სამი ფილმი, საშინელებათა ჟანრის მოყვარულთათვის

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

ამ სტატიაში განხილული იქნება საშინელებათა ჟანრის რამდენიმე ფილმი, რომელიც არ შეიცავს უცაბედ მომენტებს, რომელიც შეახტუნებს მაყურებელს ე.წ „ჯამფ სქეარს“, თუმცა იდეოლოგიურად ძალიან საშიშია, თქვენ ამ ფილმების ყურებისას ხდებით ერთ-ერთი მათგანი ვის თავსაც ხდება ამბავი, მაშ ასე თუ გიყვართ ასეთი სტილის ფილმები ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

რეჟისორი ჯონ კარტერის ფილმი „რაღაცა – The Thing”; (1982)

სწორედ ასეთი ფილმია, მთავარი მსახიობი კუტ რასელი გახლავთ. ფილმის სიუჟეტი ვითარდება ანტარქტიდაზე სადაც დაბანაკებულია მკვლევართა ჯგუფი და ატარებენ სხვადასხვა გამოკვლევებს, თუმცა მათ მყუდროებას ურღვევს, რაღაც ამოუცნობი არსება, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს სხვის ორგანიზმში, დაემსგავსოს მას და გაანადგუროს ორგანიზმი. ეს საზარელი არსება თავდაპირველად ძაღლში შეაღწევს, რასაც მკვლევრები შეამჩნევენ შემდეგ კი ეს არსება ერთ-ერთ ადამიანში მოხვდება, სწორედ აქედან იწყება ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილი, ფილმის პერსონაჟებმა არ იციან თუ ვისშია ეს არსება ან როდის დაესხმევა მათ თავს ამიტომ ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ და სხხვადასხვა ხერხებით ცდილობენ გაარკვიონ თუ ვისშია მკვლელი არსება. ფილმის სიტუაცია გავლენას ახდენს მაყურებელზე ამიტომ მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი ჩართულია ფილმში მიმდინარე ამბებში. ფილმის რეიტინგი IMDB-ზე არის 8.1 რაც მაყურებელთა მხრიდან ფილმის მოწონებაზე მეტყველებს.

მეორე ასეთი სტილის საშინელებათა ფილმი გახლავთ რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ გადაღებული „უცხო – Alien”; (1979)

ფილმში სიუჟეტი ვითარდება კოსმოსურ ხომალდში, ხომალდის ეკიპაჟი დაეშვება ერთ-ერთ პლანეტაზე რადგან იმ პლანეტიდან სიგნალი მიიღეს, 3 წევრი დატოვებს ხომალდს და ამ პლანეტაზე აღმოაჩენენ არსებას რომელიც ერთ-ერთ წევრს თავს დაესხმევა ზედ მიეკვრება და არ სცილდება მას ხომალდში წაიყვანენ სადაც ეს არსება ეკიპაჟის წევრებს გაექცევა, ეკიპაჟის წევრები არსების მოკვლას ცდილობენ, თუმცა არსებაც მათზე ნადირობს. ფილმის დასრულებამდე მაყურებლის ინტერესი ფილმის მიმართ არ კლებულობს. ფილმის რეიტინგი IMDB-ზე 8.4-ს შეადგენს.

მესამე ფილმი გახლავთ ფრენკ დარაბონტის მიერ გადაღებული „ბურუსი – The Mist; (2007)

ფილმში სიუჟეტი  ვითარდება ჰიპერმარკეტში, სადაც მთავარი პერსონაჟი და მისი შვილი არჩევენ პროდუქტებს ამ დროს გარეთ უეცრად ჩამოწვება ბურუსი და ყველაფერს ისე დაფარავს თითქოს ყველაფერი ბურუსმა შთანთქა, იქ მყოფ ხალხში გაურკვევლობაა ზოგიერთი ამას ღვთის რისხვას უწოდებს ზოგი კი ამას სისულელედ თვლის, ამ დროს ერთ-ერთ პერსონაჟი გენერატორის გასათიშად გარეთ გასვლას ცდილობს, როდესაც ბურუსიდან დიდი არსების საცეცი დაიჭერს მას და ბურუსში მიაქანებს, ამ ყოველივეს შემსწრე გაოგნებულია, ცდილობენ პანიკის გარეშე აუწყონ იქ მყოფთ რომ გარეთ გასვლა სახიფათოა. ფილმში ძალიან კარგად არის გამოხატული ის ატმოსფერო, რომელიც პერსონაჟების თავსაა. ფილმის რეიტინგი IMDB-ზე შეადგენს 7.1-ს