეგობრებზეა კონცენტრირებული. ერთხელაც, მისი მეგობარი ჰარიეტი მას მომხიბვლელ ფერმერზე, ელტონზე უყვება, რომელსაც ის ცდილობს თავი მოაწონოს, თუმცა, მალევე ელტონს ემა სიგიჟემდე უყვარდება.

IMDb რეიტინგი — 6.8

„გამონაკლისი“ (2016)

ფილმში მოქმედება 1940-იან წლებში მიმდინარეობს. ნაცისტების შემოტევის შემდეგ, აგენტებს ხალხის ყოფილი კაიზერისვ ვილჰემ II-ის სასახლეში გადაყვანა დაევალებათ. ამ რთული ვითარების დროს, ახალგაზრდა მიმზიდველ ებრაელს გოგონასა და ოფიცერს შორის მგზნებარე სიყვარული იფეთქებს.

IMDb რეიტინგი — 6.8

ჩაუჯექი ფილმებს Movie.Ge-ზე