ათი რეიტინგული ფილმი, დრამის ჟანრში, რომელსაც უნდა უყურო, თუ კინომოყვარული ხარ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

“ბიჭის შესახებ / About a Boy”

კრის და პოლ ვეიცების 2002 წლის დრამაში, მთავარ როლს ჰიუ გრანტი და პატარა ნიკოლას ჰოლტი ასრულებენ. ახალგაზრდა, ცინიკოს მამაკაცს პატარა ბიჭუნა, ასწავლის როგორ უნდა იყოს მეტად ადამიანური და მოიქცეს ზრდასრული მამაკაცივით.

IMDB 7

“ალფავილი / Alphavile”

ჟან-ლიუკ გოდარის შინაარსობრივ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული დრამა “ალფავილია”, რომელიც რეჟისორმა 1965 წელს გადაიღო და მომავლის სამყაროს უტოპია ასახა. “ალფავილი” დედამიწისგან შორს, სხვა გალაქტიკაში მდებარეობს და მას სისტემა, ელექტრონული ალფა-ტვინი მართავს. სისტემის შემქმნელი დედამიწიდან გაქცეული პროფესორია.

IMDB 7.1

“დამშვიდობება / The Farewell”

ლულუ ვანგის 2019 კომედიური დრამა, სასიკვდილო დიაგნოზის მქონე ბებოს ოჯახში ვითარდება, რომელიც მისთვის ოჯახის შემოკრებას გადაწყვეტს და ქორწილს გეგმავს, რათა მან ყველა ერთად ნახოს.

IMDB 7.7

“ერთხელ ჰოლივუდში / Once Upon a Time in Hollywood”

კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმი(ზოგადად კი მისი ანონსით, ბოლოს წინა სარეჟისორო ნამუშევარი) ბრედ პიტისა და ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით, გასული წლის მსოფლიო ჰიტია, რომელმაც კრიტიკოსების და მაყურებლების არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ფილმად დარჩა.

სიუჟეტი 1969 წლის ჰოლივუდში, მსახიობისა და მისი დუბლიორის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც ჰოლივუდის ოქროს ხანის მიწურულს, გზის გაკვლევას და თავის დამკვიდრებას ცდილობენ.

IMDB 7.7

“იპ მენი / Ip Man 4”

უილსონ იფის ბიორგაფიული დრამა, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების გროსმაისტერის ვინ ჩუნის იპ მენის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც 1960-იანი წლების ამერიკაში ჩადის, რათა თავის მოწაფეს ბრიუს ლის საბრძოლო ხელოვნების სკოლის გახსნაში დაეხმაროს.

IMDB 7.3

“მშვენიერი დღე სამეზობლოში / A Beautiful Day in the Neighborhood”

მერიელ ჰელერის ბიოგრაფიული დრამა, ტომ ჰენკსის მონაწილეობით, 2019 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია. ფილმი მოგვითხორბს ამერიკული პოპულარული საბავშვო სატელევიზიო შოუს წამყვანის, ფრედი როჯერსის და ჟურნალისტის ლოიდ ფლოგელის მეგობრობის შესახებ.

IMDB 7.4

“დოქტორი ძილი / Doctor Sleep”

ზრდასრული დენ ტორანსი, “ნათებაში” განვითარებული მოვლენების შემდეგ, პოულობს გოგონას, რომელსაც მისი მსგავსი ზებუნებრივი ძალები აქვს და მის დაცვას ცდილობს. ისინი უკვდავების მოსაპოვებლად ბავშვებზე მებრძოლი სექტის “ჭეშმარიტი კავშირის” წინააღმდეგ იბრძვიან.

IMDB 7.4

“არაქისის შავარდენი / The Peanut Butter Falcon”

ფილმი დაუნის სინდრომით დაავადებულ ბიჭუნაზეა, რომელიც ოცნების ასახდენად თავშესაფრიდან გარბის და უმეგობრდება წვრილმან თაღლითს – ტაილერს შეხვდება, რომელიც მისი მწვრთნელი გახდება. ახალგაზრდა მეგობრები მათ თავგადასავალში თავშესაფრის მედდას – ელეონორსაც ჩართავენ.

IMDB 7

“შინდლერის სია / Schindler’s List”

სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ფილმის სიუჟეტი ოსკარ შინდლერის თვალითაა დახატული, რომელმაც თავის ქარხანაში დასაქმებული ათასობით ებრაელი, ნაცისტური სადიზმისგან იხსნა.

IMDB 7

“უსაფრთხოება გარანტირებული არაა / Safety not Guaranteed”

ერთი განსხვავებული ადამიანი, მეწყვილეს ეძებს, რათა მასთან ერთად დროში იმოგზაურონ. მასთან ინტერვიუს ჩასაწერად სამი ჟურნალისტი მიდის. 2012 წლის სურათის რეჟისორი კოლინ ტრევორუა.

IMDB 7