ფილმები იდეალურად შესრულებული ძარცვის შესახებ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

ყველაფრის დეტალურად დაგეგმვა, ყოველი წამის წინასწარ გათვლა და მაქსიმალური ორგანიზება – ეს ის სამი კომპონენტია რასაც ხშირად ფილმებში წარმატებული ძარცვა მოჰყვება ხოლმე, თუმცა არსებობს კიდევ უფრო დიდებულად შესრულებული ძარცვები რომელთა ხილვაც განგაცვიფრებთ.

თუ “ქაღალდის სახლის” ახალი ეპიზოდების ლოდინმა დაგღალათ და მსგავსი თემატიკის ფილმს ეძებთ, ეს სია თქვენთვისაა.

ოუშენის თერთმეტი მეგობარი

სტივენ სპილბერგის გამორჩეული ნამუშევარი რომლის სიუჟეტიც დენი ოუშენის, ძალზედ ქარიზმატული ქურდის და დამნაშავის გარშემო ვითარდება. ის ციხიდან სულ 24 საათის გამოსულია თუმცა გაჩერებას არ აპირებს და ლას-ვეგასის კაზინოებიდან 150 მილიონი დოლარის გასატანად ემზადება.

ცოფიანი ძაღლები

კვენტინ ტარანტინოს ტიპური ნამუშევარი – არადინამიური სცენარი, ბევრი ამპარტავნება და კიდევ უფრო ბევრი ძალადობა. “ცოფიანი ძაღლები” ერთი შეხედვით იდეალურად დაგეგმილ ძარცვათა სერიაზე მოგვითხრობს რომელიც მოულოდნელად ფერხდება, ეს კი მხოლოდ ერთზე მიუთითებს – მძარცველებში ვიღაც პოლიციის ინფორმატიორია.

ბეიბი დრაივერი

ძველი შედევრებიდან შედარებით ახალი ნამუშევრისკენ გადმოვინაცვლოდ. როგორც წესი ძარცვის დროს ფილმებში ყველაზე მცირე ყურადღება მძღოლს ექცევა, არადა მას ერთ-ერთი საკვანძო როლი უკავია და რომ არა ის ყველაზე დიდებულად შესრულებული ძარცვაც კი კარგავს ფასს. განსხვავებული სურათია “ბეიბი დრაივერში” რომელიც ახალგაზრდა მძღოლის, ბეიბის შესახებ მოგვითხრობს.

ქურდების ქალაქი

ფილმი დაგ მაკრეის შესახებ მოგვითხრობს, ცნობილი ქურდის გამორჩეული ინტელექტუალური შესაძლებლობებით. დაგს საქმიდან გასვლა სურს თუმცა მანამ ის კლერ კისის გატაცებას გადაწყვეტს და მალე მასთან ურთიერთობასაც იჭერს რასაც საბოლოოდ ფედერალები მის კვალზე გამოჰყავს.

ფორსაჟი 5

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიან ფრენჩაიზს არასოდეს აკლდა უსწრაფესი მანქანები, ბევრი იარაღი და მოვლენების არეულობა თუმცა თუ იდეალურად შესრულებულ ძარცვაზე ვსაუბრობთ მაშინ მისი მეხუთე ნაწილი განსაკუთრებით გამოსარჩევია. ამჯერად ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი გმირები რიოში იმყოფებიან და ძალიან დიდი ფულის მოპარვას აპირებენ.

ძირითადი ეჭვმიტანილები

თუ ზედმეტად იდეალურად შესრულებულ დანაშაულზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს ფილმი სწორედ რომ პირველი კანდიდატია. თითქმის ყველა დანაშაულს ყავს ეჭვმიტანილი, მოწმე ან უბრალოდ გამვლელი ვინც დანაშაული დაინახა თუმცა როდესაც საქმე ამ ძარცვას ეხება ყველაფერი სხვანაირადაა. საქმე უბადლოდაა შესრულებული.

ბანქო, ფული და ორი ლულა

გაი რიჩის 1998 წლის ერთ-ერთი გამორჩეული კრიმინალური ფილმი. ფილმი სავსეა ბრიტანული იუმორით, ძალადობითა და დაუჯერებელი სცენებით. სიუჟეტი ოთხი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს რომლებიც პოკერში დიდ ფულს წააგებენ და ახლა იძულებულები არიან საშოვნელად ყველაფერი გააკეთონ.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე