რომანტიკული-კომედიები, რომელთა ნახვაც სიყვარულს მოგანდომებთ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

ვის არ უყვარს რომანტიკული კომედიების ყურება, რომლებიც გულს გვითბობს და ხშირად გვანდომებს ჩვენს მარტოობას წერტილი დავუსვათ. ალბათ ყველას გვიფიქრია იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ან ყოფილიყო რომანტიკული კომედიის ჩვენი ცხოვრებისეული ვერსია – იქნებ გაგვეცნო პრინცი, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გვაქვს ან მოულოდნელად შევხვედროდით ჩვენს ვარსკვლავურ სიყვარულს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ტელევიზორსა და ინტერნეტსივრცეში ვადევნებდით თვალს, და აი ბედის ირონიის წყალობით მასაც სიგიჟემდე ვუყვარდებით. სცენარების მოფიქრება დაუსრულებლად შეიძლება! არსებებონ ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ,  სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურონ, იწამონ სასწაულების და სჯეროდეთ, რომ ყველაფერი ცუდი აუცილებლად უკან დარჩება,  ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ისინი უპირატესობას სწორედ რომანტიკული კომედიის ჟანრს ანიჭებენ და მზად არიან უსასრულოდ უყურონ სიყვარულის ზღაპრულ ისტორიებს.  მიუხედავად იმისა, ამ ჟანრის ფილმების დასასრულის გამოცნობა ძალიან მარტივია და თავისუფლად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ რა ბედი ეწევათ პერსონაჟებს, შინაარსობრივი სიმსუბუქე და სიმარტივე ნამდვილად იზიდავს მაყურებელს. თუ თქვენ ამ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, გთავაზობთ  რომანტიკულკომედიებს, რომლებიც გულს გაგითბობთ და სიყვარულს ძალიან, ძალიან მოგანდომებთ.

About Time/დროის შესახებ

როდესაც ტიმი 21 წლის ხდება, მამა საიდუმლოს გაუმხელს, რომელიც მის მთელ ცხოვრებას ცვლის : მას დროში მოგზაურობა შეუძლია. თუმცა ამ ზებუნებრივ ძალას ისტორიის შესაცვლელად ვერ გამოიყენებს, შეუძლია თავისი ცხოვრება გააუმჯობესოს, დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და საოცნებო გოგონების გული მოიგოს. მაგრამ ტიმი ხვდება, რომ ამ არაორდინალური შესაძლებლობის მიუხედავად ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული პრობლემებისაგან ვერც საკუთარ თავს დაიცავს და ვერც მის საყვარელ ადამიანებს.

https://movie.ge/movie/MTIyOTA2

Notting Hill/ნოთინგ ჰილი

ნოთინგ ჰილი“ რომანტიკული კომედის ნამდვილი შედევრია. უილიამი, ბრიტანელი წიგნების გამყიდველი, შემთხვევით შეხვდება მაღალი კლასის ამერიკელ მსახიობს, ანა სკოტს, და მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდებათ. თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა, მათ ურთიერთობას ბევრ პრობლემასა და სოციალური სტატუსების დისბალანსთან უწევთ გამკლავება.

https://movie.ge/movie/NTA5

How To Lose a Guy in 10 Days/როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში

ბენჟამინი და ენდი ერთმანეთს ირჩევენ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, თუმცა მათი მიზნები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. ბენჟამინმა ნიძლავი დადო, რომ აუცილებლად შეძლებს 10 დღეში ქალს თავი შეაყვაროს, მაგრამ ქალი, რომელიც ნიძლავის შესასრულებლად ამოირჩია ჟურნალისტია, რომელსაც სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებს და მუშაობს სტატიაზე „თუ როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“

https://movie.ge/movie/OTkxOQ

Love, Rosie/სიყვარულით, როზი

როზი და ალექსი ბავშვობის მეგობრები არიან და საკუთარი ურთიერთობის სიყვარულად გარდაქმნა წარმოუდგენლად მიაჩნიათ. თუმცა, როდესაც  განსხვავებული მიმართულებით იწყებენ სიარულს, ხვდებიან, რომ ისინი ერთმანეთის არიან შექმნილნი.

https://movie.ge/movie/MjAwNzI3

The Princess Switch/პრინცესას შეცვლა

წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა მცხობელი ხართ ჩიკაგოდან, შობამდე მხოლოდ ერთი კვირა რჩება და ბელგრავიაში ყოფნის დროს აღმოაჩენთ, რომ საოცრად ჰგავხართ ადგილობრივ ჰერცოგინიას, ისე რომ ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელია. ეს ნამდვილი სასწაულია! პრინცესა მარგარეტი და ჩიკაგოს ჩვეულებრივი მცხოვრები სტეისი გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ და გაიგონ როგორია ცხოვრება სრულიად განსხვავებულ სამყაროში.  თუმცა ამ ექსპერიმენტის დროს  გაუთვალისწინებელი შემთხვევები ორივე მათგანს დაატყდება თავს.

https://movie.ge/movie/NTU2ODAz

Crazy, Stupid Love/გიჟური, სულელური სიყვარული

კალ ვივერი შუახნის გულგატეხილი მამაკაცია, რომელსაც ცოლი განქორწინებას მოსთხოვს. თუმცა იმისათვის, რომ დანკარგს გაუმკლავდეს მისი ახალი მეგობრის, ჯეიკობის, დაჟინებული მოთხოვნით ის გოგონებთან შეხვედრასა და მათ ბარში დაპატიჟებას იწყებს.

https://movie.ge/movie/NTA2NDY

Isn’t It Romantic?/განა ეს რომანტიკული არ არის?

ნატალი არქიტექტორია, რომელიც ბევრს შრომობს, რათა საკუთარ საქმეში წარმატებას მიაღწიოს. იგივე სიყვარულის მიმართ ყოველთვის ცინიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ნატალის ყველაზე საშინელი კოშმარი სინამდვილედ იქცევა, როდესაც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საკუთარი რეალური ცხოვრების რომენტიკულ კომედიაში მთავარ როლს ასრულებს.

https://movie.ge/movie/4VQJ6auw

Crazy Rich Asians/საშინლად მდიდარი აზიელები

რეიჩელი პროფესორია, რომელიც ნიკს ხვდება, ბიჭს, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. თუმცა მაშინ როდესაც ნიკის ოჯახის გაცნობის დრო დგება, ირკვევა,რომ იგი სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის წარმომადგენელია. 

https://movie.ge/movie/NDU1MjA3

Failure To Launch/სიყვარული და სხვა უსიამოვნებები

პაულა ტრიპის მშობლების მიერ არის დაქირავებული, რათა ტრიპი როგორმე სახლიდან გამოიყვანოს. ტრიპის მშობლებს სჯერათ, რომ მათ შვისლს ეს ლამაზი და ნიჭიერი გოგონა შეუყვარდება,  როგორმე მშობლიურ სახლს დატოვებს და საკუთარ ოჯახსაც შექმნის. მაგრამ პაულა მალევე აანალიზებს, რომ ტრიპი ყველა მისი კლიენტისაგან სრულიად განსხვავებულია.

https://movie.ge/movie/Njg3Nw

Sleeping With Other People/სიყვარული ვალდებულებების გარეშე

ერთი ღამის ურთიერთობიდან 12 წლის შემდეგ ჯეიკი და ლეინი ერთმანეთს მოულოდნელად შეხვდებიან. ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ პლატონური ურთიერთობა ურთიერთობა, მათი მიზიდულობისა და წარსულში რომანტიკული ურთიერთობის მიუხედავად.

https://movie.ge/movie/Mjg4MDM2

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე.

მასალის ავტორი: დეა კოლოტაური.