Dune – გახმაურებული ეკრანიზაციის პირველი კადრები

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“სამეფო კარის თამაშებისა” და “ვარსკვლავურ ომებამდე” იყო “დიუნი” – 1965 წელს ფრენკ ჰერბეტის მიერ შექმნილი სამეცნიერო ფანტასტიკის ჯანრის საკულტო რომანი. “ესაა წიგნი პოლ მუად დიბზე, ცოცხალ წმინდანზე, ვინც მართავს ეტლს, რომელშიც რელიგია და პოლიტიკა ერთად სხედან; ბიჭზე, ვინც კაცივით ლაპარაკობს, რომელმაც უდაბნოში იმოგზაურა და წყლები იხილა, მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება. ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი. ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავლის კვალდაკვალ.” გახმაურებული რომანის ეკრანიზაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლიდან ვრცელდებოდა, თუმცა დამადასტურებელი საბუთი ამ დრომდე არ იყო გავრცელებული. ახლა კი ოფიციალური დეტალები გახდა ცნობილი და 2020 წლის 18 დეკემბერს “დიუნის” ეკრანიზაციას ვიხილავთ. ფილმის რეჟისორი Blade Runner 2049-ისა და Arrival-ის შექმნელი, ოსკარის ნომინანტი დენის ვილნიოვია. პოლ მუადის (ატრეიდის) როლი კი 24 წლის ამერიკელ მსახიობს, ტიმოთი შალამს, ხვდა წილად. მასთან ერთად კი ფილმში ისეთ ცნობილ სახეებს ვიხილავთ, როგორებიც არიან: Zendaya, ჯეისონ მომოა, რებეკა ფერგიუსონი და სხვა. ფილმის მუსიკალურ ნაწილზე კი ლეგენდალური კომპოზიტორი, ჰანს ციმერი, იზრუნებს.

ფილმის გადაღებები 2019 წლის ზაფხულში, იორდანიის სამხრეთ ნაწილში დაიწყო.

ეს ყველაფერი ნამდვილად სურეალისტური იყო, გოლიათური ლანდშაფტები, რომელთა წარმოდგენაც შესძლებელია სადღაც ჩვენს სამყაროში, მაგრამ არა აქ – დედამიწაზე” – ტიმოთი შალამი სწორედ ასე იხსნებს უსასრულო ქვიშიან უდაბნოსა და კანიონებს, რომელიც უდაბნო-პლანეტის, არაკისის, ლოკაციად არის შერჩეული. ადამიანები კი არაკისზე უცხო პლანეტელები არიან.

ატრეიდების სახლი.

თუმცა,როგორც აღმოჩნდა რეჟისორი ფილმის ადაპტირებისათვის მხოლოდ ერთი ფილმის გადაღებას არ გეგმავს, რადგან სამყარო, რომელიც რომანშია აღწერილი საკმაოდ კომპლექსურია და მისი ნამდვილი ძალაუფლება დეტალებშია.

რებეკა ფერგიუსონი ლეიდი ჯესიკა ატრეიდის როლში.
ოსკარ ისააკი ჰერცოგი ლეტო ატრეიდის როლში.
ჯეისონ მომოა დუნკან აიდაჰოს როლში.
Zendaya ჩანის როლში.

შეგახსენებთ, რომ ფილმის ოფიციალური პრემიერა 2020 წლის 18 დეკემბერს იგეგმება.

მასალის ავტორი: დეა კოლოტაური.