10 სასაცილო სცენა საყვარელ ფილმებში რომელიც სცენარით გათვალისწინებული არ ყოფილა

10 სასაცილო სცენა საყვარელ ფილმებში, რომელიც სცენარით გათვალისწინებული არ ყოფილა

იპოვე ფილმი

შემთხვევითობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ ისეთი რაღაცეებიც ხდება, რასაც სავსებით ვერ წარმოვიდგენდით. ასეთი შემთხვევით კინემატოგრაფიაც გამორჩეულია, სადაც შემთხვევითი სცენები უკვე აღარაა მოულოდნელობა.

Mpedia.ge წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სასაცილო სცენას ფილმებიდან, რომელიც წინასწარ გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგრამ იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ფილმის განუყოფელ ნაწილად იქცა.

10. „ლამაზმანი“ – საიუველირო ყუთი

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენაა ფილმიდან. ედუარდ ლევისი ვივიან ვარდს ძვირადღირებულ, ულამაზეს ყელსაბამს აჩვენებს. როგორც კი ვივიანი სამკაულთან შეხებას ცდილობს, ყუთი მოულოდნელად იხურება, ქალბატონი ხელს სასწრაფოდ სწევს უკან.

ჯულია რობერტსის სიცილი იმდენად ბუნებრივი და მიმზიდველი იყო, რომ რეჟისორმა სცენის ფილმში დატოვება გადაწყვიტა და არც შემცდარა.

9. „40 წლის ვაჟიშვილი“ – გულმკერდის ეპილაციის სცენა

მთელი ეს სცენა რეალურად სრულიად ავთენტური იყო. სტივ ქარელს მანამ არასდროს გაუკეთებია გულმკერდის ეპილაცია, ასე რომ მისი ყოველი ყვირილი და გინება ნამდვილი ტკივილისგან იყო გამოწვეული.

8. „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი“

ეს სცენა მთლიანად იმპროვიზებული იყო, რაც ისეთი მსახიობებისგან, როგორებიც ქერი და დენიელსი არიან ნამდვილად არაა გასაკვირი. მათ სცენარს საკუთარი სიგიჟე დაუმატეს.

7. „მეჯვარეები“ – სცენა თვითმფრინავში

მთელი სცენა თვითმფრინავში სადაც მაკარტი საჰაერო მარშალ ჯონს ეფლირტავება, მთლიანად მისი მოფიქრებული იყო. ბენ ფალკონი, რომელიც ფილმში ჯონის როლს თამაშობა, რეალურ ცხოვრებაში მაკარტის ქმარია.

6. „მოჩვენებებზე მონადირენი“ (2016) – ინტერვიუ

ჰემსვორტის პირველი სცენა, სადაც მისი პერსონაჟისაგან ინტერვიუს იღებენ, თითქმის მთლიანად შეიცვალა უშუალო გადაღების დროს. სიუჟეტის მწერალმა ქეთი დიპოლმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა ამოეღოთ კევინის სათვალიდან შუშები, რადგან ის გადაღებას უშლიდა ხელს. ამის შემდეგ, მსახიობმა შემთხვევით თვალი მოიფშვნიტა. როგორც შემდეგ გაირკვა, მან ეს გამიზნულად გააკეთა.

5. „ენი ჰოლი“

სცენარში სრულიად სხვა რამ ეწერა, თუმცა ვუდი ალენმა ალერგიის გამო დააცემინა და კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო სცენა შეიქმნა. რეჟისორს სცენა მოეწონა და ფილმში დატოვა.

4. “40 წლიდან“ – სცენა საწოლში

რუდის ცენა, სადაც ის აკუებს, სცენარით არ ყოფილა გათვალისწინებული, მაგრამ მან იფიქრა რომ ეს მისი პერსონაჟისთვის შესაფერისი მოქმედება იქნებოდა.

3. „ცოტათი ორსულად“ – სცენა მანქანის ტარების დროს

სცენაში მთლიანი დიალოგი ორი მსახიობის მიერ იყო მოფიქრებული. სცენა დაახლოებით 6 წუთიანია. მსახიობებმა პირველად სცენა „იცი როგორ ვიცი რომ გეი ხარ?“ ფილმისთვის „40 წლის ვაჟიშვილი“ გაითამაშეს, შემდეგ კი მისი უკვე ახალ ფილმში გაგრძელება გადაწყვიტეს. ჯუდი აპატოუმ, რომელიც ორივე ფილმის რეჟისორი იყო, ბიჭებს მათი კრეატივის წარმოჩენის საშუალება მისცა.

2. . „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ – ისტორია ცოლზე

ისტორია იმის შესახებ, რომ ფსიქოთერაპევტის ცოლი ძილში აკუებდა, მთლიანად რობინ უილიამის იმპროვიზაცია იყო. სწორედ ამიტომ, მეთ დეიმონის სიცილი ამ სცენაში სრულიად რეალურია. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დაინახავთ, რომ კამერაც მოძრაობს, რადგან სიცილი ვერ გადამღებმა შეიკავა.

1.„ზულენდერი“

სცენაში დევიდ დუჩოვნის სიტყვების შემდეგ, მსახიობს საკუთარი სიტყვა დაავიწყდა და უბრალოდ კითხვა გაიმეორა: „რატომ მამაკაცი მოდელები?“

შემდეგ ეს თავად ბენ სტილერმაც დაადასტურა: „მე დევიდის მონოლოგს სიტყვასიტყვით ვუსმენდი და შემდეგ გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი მონოლოგი დამავიწყდა. ვერ გავიაზრე მან რა თქმა და კითხვა გავუმეორე, ის კი არ დაიბნა და მკითხა – „სერიოზულად? ეს ახლახანს ავხსენი“. ეს სცენა ნამდვილად დაგარწმუნებთ, რომ მე და ჩემი პერსონაჟი ერთმანეთისგან დიდად არ განვსხვავდებით“.

ჩაუჯექი ფილმებს ქართული, მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე