Marvel-ის ქრონოლოგია. რა თანმიმდევრობით ვუყუროთ შურისმაძიებლებს

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

დავჯდეთ და ახლიდან ვუყუროთ Marvel-ის ყვეალ ფილმს ახლიდან – ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა. ამას კი საკმაოდ დიდი დროით რესურსის უნდა, მაგრამ ჩვენ მაინც გთავაზობთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აწყობილ ჩამონათვალს.

1. კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი

აღწერა:
მეორე მსოფლიო ომის მოსაგებად ამერიკელები ბრუკლინელ, ფიზიკურად სუსტ სტივ როჯერსს სუპერ-ჯარისკაც კაპიტან ამერიკად გადააქცევენ. როჯერმა ადოლფ ჰიტლერის იარაღების მმართველი, სასტიკი წითელი ჩონჩხი უნდა შეაჩეროს.

ფილმის ლინკი: კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი

2. აგენტი კარტერი

აღწერა:
1946 წელი, ომის შემდგომი ამერიკა. პეგი კარტერი თავს გრძნობს ზედმეტად, ის მთელ დღეებს უინტერესო დოკუმენტების გადარჩევაში ატარებს. ყველაფერი იცვლება, როდესაც მას მიმართავს ძველი ნაცნობი ჰოვარდ სტარკი, რომელიც სთხოვს ბოროტმოქმედთა პოვნას.

ფილმის ლინკი: აგენტი კარტერი

3. კაპიტანი მარველი

აღწერა:
“ქეროლ დენვერსი სამყაროს ერთ-ერთი უძლიერესი გმირი ხდება, როდესაც დედამიწა ორ უცხოპლანეტურ რასას შორის ომის ქარ-ცეცხლში ეხვევა

ფილმის ლინკი: კაპიტანი მარველი

4. რკინის კაცი

აღწერა:
გამტაცებლებისგან იმპროვიზირებული ჯავშანის საშუალებით თავის დაღწევის შემდეგ, უმდიდრესი გამომგონებელი და იარაღის შემქმნელი, თავის გამოგონებას კრიმინალთან ბრძოლის სამსახურში იყენებს.

ფილმის ლინკი: რკინის კაცი

5. რკინის კაცი 2

აღწერა:
ახლა, როდესაც მისი სუპერ ძალის საიდუმლო უკვე ყველასთვის ცნობილია, ტონი სტარკის ცხოვრება ისეთი დაძაბულია როგორც არასდროს. ყველას აინტერესებს რკინის კაცის ტექნოლოგია, ძალაუფლებისა და სარგებელის მოსაპოვებლად.

ფილმის ლინკი: რკინის კაცი 2

6. შესანიშნავი ჰალკი

აღწერა:
მეცნიერი ბრიუს ბანერის შესახებ არავინ არაფერი იცის, ის მისი უკონტროლო მძვინვარე ძალის ჰალკისთვის ვაქცინას ეძებს. როდესაც სამხედრო პირები ცდილობენ გამოიყენონ მისი ძალა და დააბრუნონ ცივილიზაციაში, ბრიუს ბანერი მის ყველაზე ძლიერ მტერს გადააწყდება

ფილმის ლინკი: შესანიშნავი ჰალკი

7. თორი

აღწერა:
მამამისის ნების საწინააღმდეგოდ, ძლევამოსილი მებრძოლი – თორი, უძველეს ომს ხელახლა გააჩაღებს. სასჯელის სახით მას დედამიწაზე გააგზავნიან, სადაც ადამიანებთან ერთად უნდა იცხოვროს. აქ ის ხვდება, რას ნიშნავს იყო ნამდვილი გმირი.

ფილმის ლინკი: თორი

8. შურისმაძიებლები

აღწერა:
როდესაც დედამიწას მოულოდნელი საფრთხე დაემუქრება, გლობალური უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის, S.H.I.E.L.D, დირექტორი ნიკ ფური გადაწყვეტს სუპერგმირების გუნდი შეკრიბოს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა.

ფილმის ლინკი: შურისმაძიებლები

9. შილდის აგენტები

აღწერა:
გამოგონებული ორგანიზაცია “შილდი”, რომელიც ებრძვის დანაშაულს, სერიალში მოქმედება შურისმაძიებლებში განვითარებული მოვლენების შემდგომ პერიოდს მოიცავს.

ფილმის ლინკი: შილდის აგენტები

10. რკინის კაცი 3

აღწერა:
როდესაც სტარკის თვალწინ სამწრო, უცნობი ბოროტმოქმედის წყალობით ინგრევა , მისი ერთადერთი სურვილია მოძებნოს და გაანადგუროს ის.

ფილმის ლინკი: რკინის კაცი 3

11. თორი 2: ბნელი სამყარო

აღწერა:
თორმა შეძლო აღედგინა დამცავი ბარიერი, მაგრამ ძველი რასა, ბოროტი ელფების, რომლებსაც მალეკიტი ხელმძღვანელობს ცდილობს მთელი სამყარო ხელში ჩაიგდოს.

ფილმის ლინკი: თორი 2: ბნელი სამყარო

12. კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი

აღწერა:
ნიუ-ორკის ამბების შემდეგ სტივ როჯერსი ცდილობს შეეჩვიოს ახალ სამყაროს და წყნარად ცხოვრობს ვაშინგტონში. მაგრამ როცა კორპორაცია S.H.I.L.D-ზე განახორციელდება თავდასხმა, როჯერსი გაიხლართება ინტრიგების ქსელში, რომელიც მთელ სამყაროს განადგურებით ემუქრება.

ფილმის ლინკი: კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი

13. გალაქტიკის მცველები

აღწერა:
ამერიკელი პილოტი ჩაითრიეს გალაქტიკათშორისო კონფლიქტში. იგი გაიქცა ფუტურისტ პატიმართა ჯგუფთან ერთად, რომლებსაც ისეთი რაღაც აქვთ, რაზეც ყველა ნადირობს.

ფილმის ლინკი: გალაქტიკის მცველები

14. გალაქტიკის მცველები. ნაწილი 2

აღწერა:
გმირები ჩვეულ რიტმს არ ღალატობენ: ეხვევიან გაუგებარ სიტუაციებში და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე პოულობენ გამოსავალს. ამჯერად მათ ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევთ. მათ უნდა გაიგონ, თუ ვინ არის პიტერ ქვილის მამა.

ფილმის ლინკი: გალაქტიკის მცველები. ნაწილი 2

15. შურისმაძიებლები: ალტრონის ერა

აღწერა:
სიქველის სიუჟეტის მოვლენები დატრიალდება ახალი საერთო პრობლემის გარშემო – ალტრონის სახით – ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იყო შექმნილი დედამიწის მოსახლეობის დასაცავად. მიუხედავად თავისი დანიშნულებისა, კაცობრიობის ყველაზე მთავარი საფრთხე ის აღმოჩნდება.

ფილმის ლინკი: შურისმაძიებლები: ალტრონის ერა



გაგრძელება იხილეთ ლინკზე: Marvel-ის ქრონოლოგია

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: გელა კოჩიევი

გაუზიარე მეგობრებს!