ჯეიმს განნს კარანტინში, მაიკლ რუკერის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდის გამოყენება მოუწია

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

გალაქტიკის მცველების” რეჟისორმა ჯეიმს განმა გადაწყვიტა ერთი პოსტით, ორი კურდღელი მოკლას – ეხუმრა ტუალეტის ქაღალდის შესაძლო უკმარისობაზე და ამავდროულად მაიკლ რუკერსაც შეხუმრებოდა. განნმა Twiter-ზე ტუალეტის ქაღალდის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც რუკერის სახეა გამოსახული, რომელიც ხუმრობის გამო იყიდა და წააწერა, რომ უწევს გამოიყენოს რუკერის გამოსახულებიანი ქაღალდი ჩვეულებრივის ნაცვლად.

“როდესაც წლების წინ რუკერი შობაზე სტუმრად მოვიდა, რამოდენიმე რულონი ასეთი ტუალეტის ქაღალდი ვიყიდე. სახლში აბაზანაში ვინახავდი. აზრადაც ვერ მომივიდოდა, რომ მათი გამოყენება მომიწევდა მაგრამ რას ვიზავთ”.

რუკერი და განი დიდიხნის მეგობრებია არიან ( მსახიობი 2006 წლიდან მოყოლებული რეჟისორის ყველა ფილმში მონაწილეობდა ), ამის მიუხედავად პუბლიკისთვის ისინი ხშირად თამაშობენ დაპირისპირების “სცენარს”. განმა ერთხელ განაცხადა, რომ რუკერთან მუშაობა შეუძლებელია, ხოლო რუკერმა ამ განცხადებას პასუხი გასცა და თქვა, რომ რეჟისორი მასთან ვალშია რადგან მისი პოპულარობა და წარმატება მისი დამსახურებაა და მეტიც მათში თვითონ უფრო სიმპათიურია.

ამდროისთვის განი თვითიზოლაციაშია, ამის მიუხედავად ის მაინც აქტიურად მუშაობს “თვითმკვლელთა რაზმის” მეორე ნაწილის მონტაჟზე, რომელშიც ერთ-ერთი როლი რუკერს ეკუთვნის. ფილმის პრემიერას 2021 წლის 4 აგვისტოს უნდა ველოდოთ.

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: გელა კოჩიევი