ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტოკინოთეატრები კვლავ პოპულარულია

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

20-22 მარტს, აშშ-ში თითქმის ყველა კინოთეატრი დაიკეტა, კორონა ვირუსის გამო. შემოსული თანხები იმდენად მიზერული აღმოჩნდა, რომ სტუდიებმა არც კი გამოაქვეყნეს რიცხვები. Deadline-ის თანახმად, ანიმაცია “წინ” რომელიც Pixar-ის ახალ ქმნილებას წარმოადგენს, სამიდღის განმავლობაში ამერიკაში მხოლო 71 ათასი დოლარი მოაგროვა, ის სულ რაღაც 135 კინოტეატრში აჩვენეს რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მაყურებლების უმეტესობა ავტოკინოთეატრებში იმყოფებოდა.

როგორც ამერიკის მასობრივი ინფორმაციის გავრცელების სტრუქტურები აღნიშნავენ, მოცემულმა ბიზნესმა უეცრად მეორე სიცოხლე შეიძინა. ჩვეულებრივი კინოტეატრებისგან განსხვავებით, ავტოკინოთეატრებში მაყურებლები ფილმს ღიაცისქვეშ, მანქანებიდან უყურებენ. ასეთი ადგილები თავისმხრივ საპარკინგო ადგილებითაა მოწყობილი, ხოლო პარკინგის წინ დიდი ეკრანია განთავსებული.

პირველი ანტოკინოთეატრი აშშ-ში შეიქმნა 1930-იან წლებში. იდეის ავტორად რიჩარდ ჰოლინსჰედი – ავტო მანქანების გამყიდველი – ითვლება. მან თავდაპირველად მსგავსი ჩვენება სახლის უკანა მხარეს, ეზოში გამართა, ხოლო 1933 წელს იდეა დააპატენტა. ავტოკინოტეატრების პიკი 1950-იან წლებში იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 4063 წერტილი მუშაობდა. 2019 წლის არრიცხვით მათი რიცხვი 305-ს შეადგენს. დიდ მოთამაშეთა სამეულში შედის – კალიფორცია (44 ავტოკინოთეატრით), პენსილვანია (45) და ნიუ-იორკი (49).

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

მასალის ავტორი: გელა კოჩიევი

გაუზიარე მეგობრებს!