მარველის საიხლეები: “დოქტორი სტრეინჯი 2”-ს პრემიერა გადაიდო, როდის უნდა ველოდოთ ახალ “ბლეიდს”?

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“დოქტორი სტრეინჯი 2”-ს პრემიერა 6 თვით გადაიდო

ბოლო ხნის განმავლობაში დისნეიმ უკვე გამოაცხადა რამოდენიმე პრემიერის გადადების შესახებ. გამოსვლის თარიღების ცვლილება განსაკუთრებულად შეეხო მარველის ფილმებს რომელთა პრემიერის თარიღებმაც საკმაოდ შორს გადაიწია. როგორც ჩანს გამონაკლისი არც დოქტორი სტრეინჯის მეორე ნაწილია რომლის დიდ ეკრანებზე გამოსვლის თარიღმაც მთელი 6 თვით გადაიწია. თუ იმას გავითვალისწინებთ თუ რა მძიმე სიტუაციაში პანდემიის გამო ჰოლივუდი პრემიერის თარიღის გადაწევა გასაკვირი ნამდვილად არაა.

“დოქტორი სტრეინჯი 2” ეკრანებზე 2021 წლის 5 ნოემბერს გამოვა. აქამდე პრემიერის თარიღად 2021 წლის 7 მაისი სახელდებოდა. ფილმის გამოსვლის თარიღის გადაწევაზე გავლენა შავი ქვრივის კინოჩვენებების გადადებამაც იქონია რომელიც წესით მაყურებელს უკვე მაისში უნდა ენახა, თუმცა კინოთეატრების დახურვის გამო მარველი იძულებული გახდა სკარლეტ იოჰანსონის ფილმის პრემიერაც გადაედო.

“დოქტორი სტრეინჯი” ახალ ნაწილში განსხვავებულ მოსასხამს მოირგებს

როგორც წინა სიახლეში შეგატყობინეთ, მალე მაყურებელი დიდ ეკრანებზე “დოქტორის სტრეინჯის” ახალ ნაწილს იხილავს. უშუალოდ პერსონაჟი დოქტორი სტრეინჯი, რომლის როლსაც ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს, ბოლოს ფილმში “შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი” გამოჩნდა და გულშემატკივრებში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. რაც შეეხება უშუალოდ ახალ გარეგნობას, მის შესახებ მარველის ვიზუალური დეპარტამენტის უფროსის, რაიან მეირენდინგის პოსტიდან ვგებულობთ. როგორც მისი პოსტიდან ჩანს “დოქტორი სტრეინჯის” კოსტიუმს რამოდენიმე ახალი დეტალი აქვს დამატებული:

მარველმა ახალი “ბლეიდის” პრემიერის თარიღი გამოაცხადა?

როგორც ჩანს მაყურებელი საბოლოოდ გაიგებს თუ როდის უნდა ელოდოს მარველის “ბლეიდის” გამოჩენას დიდ ეკრანებზე. ცოტა ხნის წინ კინოკომპანიამ მათი კალენდარის და უახლოეს მომავალში ჩანიშნული ფილმების შესახებ ამცნო გულშემატკივარს. სამწუხაროდ, სიახლეების უმეტესობა კორონავირუსის გამო ფილმების პრემიერის თარიღების გადადებას შეეხო, თუმცა ამასთან ერთად ფანებმა მეტად საინტერესო სიახლეც შეიტყვეს.

ცოტა ხნის წინ დისნეიმ 2020/2021 წლების კალენდარი და ფილმების გამოსვლის თარიღები გაასაჯაროვა, უშუალოდ მარველმა კი გულშემატკივრებს 2022 წლის შესახებაც გაანდო ინფორმაცია სადაც 2022 წლის 7 ოქტომბერს ჯერჯერობით უცნობი ფილმის პრემიერაა ჩანიშნული. ჩარლზ მერფის ინფორმაციით რომელმაც აქამდე უკვე რამოდენიმეჯერ გამოიცნო მარველის ფილმების გამოსვლის თარიღები, 7 ოქტომბერს მაყურებელი სწორედ ახალ “ბლეიდს” იხილავს.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე