ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების სიის სათავეში, კვლავ სკარლეტ იოჰანსონია

სიახლეები

უკვე მეორე წელია, რაც Scarlett Johansson ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია და 56$ მილიონი დოლარით, Forbes-ის სიაში პირველია. თანხა 2018 წლის 1 ივნისიდან – 2019 წლის 1 ივნისამდეა გამომუშავებული და  უმეტესი ნაწილი, მარველის სამყაროსთან თანამშრომლობით Black Widow-ის როლიდან აიღო. საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა Avengers endgame-ში მონაწილეობაც – მსახიობის ჰონორარი  აღმოჩნდა  35$ მილიონი დოლარია.

სკარლეტის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების სია ასე გამოიყურება

2. SoFia Vergara – 44.1$ მილიონი დოლარი
3. Reese Witherspoon – 35$ მილიონი დოლარი
4. Nicole Kidman – 34$ მილიონი დოლარი
5. Jennifer Aniston – 28$ მილიონი დოლარი 
6. Kaley Cuoco – 25 მილიონი დოლარი
7. Elisabeth Moss – 24 მილიონი დოლარი
8. Margot Robbie – 23.5$ მილიონი დოლარი
9. Charlize Theron – 23 მილიონი დოლარი
10. Ellen Pompeo – 22$ მილიონი დოლარი

საერთო ჯამში, ათი მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის მიერ გამომუშავებული თანხა  314.6$ მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა გაცილებით მეტია, მსახიობი მამაკაცების გამომუშავებული თანხა – ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც მსახიობთა საერთო შემოსავალი 588.3$ მილიონ დოლარს შეადგენს.

სიაში პირველ ადგილზე Dwayne Johnson-ია, 89.4$ მილიონი დოლარით.

უყურეთ ფილმებს ქართული, მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.ge-ზე