10 ფილმი ფენტეზის ჟანრში, რომელსაც უქმეებზე უნდა #ჩაუჯდე

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

1. “რკინის ზეცა: მომავალი რასა / Iron Sky: The Coming Race” – ფენტეზი, მძაფრ-სიუჟეტიანი, კომედია, ფანტასტიკა

ფილმიდან “რკინის ზეცა” 25 წლის შემდეგ, მთვარეზე ნაცისტების ყოფილი ბაზა, ადამიანების ერთადერთი თავშესაფარი ხდება. საბოლოოდ გამჟღავნდება ადამიანების შექმნის საიდუმლო.

2. “მარადიული ომები / The Immortal Wars” – მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა

მომავლის სამყაროში, რომელშიც მსოფლიო სექტორებადაა დაყოფილი, ადამიანები დევიანტებს იპყრობენ, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძვიან თავისუფლებისთვის. თუმცა მათი უმთავრესი მიზანი, დომიონ ჰარვის დამხობაა.

IMDB 5.7

3. “მტაცებელი ქალაქები / Mortal Engines” – ფანტასტიკა, ფენტეზი, მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი

60 წლიანი ომის შემდეგ, დედამიწის წინააღმდეგ დიდი ძალები ისევ იბრძვიან. ისინი ცდილობენ შთანთქონ პატარა ქალაქები, რომ რესურსები აღიდგინონ.

IMDB 6.1

4. “Anon / ანონი” – ფანტასტიკა, თრილერი

ანონის ისტორია იწყება ახლო მომავალში, სადაც საიდუმლოებები და პრივატულობა არ არსებობს. ადამიანების პირადი მოგონებები ჩაწერილია, რასაც კრიმინალი მინიმუმამდე დაყავს. სალ ფრილენდი ცდილობს ამოხსნას მკვლელობების სერია, კვალს ის ახალგაზრდა გოგონამდე მიყავს, რომლის შესახებაც არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. მან უარყო სისტემა და გაქრა.

IMDB 6.1

5. “გატაცება / Abduction” – საშინელებათა, მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, ფანტასტიკა

მთავარი პერსონაჟი ქუინი, იღვიძებს მისთვის უცხო ქალაქში – ვიეტნამში. მას არ ახსოვს როგორ მოხვდა აქ. უცნობ ლანდშაფტებში ხეტიალის დროს, ნელ-ნელა ფრაგმენტულად იწყებს მეხსიერების აღდგენას და გაიხსნებს, რომ მისი ქალიშვილი უცხო ქმნილებებმა გაიტაცეს.

IMDB 5

6. “ორეული / Gemini Man” – დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი, ფანტასტიკა

ყოფილი დაქირავებული მკვლელი ჰენრი ბროგენი, ძველი პროფესიისგან თავის დაღწევას ცდილობს. გადამწყვეტ ბრძოლაში ის იძულებულია, საკუთარ კლონს დაუპირისპირდეს, რომელიც მასზე 25 წლით უმცროსია.

IMDB 4.7

7. “უხილავი კაცი / The Invisible Man” – საშინელებათა, თრილერი, ფანტასტიკა

მთავარ პერსონაჟს, მოძალადე ქმარი, გარდაცვალების შემდეგ, მთელ თავის ქონებას უტოვებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მის ცხოვრებაში უჩვეულო მოვლენები იწყება. სესილია ხვდება, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს და ყველაფერი ბუნებრივად არ ხდება.

IMDB 7.5

8. “კოლოსალური / Colossal” – მძაფრ-სიუჟეტიანი, კომედია, დრამა, ფენტეზი, ფანტასტიკა

სეულში უზარმაზარი მონსტრი ჩნდება, რომელიც ქალაქს თავს ესხმის. გლორია, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეყვარებული და სამსახური დაკარგა, ხვდება რომ ამ მოვლენასთან კავშირი აქვს.

IMDB 6.2

9. “ედერლეზის აღზევება / A.I. Rising” – დრამა, ფანტასტიკა, მელოდრამა

ალფა კენტავრზე მისიით გამგზავრებულ მილუტინს, კიბორგი “ნიმანი 1345” უერთდება. ნიმანი 1345 სპეციალურად, მილუტინის პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა. სებასტიანს თავიდან აშინებს ნიმანის კონტროლის საკითხი, შემდეგ ბეზრდება უცაბედად მოგვარებული პრობლემები და ადამიანურ ურთიერთობებს მოწყურებული, ნიმანის პროგრამას ცვლის, რაც საბოლოოდ მის უსაფრთხოებას და მისიას საფრთხეში აგდებს.

IMDB 6

10. “იქს-ადამიანები: ბნელი ფენიქსი / X-Men: Dark Phoenix” – მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა, სათავგადასავლო

საიმონ კინბერგის 2019 წლის ფილმში ჯინ გრეი, გასაოცარ ძალებს იძენს. ამ ძალების საშუალებით ის ბნელი ფენიქსი ხდება, რაც მისი გუნდის წევრებს რთული დილემის წინაშე აყენებს – რა უფრო მნიშვნელოვანია, თანაგუნდელის სიცოცხლე თუ მსოფლიო მოსახლეობა?!

IMDB 5.8

გაუზიარე მეგობრებს!