გამორჩეული ფილმები ფეხბურთის შესახებ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

კორონავირუსის გამო მსოფლიოს მრავალ წერტილში აბსოლუტურად ყველაფერი დახურულია და თითქმის არაფერი ფუნქციონირებს. გამონაკლისი არც საფეხბურთო ჩემპიონატებია რომელთა ჩატარების თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია. ამის გამო გულშემატკივრებს გვსურს საფეხბურთო მოლოდინი ჩავუკლათ და ისინი ამ დიდებულ სპორტზე გადაღებული ფილმებიც ვასიამოვნოთ.

წარმოგიდგენთ გამორჩეულ ფილმებს ფეხბურთის თემატიკაზე რომელთა ნახვაც იმ სტრესის გადატანაში დაგეხმარებათ რასაც ჩემპიონთა ლიგის გარეშე ცხოვრება ჰქვია. კარგად მოკალათდით.

შეშლილი ტიფოზები

მწვანე ქუჩის ხულიგნები” (2005)

ფილმის სიუჟეტი ამერიკელი მეთ ბიუქენერის გარშემო ვითარდება რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამორიცხავენ. მეთი იძულებულია ლონდონში საკუთარ დასთან გაემგზავროს სადაც ის პიტს, ფეხბურთის დიდ გულშემატკივარს შეხვდება. პიტისთვის და მისი მეგობრებისთვის ფეხბურთი უბრალოდ სპორტი არ არის, ეს მათი ცხოვრების ნაწილია.

ფეხბურთის ქარხანა” (2004)

კიდევ ერთი ფილმი ბრიტანული ფეხბურთისა და ფანების მიერ ჩამოყალიბებული სხვადასხვა დაჯგუფებების შესახებ. “საფეხბურთო ქარხანა” ინგლისში ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო დაჯგუფება, ეს არის მამაკაცების ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ.

ძვლების მსხვრეველი” (2001)

ინგლისური გუნდის ყოფილ კაპიტანს, დენი მაიჰენს, მეტსახელად “ძვლების მსხვრეველს” ყველაფერი აქვს უზრუნველი ცხოვრებისთვის თუმცა ეს არ აკმაყოფილებს და ერთხელაც ის ციხეში აღმოჩნდება. იქ დენის ციხეში შექმნილი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელობა მოუწევს რათა გუნდს გამარჯვება მოაპოვებინოს. დენის პერსონაჟს ფილმში ყოფილი ფეხბურთელი, ვინი ჯონსი ასრულებს.

ოცნებად ქცეული ფეხბურთი

ნამდვილი მამაკაცი” (2006)

ფილმი 17 წლის გოგონას, ვიოლა ჯონსონის შესახებ მოგვითხრობს. ვიოლა გოგონების საფეხბურთო გუნდის დაშლის გამო გადაწყვეტს ბიჭებთან ერთად ითამაშოს და საამისოდ საკუთარი ძმის ცხოვრებას “მოირგებს”. მალე მას ოთახის მეზობელი დიუკი უყვარდება, წინ კი დიდი მატჩია!

გრეისი” (2007)

კიდევ ერთი გოგონას ისტორია რომელსაც სურს პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს. ფილმი გრეისის შესახებ მოგვითხრობს რომლის სამი ძმა და მამა უკვე ფეხბურთელები არიან. გრეისსაც სწორედ ეს სურს, მაგრამ მის პოტენციალს არავინ აფასებს და გოგონას მარტო უწევს ბრძოლა საკუთარი ოცნებისთვის მანამ, სანამ მის მონდომებას მამაც არ შეამჩნევს…

ვილი” (2011)

ფილმი პატარა ბიჭუნას, ვილის შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა რომ ის სულ რაღაც 11 წლისაა, ვილი გადაწყვეტს მარტო იმოგზაუროს საიმისოდ რომ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწროს.

ფილმები ლეგენდარულ ისტორიებზე

იუნაითედი” (2011)

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ის მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული თაობის, “ბასბის ბიჭების” შესახებ მოგვითხრობს. “ბასბის ბიჭები” ყველაზე ახალგაზრდა გუნდი იყო ისტორიაში რომელმაც ინგლისში პირველობა მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ 1958 წელს გუნდის თვითმფრინავმა მიუნხენში კატასტროფა განიცადა და გუნდის რვა წევრიც შეიწირა.

პელე: ლეგენდის დაბადება” (2016)

ლეგენდარული, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, ფეხბურთის მეფედ ქცეული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს შესახებ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი რომელიც მაყურებელს იმ სირთულეების, იმ დიდი წარმატების შესახებ უყვება რომელიც პელემ გამოიარა მანამ, სანამ 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა.

დაწყევლილი იუნაითედი” (2009)

ფილმი ლეგენდარული მწვრთნელის, ბრაიან კლაფის შესახებ მოგვითხრობს რომელმაც შეუძლებელი შეძლო და მარჯვენა ხელთან, პიტერ ტეილორთან ერთად პატარა გუნდი, “ნოტინგემ ფორესტი” ინგლისის და ევროპის საუკეთესო კლუბად აქცია.

ბონუსი: “გოლი! ოცნება იწყება

საბოლოოდ, დანაშაული იქნება ამ მშვენიერი ფილმის გამოტოვებაც რომელიც მართალია რეალურ ისტორიაზე არ არის დაფუძნებული, მაგრამ ძალიან კარგად ასახავს იმ გზას რა გზის გავლაც დამწყებ ფეხბურთელ უწევს.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე