“Friends”-ის გადაღებები 2020 წლის აგვისტოში დაიწყება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

როგორც კინომოყვარულებისთვის რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო სერიალი “მეგობრები” ტელეეკრანებს უბრუნდება.

პირველად პროექტი NBC-ის არხზე 1994 წლის 22 სექტემბერს გამოჩნდაა და 2004 წლამდე გრძელდებოდა. მხიარული ისტორიები მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი მეგობრის ცხოვრებაში ხდებოდა. ახალ სეზონს კი HBO Max იღებს. პროექტში სამსახიობო გუნდი უცვლელია – დეივიდ შვიმერი, კორტნი კოქსი, ჯენიფერ ენისტონი, მეთიუ პერი და მეთ ლებლანკი.

რამდენიმე დღის წინ კი, ახალი სეზონის გადაღებების დაწყების თარიღი დაანონსდა. თუ მსოფლიოში არსებული, კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა არ გაუარესდება, სერიალის გადაღებები 2020 წლის აგვისტოში დაიწყება.

ჩაუჯექი “Friends”-ს Movie.Ge-ზე