მსახიობები რომელთა კარიერაც სულ ერთმა ცუდმა როლმა შეიწირა

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ალბათ საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს რომ პოპულარობა ძალიან რთული რამაა და ამის გამო ცნობილ ადამიანებს დიდი დისკომფორტიც ექმნებათ ხოლმე, თუმცა კიდევ უფრო ძნელია პოპულარობის მოხვეჭა, მათ შორის მსახიობებისათვის რადგან ხშირად მათ საამისოდ რამოდენიმე წარმატებული როლი სჭირდებათ. ყველაფერ ამის შემდეგ არსებობენ ისეთი მსახიობებიც რომლებიც ერთ დროს საქვეყნოდ პოპულარულები იყვნენ თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მათი კარიერა კი სულ ერთმა ცუდმა როლმა შეიწირა.

Mpedia წარმოგიდგენთ იმ მსახიობებს რომლებიც ერთ დროს საქვეყნოდ წარმატებულები და პოპულარულები იყვნენ თუმცა სულ ერთი შეცდომა, ერთი ცუდი როლი და მათი კარიერა დასამარდა.

დემი მური – როლი ფილმში “ჯარისკაცი ჯეინი

ძალიან ძნელია ისეთ მსახიობს როგორიც დემი მურია წარუმატებელი უწოდო, თუმცა ფაქტია რომ მისი კარიერა ფილმ “ჯარისკაცი ჯეინის” შემდეგ ისე არ განვითარდა როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

დემის კარიერა ძალიან კარგად დაიწყო. მას ფილმებმა “მოჩვენება” და “სტრიპტიზი” ძალიან დიდი წარმატება და რამოდენიმე სერიოზული ჯილდოც მოუტანა თუმცა “ჯარისკაცი ჯეინი“-ში შესრულებულმა როლმა მსახიობის იმედისმომცემ კარიერას წერტილი დაუსვა. ფილმი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, დემი კი წლის ყველაზე ცუდ მსახიობად დაასახელეს.

ქრის კლეინი – როლი ფილმში “როლერბოლი”

ახალგაზრდა, მომხიბვლელი ათლეტის კინო კარიერა ძალიან კარგად დაიწყო. მაყურებელმა ის ოზის როლში, ფილმიდან “ამერიკული ნამცხვარი” გაიცნო. ამის შემდეგ იყო ფილმის მეორე ნაწილი და ქრისმა შეიძლება უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა მალევე ახალგაზრდა მსახიობმა ფილმ “როლერბოლში” მიიღო მონაწილეობა რომელმაც კრიტიკოსებისგან საშინელი შეფასება და ძალიან ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. წარუმატებელმა როლმა ქრისის წარმატებულ კარიერას წერტილი დაუსვა.

ჯენიფერ ლოპესი – როლი ფილმში “ჯილი

კრიტიკოსებისა და უბრალო მაყურებლის შეფასებით ფილმი “ჯილი” ბენ აფლეკის კარიერაში ყველაზე ცუდი ნამუშევარია. მიუხედავად ამისა ბენმა შეძლო კარიერისა და რეპუტაციის აღდგენა, განსხვავებით ჯენიფერ ლოპესისა რომელსაც ნამდვილად ძალიან წარმატებული კარიერა აქვს, მაგრამ არა მსახიობის რანგში, არადა ამ ფილმამდე მან ფილმ “სელენასთვის” ოქროს გლობუსის ნომინაციაც კი მიიღო, თუმცა მომდევნო ფილმში მონაწილეობა უბრალოდ ძალიან არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა.

ფილმმა “ჯილი” არამარტო ჯენიფერ ლოპესის, არამედ მარტინ ბრესტის კარიერაც შეიწირა, არადა მისმა წინა ნამუშევარმა “ქალის სურნელი” ალ პაჩინოს ოსკარიც კი მოაპოვებინა.

ჯონ ტრავოლტა – როლი ფილმში “ბრძოლის ველი: დედამიწა”

კიდევ ერთი ძალიან ცნობილი მსახიობი რომლის კარიერას ისე არ გაგრძელდა როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ჯონ ტრავოლტას უდავოდ მრავალი დაუვიწყარო როლი აქვს შესრულებული, თუმცა 2000 წელს შესრულებულმა როლმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. ფილმის IMDb შეფასება 2.5-ია, ალბათ აქედანაც მარტივად მიხვდებით თუ რაოდენ ცუდი ფილმი გამოუვიდა ჯონს. მას შემდეგ რთულად თუ ნახავთ ტრავოლტას შესრულებით ისეთ როლს როგორიც მას შეეფერება.

ჯენიფელ ლავ ჰევიტი – როლი ფილმში “შეთავსების პრინციპებიდან გამომდინარე”

90-იანი წლებიდან მოყოლებული ჯენიფერმა საკმაოდ ბევრ ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება, თუმცა მათ შორის გამოსარჩევია “მე ვიცი რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულს” რომელმაც მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა. მსახიობის კარიერა 2013 წელს გამოსულმა ფილმმა დაასამარა რომელმაც ძალიან უარყოფითი შეფასებები მიიღო. მას შემდეგ ჯენიფერს თითქმის არაფერი ფასეული არ შეუქმნია და მხოლოდ მონაკვეთურ როლებს იღებს სატელევიზიო გადაცემებში.

ელიზაბეთ ბერკლი – როლი ფილმში “შოუს გოგონები

ფილმი “შოუს გოგონები” დიდ ეკრანებზე 1995 წელს გამოჩნდა და ძალიან უარყოფითი შეფასებებიც დაიმსახურა. კრიტიკოსები და მაყურებლები უკმაყოფილონი დარჩნენ ელიზაბეთ ბერკლის შესრულებითაც.

ამ ფილმამდე ელიზაბეთს რამოდენიმე წარმატებული როლი ჰქონდა შესრულებული სხვადახვა სატელევიზიო გადაცემაში, თუმცა ახალ ფილმში მისმა როლმა იმდენად უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა რომ რეჟისორებმა მასთან მუშაობაზე უარი თქვეს.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე