5 საუკეთესო ფილმი თინეიჯერი გოგონებისთვის

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

საუკეთესო ფილმებს, რომლებიც საინტერესოა ძირითადად თინეიჯერი გოგონების სეგმენტისთვის აქვს თბილი, გულწრფელი სცენარი, დაფუძნებულია რომანტიკულ თემაზე და შეიცავს კომედიის ელემენტებს, ასე რომ ვთქვათ ბევრ ჟანრს აერთიანებს, კომედია, რომანტიკა, მუსიკლაური დრამა. მსგავსი ტიპის ფილმები ხიბლავთ თინეიჯერის ასაკში მყოფ გოგონებს. გთავაზობთ 5 ფილმს რომელიც საუკეთესოა ამ ასაკის გოგონებისათვის, რომელიც მათ ნამდვილად დააინტერესებთ.

მახე მშობლებისთვის / The parent trap

ეს არის 1998 წელს შექმნილი რომანტიკული კომედია, მოთხრობილია წყვილის ისტორია რომლებიც დაქორწინებიდან მალევე განქორწინდნენ, ლინდსი ლოჰანი თამაშობს ორმაგ როლს, თამაშობს ტყუპებს, განქორწინებული მშობლების შვილებს. ისინი შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გაერთიანდებიან მშობლების შესარიგებლად.

მალეფისენტი / Maleficent

მალეფისენტი არის 2014 წლის ამერიკული ფანტასტიკური ფილმი, ბოროტი ფერია იძულებულია დაწყევლოს ახალგაზრდა პრინცესა, რათა აღმოაჩინოს რომ ბავშვი შეიძლება იყოს ერთადერთი ადამიანი ვინც მშვიდობას დაამყარებს არეულ დედამიწაზე.

13-დან 30-ში / 13 going on 30

ფილმი არის 2004 წლის ამერიკული რომანტიკული კომედია, ფანტასტიკის ჟანრის, სადაც მოთხორბილია ქალის ისტორია რომელიც მთელი ბავშვობა გაზრდას ოცნებობდა და ერთ დღესაც ეს ოცნება აუცდება, თუმცა თავისი სურვილის ახდენით არც ისე კმაყოფილია.

მამა მია / Mamma Mia

ფილმი არის ბრიტანულ, ამერიკულ, შვედური მიუზიკლი, რომანტიკული კომედია. ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს რომ ქორწილი ყველა წესის დაცვით ჩატარდეს, მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს, მაგრამ მამის შესახებ არაფერი იცის რადგან დედა არაფერს უყვება, დედის დღიურის მიხედვით იგი სამ სავარაუდო მამას უგზავნის საქორწილო მოსაწვევს.

რა სურს გოგონას / What a girl wants

ფილმი არის ამერიკული კომედია, 2003 წლის, სადაც მოთხრობილია გოგონასა და მამის ისტორია, ამერიკელი გოგონა დაფნა მიეშურება ევროპაში მამის სანახავად, რომელსაც არასდროს შეხვედრია. მამა კი დანიშნულია ქალზე, რომელიც დაფნას სიცოცხლეს უმწარებს.

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: ლიკა ჩხენკელი