11 ახალი სერიალი, რომლებიც დეტექტივების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!


“მანიფესტი / Manifest” – დრამა, დეტექტივი, მისტიკა

თავგადასავალი ავიარეისის ტურბულენტურ ზონაში, მშვიდობიანი დაშვების შემდეგ იწყება, როდესაც მგზავრები აღმოაჩენენ, რომ ჩვეულ ცხოვრებას ხუთი წლით “გაუსწრეს” და მომავლის სამყაროში აღმოჩნდნენ. ისინი ძველი ცხოვრების, ძველი ნაცნობების ძებნას იწყებენ, თუმცა უშედეგოდ და ახალ რეალობასთან შეგუებას იწყებენ.

NBC-ის სერიალი 2018 წელს გამოვიდა. 2 სეზონიანი სერიალის პირველი სეზონი 16 სერიისგან შედგება, მეორე სეზონში 13 სერიაა, IMDB კი 7.2-ია.

“მემკვიდრეობა / Legacies” – ფენტეზი, დრამა, საშინელებათა, სათავგადასავლო, მისტიკა, დეტექტივი

ისტორია ყველაზე ძლევამოსილი ვამპირების, მაქციებისა და ჯადოქრების შთამომავლის ჰოუფ მიქაელსონის ირგვლივ ვითარდება. ტყუპები განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების სკოლაში სწავლობენ, რომელიც ვამპირების, მაქციების და არაბუნებრივი არსებების ერთგვარი ნავსაყუდელია, სადაც საკუთარი ზებუნებრივი უნარების მართვას და კონტროლს სწავლობენ.

The CW-ის 2018 წელს გამოშვებული სერიალი ორი სეზონისგან შედგება, თითოეულში 16 ეპიზოდია, IMDB კი 7.5-ს შეადგენს.

“ელიტა / Elite” – დრამა, კრიმინალური, დეტექტივი, თრილერი

სიუჟეტი ესპანეთის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვითარდება, სადაც განსხვავებული სოციალური ფენის წარმომადგენელთა შვილები სწავლობენ. მათ შორის მწვავე დაპირისპირებაა. დაძაბულობა მდიდარ და საშუალო ფენის წარმომადგენლებს შორის, მკვლელობის მოტივი ხდება.

Netflix-ის სერიალი ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ამ ეტაპზე სამი სეზონით, თითოეულში რვა ეპიზოდია, IMDB კი 7.6-ს შეადგენს.

“სახეცვლილი ნახშირბადი / Altered Carbon” – კრიმინალური, დეტექტივი, დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი, თრილერი

27-ე საუკუნეში შექმნილი ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, ადამიანის ცნობიერების შენახვა სამუდამოდ ხდება შესაძლებელი, რაც მას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სხეულში სამუდამოდ იცოცხლოს. ახალი ტექნოლოგიით სარგებლობა, ფინანსურად ძლიერი სოციალური ფენისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, ქრისტიანი კათოლიკეების სახით.

Netflix-ის სერიალი ეკრანზე 2018 წელს გამოვიდა. პირველ სეზონში 10, ხოლო მეორეში 8 სერიაა. სერიალის IMDB 8.1-ს შეადგენს.

“მისტერ რობოტი / MR. ROBOT” – კრიმინალური, დრამა, მისტიკა, დეტექტივი

სიუჟეტი ახალგაზრდა პროგრამისტის ირგვლივ ვითარდება. ელიოტი პიროვნების დისოციალური აშლილობით იტანჯება. პროფესიის წყალობით ის საიდუმლო ორგანიზაციის გავლენის ქვეშ მოექცევა, რომელსაც გავლენიანი ამერიკული კორპორაციების განადგურება აქვს მიზნად დასახული.

USA Network-ის სერიალი ეკრანზე 2018 წელს გამოჩნდა. ოთხი სეზონისგან შემდგარ სერიალში, ეპიზოდების რაოდენობა 8-დან 12 სერიამდეა. IMDB შეადგენს 8.5-ს.

“ტერორი / The Terror” – დრამა, დეტექტივი, საშინელებათა, ისტორიული, თრილერი, სათავგადასავლო

კანადის სანაპიროზე, ჩრდილო-დასავლეთ არხის საპოვნელად გამგზავრებული ექსპედიცია, მკვლევრის სერ ჯონ ფრანკლინის მეთაურობით, ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში იკარგება. მათი სამძებრო ოპერაციები ათობით წლები გრძელდებოდა, თუმცა დღემდე ბუნდოვანია.

AMC-ის სერიალი ეკრანზე 2018 წელს გამოვიდა. ორი სეზონში, 10-10 ეპიზოდით. IMDB შეადგენს 8-ს.

“კარნავალ როუ / Carnival Row” – ფენტეზი, საშინელებათა, მისტიკა, დეტექტივი

ქალაქი, რომელიც მისტიური არსებებით, ფერიებით და ადამიანებითაა დასახლებული, მკვლელობების სერიის მთავარი ლოკაცია გახდება. ფერიების რიცხვის შემცირების მიზნით დაწყებული მკვლელობების საქმეს, პოლიციის დეტექტივი თვითონ ხდება მთავარი ეჭვმიტანილი, რომელიც მისთვის დამატებითი მოტივაციის საგანია – დანაშაულის გახსნასთან ერთად, მას საკუთარი რეპუტაციის აღდგენაზე ზრუნვაც უწევს.

Amazon-ის სერიალი ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სეზონით, რომელშიც 8 ეპიზოდია. სერიალის IMDB 7.9-ს შეადგენს.

“ჭაობის არსება / Swamp Thing” – დრამა, საშინელებათა, მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა, დეტექტივი

ლუიზიანას პატარა ქალაქში მძვინვარე ვირუსს, მკვლევარი ები არკენი იკვლევს. მკვლევარი აღმოაჩენს, რომ ამ საიდუმლო საფრთხის უკან, კიდევ უფრო დიდი საიდუმლო და საშიშროება იმალება. მისი გამოაშკარავების შემდეგ კი, ყველა ადამიანის უსაფრთხობა ირღვევა.

DC Univerce-ს სერიალი ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა. პირველი სეზონი მხოლოდ 10 ეპიზოდისგან შედგება, IMDB 7.6-ია.

“კოლატერალი / Collateral” – დრამა, კრიმინალური, დეტექტივი, თრილერი, მისტიკა

პიცის დამტარებლის შემთხვევითი მკვლელობა, დიდი გამოძიების მიზეზი ხდება, რომელსაც სათავეში გამჭრიახი დეტექტივი უდგება. გამოძიება სამხრეთ ლონდონის მაღალ ეშელონებში შეაღწევს, სადაც კონსპირაციული გეგმები ინახება.

BBC Two-ს სერიალი 2018 წელს გამოვიდა, რომელიც მხოლოდ ერთი სეზონისგან შედგება და ოთხი ეპიზოდი აქვს. IMDB 7.5-ია.

“უდანაშაულონი / The Innocents” – დეტექტივი, დრამა, საშინელებათა, თრილერი, მისტიკა

ფილმის მთავარი გმირები, თინეიჯერი ჯუნი და მისი შეყვარებული მკაცრი მშობლებისგან გაპარვას ცდილობენ, რათა ერთად ყოფნაში ხელი არავინ შეუშალოთ. თუმცა ჯუნის მამა, მის გაკონტროლებას ტყუილად არ ცდილობს. ჯუნი მაქციაა, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცის და შესაბამისად არც თავისი უნარების კონტროლი შეუძლია.

Netflix-ის სერიალი 2018 წელს გამოვიდა და 8 ეპიზოდისგან შემდგარი ერთი სეზონისგან შედგება. IMDB 7.8-ს შეადგენს.

“უდანაშაულოს გამოცდა / Ordeal by Innocence” – კრიმინალური, დრამა, დეტექტივი, თრილერი, მისტიკა

1954 წელს, ცნობილი ქველმოქმედის ცოლს საკუთარ სახლში გარდაცვლილს იპოვნიან, რომლის მკვლელობაშიც მის შვილობილს ადანაშაულებენ, რომელიც ამტკიცებს რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

BBC One-ს სამ ეპიზოდიანი სერიალი, ეკრანზე 2018 წელს გამოვიდა. მისი IMDB 7.3-ს შეადგენს.

უყურეთ ფილმებს Movie.Ge-ზე ქართულად, მრავალხმიანი საუკეთესო გახმოვანებით