მაიკლ ნიკოლსის საშნელებათა ჟანრის ფილმი “მგელი”

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

„მგელი“  – რეჟისორ მაიკლ ნიკოლსის საშნელებათა ჟანრის ფილმი, თრილერის და დრამის ელემენტებით. ფილმის პრემიერა შედგა 1994 წლის 17 ივნისს.

როლებში: ჯეკ ნიკოლსონი, მიშელ პფაიჯერი, ჯეიმს სპეიდერი, ქეით ნელიგანი, რიჩარდ ჯენკინსი, კრისტოფერ პლამერი და სხვები.

მანიაკი, დემონი, კლოუნი…. და როცა ასაკით თითქმის ნახევარ საუკუნეს მიუკაკუნა, ვინ არ იყო ჯერ კიდევ ამ დროისთვის ჯეკ ნიკოლსონი? ნუ თავისთავად ცხადია მაქცია. სულ მალე მიეცა ამის შესაძლებლობაც. მისმა მეგობარმა, რეჟისორმა მაიკლ ნიკოლსმა, რომლის ფილმებშც ის ახალგაზრდობიდან თამაშობდა, როგორც იქნა მიიღო ნებართვა, გადაეღო ფილმი, რომლის გადაღებაზეც ის და ჯეკი 12 წელი ოცნებობდნენ. ფილმი ეხება გამომცემელ უილ რენდალს, რომელსაც უკბინა მგელმა და ამ ნაკბენის შემდეგ მასში გაიღვიძა მხეცმა. თავისთავად ცხადია, ნიკოლსონი აღფრთოვანდა: „კიდევ როდის მომეცემა საშუალება, ამომივიდეს ბალანი, გამეზარდოს ეშვები და შევყმუვლო მთვარეს?“. შარლოტას როლზე მია ფეროუ დაამტკიცეს, მაგრამ სტუდიამ უარი განაცხადა მასთან თანამშრომლობაზე, მიზეზი გახლდათ, მისი სკანდალური განქორწინება ვუდი ალენთან. შერონ სთოუნმა უარი განაცხადა ლაურას როლზე და ის მშვენიერ მიშელ პფაიფერს ერგო. სწორედ ეს იყო აღტაცების მეორე ტალღა ნიკოლსონისთვის, რადგან, მგლის შეყვარებულის როლზე მისი ერთ-ერთი საყვარელი პარტნიორი ქალი დაამტკიცეს. ფილმი „მგელი“ მეორე, ერთობლივი ფილმია ნიკოლსონისთვის და პფაიფერისთვის, მათ ერთად „ისთვიქელ ალქაჯებში“ ითამაშეს.

თავის მემუარებში კრისტოფერ პლამერი იხსენებს, რომ ის, ისე რეალურად შევიდა ხასიათში, რომ ნამდვილად გააწნა სილა პფაიფერს.

თავის მხრივ, ამ ფილმში თამაშის დროს პფაიფერმა მოასწრო, ეშვილა ახლადაბადებული გოგონა, დანიშნულიყო და გათხოვილიყო კიდეც.

ფილმის გამოსვლა გადაიდო ნახევარი წლით, რადგან აუდიტორიას არ მოეწონა პირველადი ფინალი და მისი თავიდან გადაღება გახდა საჭირო.

მუსიკა ამ ფილმისთვის გენიალურ ენიო მორიკონეს ეკუთვნის.

ფილმის ბიუჯეტი იყო 70 000 000 დოლარი, ხოლო მოგებამ შეადგინა 131 000 000 დოლარი.

ვისაც გიყვართ ეს ჟანრი, გირჩევთ ნახოთ ფილმი Movie.Ge-ზე, მერწმუნეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.