10 შთამბეჭდავი ფილმი, რომელიც თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

კაცობრიობის მთელი ისტორია, დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ადამიანები თავგანწირვით იბრძოდნენ პირადი, ოჯახის, თემის ან სამეფოს დამოუკიდებლობის, ღირებულებების შენარჩუნებისა და ძლიერებისთვის. ისტორია სავსეა შთამბეჭდავი, ზოგჯერ ტრაგიკული, მაგრამ ცალსახად ამაღელვებელი ამბებით ბრძოლის და თავდადების შესახებ.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაც, დასაწყისიდან დღემდე, სხვა არაფერია, თუ არა რიგითი ადამიანების გმირობის წყალობით შექმნილი ქვეყნის სურათი და რუკა.

გთავაზობთ 10 შთამბეჭდავ ფილმს, რომელიც ჩვენი და სხვადასხვა ქვეყნების, ერების თავგანწირული ბრძოლების შესახებ მოგვითხრობენ.

1.ჯარისკაცის მამა – დრამა, საომარი, ისტორიული

სიის სათავეში, რა უნდა შემოგვეთავაზებინა, თუ არა ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ემოციური და საყვარელი ფილმი, მამის თავგანწირვაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წასული შვილის კვალს მიყვება და საომარ მოქმედებაში ერთვება.

ფილმი 1965 წელს, რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გადაიღო.

კახელი გლეხი, გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად მიემგზავრება ფრონტზე. თუმცა აღმოაჩენს, რომ მისი გამოჯანმრთელებული შვილი, კვლავ ბრძოლაში ჩაერთო. გულანთებული მამა, ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ისიც ბრძოლისუნარია და ბრძოლის პირველ ხაზზე მიემგზავრება.

ქართული კინემატოგრაფიის შედევრის IMDB 8.7-ია.

2.  შინდლერის სია – დრამა, ისტორიული, საომარი, ბიოგრაფიული

ეს ნამუშევარიც მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. სტივენ სპილბერგის გამორჩეულ ნამუშევარს, საფუძვლად ნაცისტური პარტიის წევრის – ოსკარ შინდლერის ისტორია დაედო, რომელმაც 1100-ზე მეტი ებრაელი სიკვდილს გადაარჩინა. მან ისინი საკუთარ ფაბრიკაში დაიქიავა, რათა საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან ეხსნა.

IMDB 8.9

3. მეფე არტური – საომარი, ისტორიული, სათავგადასავლო, დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი

ლეგენდა მეფე არტურზე, უამრავი ნამუშევრის(კინო, მოთხრობა) საფუძველი გახდა. ეს ფილმიც ერთ-ერთი მათგანია. ისტორიკოსები დიდი ხანი ფიქრობდნენ, რომ მითები მეფე არტურის შესახებ, არარეალური და საფუძველს მოკლებული იყო. ეს იყო მეფე, რომელიც მუდმივად იხლიჩებოდა, საკუთარ ამბიციებსა და საზოგადოების ინტერესებს შორის.

IMDB 6.3

4. ჰარიეტი – დეამა, მძაფრ-სიუჟეტიანი, ისტორიული, ბიოგრაფიული

კინოს ეს შესანიშნავი სურათი, პიროვნული თავისუფლების შესახებ ბრძოლის ისტორიაა, რომელიც საერთო, მრავალსაუკუნოვან პრობლემას ეხმიანება, ფერადკანიანი საზოგადოების მიმართ, დისკრიმინაციული დამოკიდებულების წინააღმდეგ.

ჰარიეტ ტაბმენი, უბრალო შავკანიანი მონაა, რომელიც სამუდამო კატორღისთვისაა განწირული, თუმცა მისი შინაგანი თავისუფლება, ფიზიკური თავისუფლებისკენ სწრაფვას აიძულებს და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, უსაფრთხო გარემოშიც ხვდება, სადაც ის აცნობიერებს, რომ ამერიკას სასწრაფო ცვლილებები სჭირდება.

IMDB 6.4

5. მეფე – დრამა, ისტორიული, მელოდრამა, საომარი, ბიოგრაფიული

ისტორია არაპროგნოზირებადი ინგლისის ტახტის მემკვიდრის – ჰალსის, მეფე ჰენრი მეხუთედ კურთხევის შემდეგ იწყება. რის შემდეგაც მას უამრავ ფრონტზე უწევს ბრძოლა – პირადი, წარსული გადმონაშთების, სასახლის პოლიტიკის და მამის მიერ წამოწყებული გარე ომის წარმართვა, მისთვის არც თუ ისე მარტივი ამოცანაა.

IMDB 7.3

6. ტროა – სათავგადასავლო, დრამა, საომარი, ისტორიული

2004 წლის ვოლფგანგ პეტერსონის ფილმი, ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული ნამუშევარია, რომელშიც გმირებს ჰოლივუდის წამყვანი და გამორჩეული მსახიობები ასრულებენ. ფილმმა მსოფლიო პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული გამოსვლისთანავე მოიპოვა და დღემდე არ დაუკარგავს.

ტროას დაცემის ისტორია, პრინც პარისის და სპარტას დედოფლის სიყვარულით იწყება, როცა პრინცი გათხოვილ დედოფალს მოიტაცებს. ფაქტი, ორ სამეფოს შორის დაძაბულ ურთიერთობას საბოლოდ დაძაბავს და ათ წლიან ომს იწყებს.

IMDB 7.2

7. დიდი ბრძოლა – დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი, ისტორიული, საომარი

645 წელს თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში იჭრება. გამარჯვებების შემდეგ, თენგის არმია ანსის საზღვარსაც მიადგება. ანსის გენერალი, თავისუფლების და დინასტიის დასაცავად, მთელ სამეფოს გააერთიანებს და ლის წინააღმდეგ თავგანწირულ ბრძოლაში ჩაერთვება.

IMDB 7

8. მერი – შოტლანდიის დედოფალი – დრამა, ისტორიული

ფილმი ორი დედოფლის – მარია სტიუარტის და დედოფალ ელიზაბეტ პირველის ისტორიას მოგვითხრობს. სამეფოს წარმომადგენლები ერთმანეთს ინგლისის ტახტში ეცილებიან.

IMDB 6.3

9. დასავლეთის ფრონტი უცვლელია – დრამა, საომარი

ფილმი ერიხ მარია რემარკის, ამავე სახელწოდების მქონე რომანის ეკრანიზაციაა. ეს იყო პირველი სამხედრო დრამის ეკრანიზაცია, რომელიც კინოაკადემიის რჩეული და “ოსკარის” მფლობელი გახდა. ფილმი პირველ მსოფლიო ომის, გამოუცდელი მონაწილეების ისტორიაა, რომლებიც მოულოდნელად დადგნენ სასტიკი რეალობის წინაშე.

აღნიშნული ფილმი, ჟანრის “ანტისამხედრო” ფუძემდებელი გახდა.

IMDB 8

10. საულის ვაჟი – საომარი, დრამა

ვითარება 1944 წლის აუშვიცის საშინელებას აღწერს, სადაც პატიმარი იძულებულია, თამემამულეების გვამები დაწვას. ის ცდილობს, გადაარჩინოს ერთ-ერთი თანამემამულის ცხედარი და ებრაული წესების მიხედვით დაკრძალოს.

IMDb 7.5

უყურეთ ფილმებს ქართულად, მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.ge-ზე

მეტი ფილმი საომარ და ისტორიულ ჟანრში ნახეთ აქ: საომარი

გაუზიარე მეგობრებს!