კვირის კინოსიახლეები: ქეით უინსლეტი “ავატარ 2”-ში, ადამ სენდლერი “ზღარბი სონიკის” შესახებ და ტომ ჰარდი ახალ ფილმში “Capone”

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მუტანტების გამოსვლის თარიღი საბოლოოდ ცნობილი ხდება

ჯოშ ბონის ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი უამრავჯერ გადაიდო, საბოლოოდ კი “ახალი მუტანტების” გამოსვლის თარიღი მაყურებლისთვის ცნობილი ხდება.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელებამდე, “ახალი მუტანტები” მსოფლიო ეკრანებზე აპრილის ბოლოს უნდა გამოჩენილიყო. თუმცა განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მისი გამოსვლის ახალი თარიღი 2020 წლის 28 აგვისტოა.

“აი, როგორ გამოვიყურებით ჩვენ” ამ სათაურით ფილმის პოსტერს ოფიციალურ Twitter ექაუნთზე აქვეყნებენ:

მეთ დეიმონის ქალიშვილი, COVID 19-ის ეპიცენტრში

მიუხედავად იმისა, რომ რიდლი სკოტის ფილმის გადაღებები ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის მონაწილეობით, ვირუსის გამო დროებით შეჩერდა და მეთ დეიმონი ოჯახთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მისმა ოჯახმა სრულიად ვერ დაიცვა თავი, კორონავირუსის საფრთხისგან. მეთ დეიმონის ქალიშვილი ვირუსის ერთ-ერთ ეპიცენტრში იმყოფება – გოგონა ნიუ-იორკში, სწავლის მიზნით იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით მას ვირუსი დაუდასტურდა.

ადამ სენდლერი “Sonic”-ის შესახებ

იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სავსე კინოთეატრები დიდი ხანია არ უნახავთ და ნოსტალგიურად არიან განწყობილები, ადამ სენლერიც შედის. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისი ზოგადად, არასდროსაა განსაკუთრებული ფილმებით განებივრებული, “ზღარბმა სონიკმა” მაყურებლების განსაკუთრებული ყურადღება მაინც დაიმსახურა.

აუდიტორიის კეთილგანწობის შესახებ ადამ სენდლერმა განცხადება გამოაქვეყნა:

“კარგი საღამო იყო, ბოლო, როცა გარეთ გასვლის საშუალება მოგვეცა. კინოთეატრში ძალიან ცოტა ადამიანი იყო და ძალიან ხმამაღლა ვიცინოდით. ასე მგონია ჩვენი ბოლო საღამო იყო…”

ადამ სენდლერი არ არის ერთადერთი, ვინც ახალ ფილმზე ამგვარად საუბრობს.

ტომ ჰარდი ახალ ფილმში “Capone”

ახალი ფილმი “Capone”, რომელიც პერსონაჟის დაუძლურების პერიოდს ასახავს, სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ეკრანზე. მისი გადაღებები და გამოშვების პერიოდი, საკმაოდ ხანგრძლივი იყო, რომელიც რეჟისორ ჯოშ ტრანკისთვის დიდი და რთული კინემატოგრაფიული გამოცდილება აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, ეკრანებზე გამოსული ვერსია, თავდაპირველისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

როგორც რეჟისორი ამბობს, მან იცოდა რომ ფილმის კომერციულ მხარეს, ტომ ჰარდის თვისობრივი გარდასახვა გამოიწვევდა და აღნიშნავს, რომ მასთან მუშაობა არც თუ ისე ადვილი იყო. მას გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება, გადამღები ჯგუფის სხვა წევრებთან ჰქონდა.

ავატარის გადამღები ჯგუფი კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს

ქეით უინსლეტი “ავატარი 2”-ის გადაღებებიდან კიდევ ერთ კადრს აქვეყნებს. გადაღებები ამჯერადაც წყალში მიმდინარეობს. მსახიობი ახალ ფილმს რონალის როლს შეასრულებს, თუმცა პერსონაჟის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

უყურეთ ფილმებს Movie.Ge-ზე, მრავალხმიანი ქართული გახმოვანებით