ფილმები, რომლებიც ბუნების დაკარგულ დოზას ვირტუალურად აგვინაზღაურებენ

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ისე მოხდა, რომ ყველას ერთიანად მოგვიწია ქაოტურ რუტინაზე უარის თქმა და კარჩაკეტილ ცხოვრების სტილზე გადასვლა. ყველაფერი ასე შეცვალა: მაშინ როცა ძილი გვენატრებოდა ახლა ვნატრობთ ისევ მაღვიძარას ხმამ გაგვაღვიძოს. მაშინ როცა დრო საერთოდ არ გვქონდა ჩვენი საყვარელი ფილმებისა თუ სატელევიზიო შოუებისთვის ახლა ისინი ჩვენს განუყრელ მეგობრებად იქცნენ. განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ბუნებაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ დრო გამოენახათ ბუნებაში დროის გასატარებლად, ქალაქის დამღლელი ტემპისა თუ ცოტა არ იყოს დაბინძურებული ჟანგბადისაგან თავის დასაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ბუნების ნამდვილ ხედებს არაფერი შეედრება, ვეცდები ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ ეს დანაკლისი და გთავაზობთ ფილმების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც ამ დანაკლისს ვირტუალურად შეგივსებენ.

Free Solo/თავისუფალი ცოცვა

2018 წელს ოსკარის გამარჯვებული დოკუმენტური ფილმი „თავისუფალი ცოცვა“ ახალგაზრდა მცოცავის, ალექს ჰონოლდის, ამბავს მოგვითხრობს. იმისათვის, რომ შექმნას ისტორია იგი რისკავს საკუთარ სიცოცხლეს და ყოველგვარი უსაფრთხოების აღჭურვილობისა და თოკის გარეშე 3,000 ფუნტის სიმაღლის „ელ კაპიტანის“ კლდეზე ინდივიდუალურ ასვლას ახორციელებს. დაძაბულ და ამავდროულად საინტერესო სიუჟეტთან ერთად, ფილმი დატვირთულია მთებისა და მათგან გადაშლილი ხედების ამსახველი საოცარი კადრებით.

https://movie.ge/movie/PTsIx8an

Into The Wild/ველურ პირობებში.

„ველურ პირობებში“ ბიოგრაფიული სათავგადასავლო დრამაა. ქრისტოფერ მაქკენდელსი ტოვებს ყველაფერს ოჯახს, მეგობრებს, პერსპექტიულ, საკმაოდ წარმატებულ კარიერასა და მომავალს, რათა იპოვოს საკუთარი თავი ყველაფრისგან შორს, ველურ პირობებსა და ბუნების წიაღში. გამორჩეული კინემატოგრაფიის წყალობით კი ამერიკის შეერთებული შტატების უნიკალური ბუნების გარშემო მთავარ პერსონაჟთან ერთად ჩვენც ვმოგზაურობთ.

https://movie.ge/movie/NTkxNQ

The Revenant/გადარჩენილი.

ველური დასავლეთის მკაცრი ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა ჰიუ გლასს სრულიად მარტოს უწევს. რეალური ისტორიის წარმოუდგენლად რეალურად ასახვამ კინემატოგრაფ იმანუელ ლუბეზკის ოსკარის ნომინაცია და გამარჯვებაც მოუტანა. დაუნდობელი ბუნების გასაოცარი სურათები იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

https://movie.ge/movie/MjgxOTU3

The Sound Of Music/მუსიკის ჰანგები.

მიუხედავად იმისა, რომ 1965 წელს შექმნილი მიუზიკლის „მუსიკის ჰანგების“ ბევრი სცენა სტუდიაშია გადაღებული, სცენებისათვის, სადაც სურვილი გიჩნდებათ მთის სუფთა ჰაერი ვირტუალურად ჩაისუნთქოთ, ლოკაციად ავსტრია, კერძოდ სალზბურგი იქნა შერჩეული.

https://movie.ge/movie/9YXyvXPZ

Call Me By Your Name/მომმართე შენი სახელით.

თუ გსურთ ნახოთ როგორია ზაფხულის იტალია მაშინ დატკბით ლუკა გუადაგნინოს რომანტიკული დრამით.  ფილმს სიუჟეტური ხაზის მელანქოლიურად განვითარებასთან ერთად, არანაკლებ ხიბლს სწორედ ვიზუალური ნაწილი სძენს – საოცარი ფერთა გრადაციით ასახული ბუნების სურათი და მომნუსხველად ლამაზი ლომბარდიის მხარე.

https://movie.ge/movie/Mzk4ODE4

The Lord Of Rings/ბეჭდების მბრძანებელი.

მიუხედავად იმისა, რომ „ბეჭდების მბრძანებელი“ წმინდა ფანტასტიკის ნიმუშია ახალი ზელანდიის ლანდშატი საშუალებას გვაძლებს ბუნების საოცარი ხედებით დავტკბეთ.

The Tree of Life/სიცოცხლის ხე.

ტერენს მალიკის 2011 წლის დრამაში „სიცოცხლის ხე“ ასახულია ბუნების მცირე თუ დიდი ნაწილი და გამოხატულება, პეპლების ფარფატი კამერების წინნ, დიდებული გამოქვაბულები, უდაბნოები. განსაკუთრებული ოსტატობით შექმნილი კადრები და ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკკვლავების თავმოყრა ფილმისთვის, რა თქმა უნდა, წარმატების საწინდარია.

https://movie.ge/movie/ODk2Nw

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე.

მასალის ავტორი: დეა კოლოტაური.