გაქვთ ფილმის იდეა? Netflix-ის ახალი პროექტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ფილმის გადაღების შანსს აძლევს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

გაქვთ ფილმის გადაღების სურვილი? მითუფრო ისეთ მასშტაბურ კომპანიასთან ერთად, როგორიც Netflix-ია? მაშინ შენი ოცნება, არც თუ ისე არარეალურია, რადგან სტუდიის პროექტი “Imagine Impact” გრძელდება. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, თავისი იდეა, პროექტის მოთხოვნების შესაბამისად სტუდიას, დისტანციურად გადაუგზავნოს და მიიღოს ფილმის გადაღების შანსი.

როგორც სტუდიის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი ნიჭიერი ადამიანების და მაშტაბური პროექტების ძებნას აგრძელებენ. მათი მომდევნო სამუშაო წელი, სწორედ ასეთი ადამიანების და მხატვრული სცენარების მოძებნას დაეთმობა.

პროექტის იდეა ბრაიან გრეზერის, რონ ჰოვარდისა და ტომ მიჩელს ეკუთვნით. პირველად “Imagine impact” 2018 წელს დაიწყო და უკვე სამი ეტაპიც განახორციელა. იდეის ავტორები, განაცხადის შევსების შემდეგ, რვაკვირიან პროგრამაში ერთვებიან, სადაც გამოუცდელი, უცნობი ავტორები, პროფესიონალებთან ერთად გადიან ტრენინგებისა და შერჩევის პროცედურებს.

2018 წლიდან, პროექტ “Imagine impact”-ის ფარგლებში 62-მდე სატელევიზიო და კინოპროექტის განვითარებას შეუწყო ხელი. მათგან 22 წარმოების ეტაპზეა.

განაცხადების მიღება “მასშტაბურ სათავგადასავლო/მოქმედ ფილმებზე” ოთხშაბათიდან დაიწყო და 6 ივლისამდე გაგრძელდება.