#დღისიუბილარი ანჯელინა ჯოლი 45 წლის გახდა

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ანჯელინა ჯოლ ვოითი, კალიფორნიის შტატში, მსახიობ ჯონ ვოითის და მარჩელინ ბერტნარდის ოჯახში, 1975 წლის 4 ივნისს დაიბადა.

1976 წელს, ჯონის და მარჩელინის განქორწინების შემდეგ, მარჩელინი პალისეიდში გადავიდა და სამსახიობო მისწრაფება დაივიწყა. პატარა ანჯელინა, დედასთან ერთად, ხშირად უყურებდა ფილმებს. როგორც შემდეგი ინტერვიუებიდან ჩანს, სწორედ ამ დროიდან დაინტერესდა სამსახიობო კარიერით. ამ მიმართულებით მას მამაც დაეხმარა და როცა ოჯახი კვლავ ნიუ იორკში დაბრუნდა ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტშიც ჩაირიცხა, სადაც ორი წელი სწავლობდა და სხვადასხვა სპექტაკლებში ჩნდებოდა.

ანჯელინა ჯოლის პირველი ეკრანული როლი, 1982 წლის ფილმში “ველოდები წასვლას” ჩნდება, სადაც ის მამასთან ერთად იღებდა მონაწილეობას. თუმცა მისი კარიერა მოგვიანებით დაიწყო ფილმით “კიბორგი 2”, პირველი მთავარი როლი კი ითამაშა ფილმში “ჰაკერები”(1995). 1999 წელს პირველი ოსკარი მიიღო, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმიდან “გოგონა რომელსაც შეაწყვეტინეს”. ფილმი, რომლის წყალობითაც ანჯელინა ჯოლმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა, იყო ფილმი “ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი”. ამ ფილმის წყალობით ის გახდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი ჰოლივუდში. ყველაზე დიდი კომერციული მოგება კი ნახა ფილმით “მისტერ და მისის სმიტები”.

ანჯელინას პირადი ცხოვრება, ყოველთვის ექცეოდა კულუარული მედიის ყურადღების ქვეშ. მისი სამივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. პირველი ქმარი იყო ჯონი ლი მილერი, მეორე ბილი ბობ თორნტონსი და მესამე ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, რომელთანაც ჯოლს სამი აყვანილი და სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავს.

მსახიობი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

ადრეულ ასაკში, ანჯელინა ჯოლს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე თვითდაზიანებაც მიიღო: „მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია.“

მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლის დედაა, მკერდის და საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა, მსახიობმა 2013 წლის 16 თებერვალს, მკერდის ოპერაციის გზით მოშორება, მკერდის კიბოს პრევენციის მიზნით გადაწყვიტა. რადგან ის დედის გენეტიკის მატარებელი იყო, რაც მკერდის სიმსივნის განვითარების 87%-იანი და საკვერცხის კიბოს განვითარების 50%-იანი რისკით ხასიათდება. ორი წლის შემდეგ, 2015 წელს ანჯელინა ჯოლიმ საკვერცხის კიბოს პრევენციული ოპერაცია ჩაიტარა. ამის შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით 2-ჯერ გაიზარდა ქალების მიმართვიანობა, აღნიშნული სამედიცინო პროცედურების მიმართ, რასაც შემდგომში, სამედიცინო მედიამ „ანჯელინა ჯოლის ეფექტი“ უწოდა.

უყურეთ ფილმებს ქართულად, მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.ge-ზე.