HBO Max-მა სტრიმინგ სერვისიდან ფილმი “ქარწაღებულნი” რასობრივი სტერეოტიპების გამო ამოიღო

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

HBO-მ სტრიმინგიდან ყველაზე გაყიდვადი, 1939 წელს გამოშვებული ამერიკული ფილმი “ქარწაღებულნი / Gone With the Wind” ამოიღო. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, “ქარწაღებულნი / Gone With the Wind” იმ ეპოქის ეთნიკურ და რასობრივ სტერეოტიპებს ასახავს, რომელიც იმ პერიოდის ამერიკაში არსებობდა.

გადაწყვეტილებისკენ სტუდიას რეჟისორმა ჯონ რიდლიმ მოუწოდა. რეჟისორის თქმით ფილმის კონტექსტი მონობის ასპექტების იგნორირებას ახდენს.

ფილმმა “ქარწაღებულნი / Gone With the Wind” 8 ოსკარი მოიპოვა და იყო პირველი ფილმი, რომელში მონაწილეობისთვისაც შავკანიან მსახიობს, ჰეიტი მაკდანიელს პირველად გადაეცა ჯილდო.

HBO-ს განცხადებით ფილმი სტრიმინგ სერვისში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც მის კონკეტქსტე დისკუსია დაერთვება, რასისტული სტერეოტიპების მხილების შემდეგ.