10 სიგიჟე რაც მსახიობებმა როლისათვის გააკეთეს

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ნებისმიერი კინომანისათვის უბრალოდ შეუდარებელია ის გრძნობა რომელიც დიდებულად მორგებული როლის თუ ძალიან კარგი შესრულების შემდეგ ეუფლება, თუმცა ცოტამ თუ იცის თუ რაოდენ დიდი შრომის გაღება უწევთ საამისოდ მსახიობებს. იმისთვის რომ როლი უკეთ მოირგონ ისინი ხშირად საკუთარ ცხოვრებას წყდებიან და მთლიანად როლზე კონცენტრირდებიან.

წარმოგიდგენთ 10 მსახიობს რომლებმაც როლის უკეთ მოსარგებად ყველაფერი გაიღეს და ნამდვილ სიგიჟეზეც კი არ თქვეს უარი.

მარგო რობი – “მე, ტონია

ცნობილი მოციგურავის, ტონია ჰარდინგის როლის მოსარგებად მარგო რობის პირველ რიგში ყინულთან უკეთ შეგუება მოუწია. საამისოდ ის 5 თვის განმავლობაში, კვირაში 5 დღე, დღეში 4 საათი ვარჯიშობდა. ამის გამო მას შობისა და საკუთარი ქორწილის წინა დღის საციგურაო მოედანზე გატარებაც კი მოუწია.

ხოაკინ ფენიქსი – “ჯოკერი

ჯოკერის როლის მოსარგებად, რომლის წყალობითაც ხოაკინ ფენიქსმა ოსკარიც დაიმსახურა, მსახიობს საკმაოდ დიდი თავგანწირვა დასჭირდა. მან დაახლოებით 24 კილოგრამი დაიკლო. როგორც შემდგომში მსახიობმა განაცხადა, ძალიან მოკლე დროში ამხელა წონის დაკარგვამ მის ფსიქოლოგიაზეც იმოქმედა რამაც ფსიქოპატის როლის მორგება გაუადვილა.

დანიელ რედკლიფი – “ჯუნგლები

დანიელ რედკლიფი მთავარ როლს ასრულებს ბიოგრაფიულ დრამაში რომელიც ამაზონის ჯუნგლებში გადარჩენილებზე მოგვითხრობს. როლის უკეთ მოსარგებად დანიელმა წონის დაკლება გადაწყვიტა და საამისოდ მთელი ორი დღის განმავლობაში საერთოდ არაფერს ჭამდა.

კუმაილ ნანჯიანი – “მარადიულები”

საიმისოდ რომ კუმაილს მარველის “მარადიულებში” მიეღო მონაწილეობა მას საკუთარი სხეულის წარმოუდგენლად ტრანსფორმირება მოუწია. საამისოდ ის იცავდა დიეტას და ამასთან ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვარჯიშობდა.

ჰენრი კავილი – “მხედვარი

მსახიობს სერიალ “მხედვარის” გადაღებების დროს მუდმივად უწევდა სხეულის ჰიდრირება, რათა კუნთები უფრი მეტად გამოკვეთილიყო. გადაღებების დაწყებამდე 4 დღით ადრე ჰენრი 1.5 ლიტრ წყალს სვამდა, თუმცა მომდევნო დღეს მხოლოდ 0.5. უშუალოდ გადაღებების დროს მსახიობს წყლის მიღებაზე საერთოდ უარის თქმა უწევდა.

ჯორჯ მაკაი – “კაპიტანი ფანტასტიკა

ფილმში მსახიობს რამოდენიმე სცენარი იოგას პოზების გაკეთება უწევს, საამისოდ კი ჯორჯი დღეში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში კავდებოდა იოგას ვარჯიშებით.

ზენდაია – “დიდებული შოუმენი

ფილმის რეჟისორს სურდა გადაღებებზე ზენდაიას დუბლიორს რაც შეიძლება ნაკლებად როლი, ამიტომაც ზენდაიამ ვარჯიში ფილმის გადაღებებამდე 4 თვით ადრე დაიწყო. ფილმში მსახიობი რამოდენიმე ოსტატურ მოძრაობას თავად ასრულებს.

ემილ ჰერში – “ველურ პირობებში

მას შემდეგ რაც მსახიობი ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მას ჯამში 70 კილოგრამის დაკლება მოუწია. თავდაპირველად მან 12 კილომდე დაიკლო, ხოლო ფილმი ფინალური ნაწილის გადასაღებად კიდევ 55 კილოზე მეტის დაკლება მოუწია.

ტომ კრუზი – “შეუსრულებელი მისია 6: მემკვიდრეობა

ტომ კრუზი ცნობილია იმით რომ ფილმებში წარმოუდგენელ დუბლებს დუბლიორების დამხარების გარეშე ასრულებს, თუმცა ის რაც მან “შეუსრულებელი მისიის” მეექვსე ნაწილში ჩაიდინა, ნამდვილი სიგიჟეა. ის ძალიან დიდი სიმაღლიდან გადმოხტა და სამხედრო დაშვებაც შეასრულა. მანამდე ეს ფილმისთვის არც ერთ მსახიობს არ გაუკეთებია. ერთადერთი ქვეყანა რომელმაც ტომს ამის გაკეთება დართო არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყო, ამიტომაც დუბლი სწორედ ამ ქვეყანაშია ჩაწერილი.

მიშელ უილიამსი და რაიან გოსლინგი – “საბრალო ვალენტინი

ფილმში მიშელი და რაიანი შეყვარებული წყვილის როლს თამაშობენ. იმისათვის რომ მათ სიახლოვე მეტად შეეგრძნოთ და უკეთესადაც განესახიერებინათ ეკრანზე, რეჟისორის დავალებით მსახიობები ერთი თვის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, მათ “შვილთან” ერთად.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!