ბონდის ექსპერტის აზრით იდრის ელბამ აგენტი 007-ის როლის მიღების შანსი დაკარგა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“სიკვდილის დრო არაა”-ს გამოსვლის შემდეგ ამჟამინდელი ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი დენიელ ქრეიგი, ფრენჩაიზს ჩამოშორდება, რაც უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული. ინგლისელ მსახიობს აქამდეც გაუვრეცელებია ინფრომაცია როლზე უარის თქმის შესახებ, თუმცა ამჯერად როგოც ჩანს ბონდის სერიას მართლაც ახალი აგენტი ეყოლება.

ამ გარემოებიდან გამომდინარე ყველა ცდილობს მოიფიქროს, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. აგენტი 007-ის შემსრულებელი მსახიობის ერთ-ერთი მთავარი პირობა ისაა, რომ იგი ბრიტანელი, სასურველია ინგლისელი იყოს. ფანებისგან რჩეული კანდიდატი როლზე კი არის სწორედ ინგლისელი ვარსკვლავი, იდრის ელბა, თუმცა ერთ-ერთი ბონდის ექსპერტის აზრით, ელბამ გაუშვა შანსი მიეღო როლი ბონდის ფრენჩაიზში.

ავტორი რობი სიმსი, რომელიც ცნობილი ბონდის ექსპერტი გახლავთ, დიდად მოხარული იქნებოდა იდრის ელბას ხილვით ჯეიმს ბონდის როლში, თუმცა მისი აზრით მისი შანსები ძალიან მცირეა – “იდრისი შესანიშნავი იქნება როლზე, თუმცა ვფიქრობ მისმა “წყალმა ჩაიარა”. იგი ახლა 45-ს გადაცილებულია და რომ სთხოვონ ერთ ფილმზე მეტში თამაში, არის შანსი განმეორდეს “A View to Kill” გარემოება, როცა მთავარი გმირი ბევრად ასაკოვანია თავის სასიყვარული ინტერესთან შედარებით”.

“A View to Kill” (მზერა მკვლელობაზე) ხშირად იყო მოქცეული კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან იმ დროს ჯეიმს ბონდის შემსრულებელი როჯერ მური გაცილებით დიდი იყო ასაკით “ბონდის გოგონებთან” შედარებით.

თავად იდრის ელბა 47 წლის გახლავთ. მის კანდიდატურას ასევე მოჰყვდა მითქმა-მოთქმა, რადგან იგი იქნებოდა პირველი შავკანიანი ბონდის შემსრულებელი მსახიობი, რასაც შესაძლოა გაენაწყენებინა ბევრი ფანი.

ახლა იდრისი კარანტინში იმყოფება, ნაკლებად სავარაუდოა დარდობდეს ჯეიმს ბონდის როლზე. მას კორონავირუსი დაუდგინდა და “ბონდის მტრების” მაგივრად მასთან ბრძოლა უწევს.