კინოსიახლეები: დუეინ ჯონსონი და ემილი ბლანტი ახალ ფილმში, ფოტოები “ავატარი 2”-ის გადაღებებიდან და რობერტ პატისონის ფანები

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

დუეინ ჯონსონს და ემილი ბლანტს სამსახიობო წყვილს კიდევ ერთ ფილმში ვიხილავთ. ფილმის სიუჟეტი სკოტ ლობდელის კომიქსებიზეა დაფუძნებული.

Jungle Cruise“-ის პრემიერა 2020 წლის ივლისისთვის იგეგმება.

რობერტ პატისონის ფანები, სოციალურ ქსელებში აქტიურად ხუმრობენ “Twilight”-ის ახალ წიგნზე, რომლის გამოშვებასაც სტეფანი მეიერი უახლოეს მომავალში გეგმავს. რეაქცია რობერტ პატისონის დამოკიდებულებამ განსაზღვრა, რომელსაც ფრანჩაიზის გაგრძელებასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრებები გააჩნდა. ფანები სახალისო მიმებს აკეთებენ, თუ როგორ არიდებს თავს პატისონი, “Twilight”-თან დაკავშირებულ კითხვებს.

მიუხედავად იმისა, რომ “ავატარი 2”-ის გადაღებები დროებით შეჩერებულია, ფილმის ოფიციალური ტვიტერ გვერდი გადასაღები მოედნის ფოტოებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ჯეიმს ქემერონი ფილმში წყალქვეშა სცენები უხვად იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა COVID 19, ისევე როგორც სხვა ინდუსტრიები, კინოინდუსტრიის პარალიზებაც მოახერხა, ზოგიერთი პროექტი მაინც ახერხებს მოქმედებას. მათ შორის რეჟისორი ნაიტ შიამალანია, რომელიც ამ ეტაპზე “Univercal Picture”-სთვის იღებს ფილმს და საზოგადოების დანარჩენი ნაწილივით თვითიზოლაციაშია, თუმცა აქვეყნებს პოსტს, რომელიც იუწყება, რომ მისი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყო. როგორც ჩანს მას ამის საშუალებას, აუდიტორული ფირები აძლევს.

გაუზიარე მეგობრებს!