7 სერიალი მანიაკალურ მიდრეკილებებზე

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

დაიღალეთ სერიალებისგან, სადაც მხოლოდ მოდური ტანსაცმელი და ურთიერთობებია? გინდათ “დრაივი” და დაძაბულობა?
ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო სერიალები მანიაკებზე. დარწმუნებული იყავით, რომ მოგეწონებათ!

1. შენ/you

რას გააკეთებ სიყვარულისთვის? როდესაც საუცხოო წიგნების მაღაზიის წარმატებული მენეჯერისა და ახალგაზრდა, დამწყები მწერლის გზები იკვეთება, პასუხი კითხვაზე ნათელი ხდება: ყველაფერს! ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენებით აგროვებს რა მწერალზე უმნიშვნელოვანეს და დაწვრილებით ინფორმაციას, ცდილობს დაუახლოვდეს მას. მომხიბვლელი და მორიდებული შეყვარებული მალევე გადაიქცევა საშიშ ადამიანად, რამდენადაც ჩუმად და სტრატეგიულად იშორებს ყველა დაბრკოლებას – და ადამიანს – ვინც კი გზაზე გადაეღობება.

უყურე ონლაინ 

2. ევას მკვლელობისას/KILLING EVE

სერიალი მოგვითხრობს რუსული ფესვების მქონე დაქირავებულ მკლვლელზე. ეს ცივსისხლიანი არსება მორიგი დავალებისას სათანადო მოწინააღმდეგეს შეხვდება – მორიდებულ სპეცსამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სურს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

4. დაცემა/THE FALL

სერიალი (The Fall) – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომლის მოქმედებაც ვითარდება ქალაქ ბეფასტში, სამხრეთ ირლანდიაში.

5. გონებაზე მონადირე/ MINDHUNTER

სერიალის მოქმედება 1970-იან წლებში ხდება. მთავარი გმირები, საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ორი აგენტი, მკვლელებსა და მოძალადეებთან საუბრით ცდილობენ ჩაწვდნენ მათ აზროვნებას და გამოიყენონ ეს სხვა დანაშაულების გახსნაში.

6. კრიმინალური აზროვნება/CRIMINAL MINDS

სიეტლში, მოკლე დროში, ოთხი ახალგაზრდა გოგონა უჩინარდება. ჩნდება ვერსია, რომ ქალაქში მანიაკი-მკვლელი დადის. დანაშაულის გამოძიებას ფედერალური ბიუროს სპეც-განყოფილება იწყებს. მას ხელმძღვანელობს ჯეისონ გიდეონი, რომელიც თანამშრომლებთან ერთად დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენას ცდილობს.

7. ლუთერი / LUTHER

ფსიქოლოგიური დრამა მამაკაცზე, რომელიც ცდილობს საკუთარი დემონები დაამარცხოს, მაშინ, როცა სამუშაოდან გამომდინარე, საშიში მკვლელების დევნა უწევს.

8. დექსტერი/DEXTER

მაიამის პოლიციის ერთი შეხედვით სანდომიანი ექსპერტი სამართლიანობას ამყარებს და ღამღამობით კრიმინალების სერიულ მკვლელად თავად იქცევა.

წყარო: marao.ge