“სასწაული მეშვიდე საკანში / Yedinci Kogustaki Mucize” – კორეული ფილმის თურქული კინოვერსია

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

“სასწაული მეშვიდე საკანში / Yedinci Kogustaki Mucize” რეჟისორ მეჰმედ ადა ოზდეკინის 2019 წლის ახალი თურქული ფილმია, რომელშიც პოპულარული თურქი მსახიობები მონაწილეობენ, მთავარ როლს კი აღიარებული არას ბულუთ ინემლი ასრულებს, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა “ორმო / Cukur”, “დაკარგული დრო”, “შიგნით(ძმა)” და სხვა.

“სასწაული მეშვიდე საკანში” კორეული ფილმის თურქული ვერსიაა, რომელიც ორიგინალი ფილმისგან რამდენადმე განხვავდება, თუმცა სიუჟეტი იგივეა. ავადმყოფი მამის და მისი პატარა გოგონას ისტორია, პატარა ქალაქში ტრაგიკულად ვითარდება. ღარიბ მამას, პატარა გოგონას მკვლელობაში ადანაშაულებენ, მის წინააღმდეგ კი გარდაცვლილი გოგონას სამხედრო მამა, უსამართლო მეთოდებით იბრძვის. მთავარი გმირის უდანაშაულობის შესახებ, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის, რომელიც ტყეში, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით იმალება.

მკვლელობაში ბრალდებული, ციხეში მოხვედრის შემდეგ, ბადრაგისა და თანამოსაკნეებისგან ფიზიკურ ძალადობას განიცდის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, პატიმრებიც და ციხის უფროსიც ხვდებიან, რომ ის დამნაშავე არ არის და მის დასახმარებლად იბრძვიან.

ნემოშის შვილის ოვას როლს პატარა თურქი მსახიობი გოგონა ნისა სოფია აქსონგური ასრულებს, რომელიც მამის გადასარჩენად იბრძვის და მისი მეგობრების წყალობით, მამის საკანშიც აღმოჩნდება.

ფილმის ქრონომეტრაჟი 2 საათი და 10 წუთია.

უყურეთ “სასწაული მეშვიდე საკანში / Yedinci Kogustaki Mucize”-ს ქართული, მრავალხმიანი გახმოვანებით Movie.Ge-ზე.

გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ.