ბარბარა სტრეიზანდმა, 25 მაისს, მინეაპოლისში დაკავებისას გარდაიცვლილი ჯორჯ ფლოიდის შვილს დისნეის აქციები აჩუქა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ცნობილმა მომღერალმა ბარბარა სტრეიზანდმა ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის შვილს, ჯიანა ფლოიდს მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის, დისნეის აქციების წილი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჯიანა ფლოიდმა თავის ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა:

“დიდ მადლობას ვუხდი ბარბარა სტრეიზენდს, ახლა უკვე დისნეის აქციის მფლობელი ვარ”, —ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის შვილს, ჯიანა ფლოიდს ცნობილმა მომღერალმა ბარბარა სტრეიზანდმა, დისნეის აქციების წილი აჩუქა. ინფორმაციას ჯიანა ინსტაგრამ ექაუნთზე აქვეყნებს. ფოტოზე მას აქციების ფლობის მოწმობა უჭირავს ხელში.

მომღერალმა მას თავისი ორი სტუდიური ალბომი: My Name Is Barbra და Color Me Barba-ც გადასცა.

ჯორჯ ფლოიდის ოჯახს კანიე ვესტიც დაეხმარა. მან ჯიანას კოლეჯში სწავლის საფასური გადაუხადა.

შეგახსენებთ, აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში დაკავებისას გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-ს მასშტაბით მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს.