საუკეთესო ფილმები პატრიოტული სულისკვეთების შესახებ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

პატრიოტული სულისკვეთება, თუნდაც სულ მცირე დოზით მაინც, მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს. გამონაკლისი არც საქართველო და ქართველი ხალხია. პირიქით, ისტორიის განმავლობაში ჩვენს გულებში მუდამ ენთო პატრიოტიზმის ცეცხლი. ამის ერთ-ერთი ნათელი დასტური 9 აპრილი და ჩვენი მოქალაქეების ნამდვილი გმირობაა, ამის გამოც დღეს გვსურს სწორედ პატრიოტული თემატიკის ფილმები შემოგთავაზოთ.

დღეს, 9 აპრილს, ამ განსაკუთრებულ დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ ფილმები პატრიოტულ სულისკვეთებაზე.

გეტისბურგი” (1993)

ფილმი გეტისბურგში შეჯახებული ორი ძალიან დიდი არმიის და მათი სამ დღიანი დაუნდობელი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის სიუჟეტი 1863 წელს ვითარდება და მასში კარგად ჩანს როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკული შენაერთების სულისკვეთება და პატრიოტიზმი. ფილმი ძალიან კარგადაა ნაჩვენები ტრიუმფითა და მარცხით აღსავსე ამერიკის ისტორია.

ჯარისკაცის მამა” (1965)

ფილმი რომელიც თითოეული ქართველის გულთან ძალიან ახლოსაა. “ჯარისკაცის მამა” კახელ გლეხზე, გიორგი მახარაშვილზე მოგვითხრობს რომელიც ფრონტზე შვილის სანახავად მიემართება და საბოლოოდ ფრონტის წინა ხაზზეც აღმოჩნდება. საკუთარი სიმამაცით გიორგი ჯარის ხელმძღვანელებს დაარწმუნებს რომ ახალგაზრდებს არაფრით ჩამოუვარდება და გერმანელებთან მედგრად ბრძოლა მასაც შეუძლია.

გადარჩენილი” (2013)

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და 2005 წელს ავღანეთში განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ მოგვითხრობს რომელიც სრული კრახით დამთავრდა. ფილმში კარგად ჩანს როგორც გადარჩენილი სპეცოპერაციის მონაწილეების, აგრეთვე ადგილობრივების თავდაუზოგავი შრომა და თავგანწირვა საკუთარი ფასეულობების დასაცავად.

პატრიოტი” (2000)

ფილმის სიუჟეტი ბენჟამინ მარტინის გარშემო ვითარდება. ბენჟამინი მონაწილეობდა ინდიელებსა და ფრანგებს შორის რამოდენიმე დაპირისპირებაში, თუმცა ამაზე უარი თქვა და უბრალო ფერმერობა არ არჩია. საუბედუროდ, მას საკუთარი შვილის გამო კიდევ ერთხელ უწევს ომში ჩაბმა.

300 სპარტელი” (2018)

თანამედროვე ისტორიებიდან ამჯერად უფრო შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ. ფილმის სიუჟეტი ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს ვითარდება და თერმოპილესთან გამართული დიდებული ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს სადაც 300 სპარტელი აურაცხელი რაოდენობის მტერს დიდი ხნის განმავლობაში უმკლავდებოდა. დაგვერწმუნეთ, თუ პატრიოტიზმის და სამშობლოს გამო თავგანწირვის ხილვა გსურთ, ეს ფილმი ძალიან სწორი არჩევანია.

უკანასკნელი მოჰიკანი” (1992)

კიდევ ერთი ფილმი ინდიელებისა და კოლონიზატორების დაპირისპირების შესახებ. ფილმში წინა პლანზე წამოჭრილია როგორც ადგილობრივი ინდიელების, ასევე ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცების თავგანწირვა და ამასთან ერთად, ისეთი დიდი ადამიანური ფასეულობა როგორიც მომაკვდავი მტრის დახმარებაა.

მცველები და მკვლელობა” (2009)

ფილმში მოქმედება 1905 წელს ვითარდება. რევოლუციონერი სუნ იატ-სენი ჰონკონგში ჩადის და ქინგის დინასტიის დამხობას გეგმავს. “დასავლური” ფილმების შემდგომ აღმოსავლური კულტურის და პატრიოტიზმის დავიწყება უბრალოდ არ შეიძლება.

რკინის ლედი” (2011)

საბოლოოდ, სია 2011 წლის ფილმით დავხუროთ რომელიც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის და მისი რეფორმების შესახებ მოგვითხრობს. ომების და გადატრიალებების შემდეგ პატრიოტული კუთხით სახელმწიფოს მმართველების დანახვაც მეტად საინტერესო უნდა იყოს.

საბოლოო ჯამში, სია სრული არ არის და ყველა ღირსშესანიშნავი ფილმის მასში მოთავსება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ამასთან ერთად, მასში მხოლოდ ის ფილმებია შესულები რომელთა ნახვაც ქართულად შეგიძლიათ.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე