კიბერპანკი: საუკეთესო ფილმები ალტერნატიულ მომავალზე

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

კიბერპანკი ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა რომელიც ხშირად ალტერნატიულ მომავალზე მოგვითხრობს. ამ მომავალში ტექნოლოგიური პროგრესი პიკზეა მისული, ყველაფერი მაღალტექნოლოგიურია მაგრამ ადამიანების ცხოვრება ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული რისი მიზეზიც ადამიანების მიერ დაგროვილი უდიდესი სიმდიდრის არათანაბარი განაწილებაა.

წარმოგიდგენთ ალტერნატიულ რეალობაზე შექმნილ საუკეთესო ფილმებს რომლებიც სწორედ კიბერპანკულ მომავალზე მოგვითხრობენ და მოსალოდნელი რეალობის შესახებ გვაფრთხილებენ.

დანის პირზე მორბენალი” (1982)

IMDb რეიტინგი: 8.1

თუ კიბერპანკზე ვსაუბრობთ მაშინ სია სწორედ ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმით უნდა გავხსნათ. “დანის პირზე მორბენალი” ჟანრის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია რომელიც შეიძლება ითქვას მის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც იქცა. ფილმში რეალობა მომავალში მიმდინარეობს, სიუჟეტი კი ლეგენდარული ჰარისონ ფორდის პერსონაჟის გარშემო ვითარდება რომელსაც ოთხი გაქცეული რეპლიკანტის დაჭერა ევალება. ფილმში დასმულია დიდებული კითხვა: “რა აქცევს ადამიანს ადამიანად?

“მეტროპოლისი” (1927)

IMDb რეიტინგი: 8.3

კიდევ ერთი მეტად გამორჩეული ნამუშევარი. ფილმი მომავლის ქალაქზე მოგვითხრობს სადაც მოსახლეობა ორ ფენადაა გაყოფილი. მცირე ნაწილში სიმდიდრის უდიდესი ნაწილია მოქცეული, ხოლო ადამიანთა უმეტესობა სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. თუ კლასიკად ქცეული ფილმების ნახვა გიყვართ მაშინ არც ფილმის გამოსვლის წელი შეგაშინებთ.

სიცარიელეში შესასვლელი” (2009)

IMDb რეიტინგი: 7.3

გასპარ ნოეს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი რომლის სიუჟეტიც ტოკიოში მცხოვრები ამერიკელი ნარკომოვაჭრის გარშემო ვითარდება. მას საუკეთესო მეგობარი უღალატებს და სასიკვდილოდ გაწირავს, თუმცა მისი სული არ კვდება, ის საკუთარი სიკვდილით გამოწვეულ ყველა შედეგს აკვირდება და “აღდგომას” ცდილობს.

დანის პირზე მორბენალი 2049” (2017)

IMDb რეიტინგი: 8.0

ამ ფილმების ღვაწლი ამ ჟანრში იმხელაა რომ მისი მეორე ნაწილის გამოტოვება დანაშაულის ტოლფასია, თანაც პირველი ნაწილის გაგრძელება ძალიან კარგი გამოვიდა. “დანის პირზე მორბენალი 2049” პირველი ნაწილის პირდაპირი გაგრძელებაა. მასში კარგად ჩანს წინა ნაწილში წამოჭრილი პრობლემები, რომ მომავალში ადამიანების მიერ შექმნილი რეპლიკანტი შესაძლოა იმაზე ადამიანური იყოს ვიდრე ადამიანი.

გაუმჯობესება” (2018)

IMDb რეიტინგი: 7.5

კიდევ ერთი ფილმი ალტერნატიულ რეალობაზე სადაც ადამიანების ცხოვრების ყოველ დეტალს კომპიუტერები აკონტროლებენ. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა თვითნასწავლი ტექნიკოსის, გრეის გარშემო ვითარდება რომელიც ყველაფერს აკეთებს რეალობის შესაცვლელად. მისი ცხოვრების მიზანი ექსპერიმენტულ კომპიუტერზე, “სტემზე” შურისძიება გახდება.

ეგზისტენცია” (1999)

IMDb რეიტინგი: 6.8

ჩვენი სიის მომდევნო ფილმი ალტერნატიულ რეალობას ვიდეო თამაშის საშუალებით წარმოგიდგენთ. ფილმის მთავარი გმირი ახალ ვირტუალურ თამაშს იგონებს რომელიც ადამიანის გონებას უერთდება და საზღვარს წარმოსახვით და რეალურ სამყაროს შორის სრულიად შლის.

მატრიცა

სია ვაჩოვსკების ლეგენდარული ტრილოგიით დავასრულოთ. ფილმი ახალგაზრდა პროგრამისტის, თომასის შესახებ მოგვითხრობს რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კანონმორჩილი პროგრამისტია, თუმცა ღამით ჰაკერი ნეოს სახელითაა ცნობილი. მალე ნეო ლეგენდარულ ჰაკერს, მორფეუსს ხვდება რომელიც მას შოკისმომგვრელ საიდუმლოს უმხელს.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე