ვუდი ალენის შოკისმომგვრელი განცხადება ტიმოტე შალამე-ზე

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ვუდი ალენს უკანასკნელ წლებში საქმე კარგად არ მისდის. უპირველეს ყოვლისა მისი ფილმები შედარებით ნაკლებად წარმატებულია როგორც კინოგაქირავების, ისე კრიტიკოსების შეფასების კუთხით. ასევე, მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო რეპუტაცია ასე თუ ისე შეელახა, რის გამოც ვუდიმ დაწერა წიგნი.

ვუდი ალენი წიგნში იხსენებს რამდენიმე საინტერესო ისტორიას და ამბავს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება ახალგაზრდა სუპერვარსკვლავ მსახიობ, ტიმოტი შალამეს.

2017 წლის ბოლო ტიმოტი ოსკარის მოსაპოვებლად იბრძოდა ფილმიდან “მომმართე შენი სახელით”, ამავდროულად შეპირდა ვუდის მის ახალ ფილმში მთავარი როლის შესრულებას, “წვიმიანი დღე ნიუ იორკში”. ვუდი ალენის “სკანდალის” შემდეგ ტიმოტიმ განაცხადა, რომ ფილმიდან აღებულ თანხას, ქველმოქმედებაში გადარიცხავდა ვუდის უარყოფის ნიშნად. წიგნში ვუდი ამბობს, რომ ეს ყველაფერი შალამემ ჰოლივუდის გავლენის გამო გააკეთა.

ვუდი ალენი: “სამივე მთავარი მსახიობი ფილმიდან საუცხოო იყო და დიდი სიამოვნება მივიღე მათთან მუშაობით. ტიმოტიმ შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ ნანობდა ჩემთან მუშაობას და აღებულ თანხას ქველმოქმედებაში რიცხავდა. თუმცა, მან ჩემ დას დაუფიცა, ამის გაკეთება შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე მოუწია, იგი ოსკარზე იყო ნომინირებული და მისმა აგენტმა ურჩია მოგების უკეთესი შანსები ექნებოდა, თუ ვუდი ალენზე ცუდს იტყოდა”.