5 საინტერესო ფაქტი სამარა ვივინგის შესახებ

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

„მზად ხარ თუ არა“-ს ვარსკვლავი სამარა ვივინგი ჰულივუდის ახალ სახედ ყალიბდება. 28 წლის მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორებიც არის „ძიძა“ და „სამი ბილბორდი ებინგის მახლობლად, მიზურიში“. გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს მის შესახებ:

  1. სამარა წარმოშობით ავსტრალიელია

სამარა ვივინგი წარმოშობით ავსტრალიიდან არის, თუმცა ბავშვობაში მის ოჯახს მოგზაურობა უწევდა და პრაქტიკულად სამშობლოდან მოშორებით გაიზარდა. ფილმის „მეიჰემ“ წარდგენის დროს მას ჰკითხეს, თუ სად ჰქონდა ბავშვობა გატარებული, რაზეც უპასუხა: ადელაიდეში ( ავსტრალია) დავიბადე, თუმცა შემდეგ ვცხოვრობდით სინგაპურში, ინდონეზიაში, ფიჯიში და ცოტა ხნით იტალიაშიც. ავსტრალიაში 13-14 წლამდე არ დავბრუნებულვართ.

Mandatory Credit: Photo by Richard Shotwell/Variety/REX/Shutterstock (9188578cd) Samara Weaving ‘Three Billboards Outside Ebbing, Missouri’ film premiere, Arrivals, Los Angeles, USA – 03 Nov 2017

2. სამარა ვივინგს ჰყავს ცნობილი ბიძა

სამარა არ არის ერთადერთი მსახიობი თავის ოჯახში, მეტიც, მისი ბიძა ავსტრალიული კინოს ვარსკვლავი და საერთაშორისოდ ცნობილი მსახიობი, ჰუგო ვივინგი გახლავთ. მას შესაძლოა იცნობდეთ ფილმიდან „მატრიცა“, სადაც აგენტი სმიტის როლს ასრულებს, ან „V ანუ ვენდეტა“, რომელშიც მთავარ როლში გამოდის.

სამარას მამა თავის მხრივ მწერალი და რეჟისორი გახლავთ, ძირითადი მოკლემეტრაჟიანი ფილმების.

3. სამარა ცნობილ ავსტრალიელ კოლეგაში ერევათ

ზუსტად იმ პერიოდში, როცა ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი, მარგო რობი მონაწილეობდა ავსტრალიურ სერიალში „მეზობლები“, სამარამ დაიწყო თავისი სამსახიობო კარიერა იგივე ჟანრის სერიალში „სახლი და მის გარეთ“. საოცარია ფიზიკური მსგავსება მათ შორის, ასაკითაც თითქმის ტოლები არიან და ორივე მათგანი ახლა ჰოლივუდში წარმატებით მოღვაწეობს, აქედან გამომდინარე ხშირად ეშლებათ ერთი მეორეში, უმეტეს შემთხვევებში სამარა მარგო რობიში.

4. სამარა ვივინგი ნამდვილი საშინელებათა დედოფალია

2015 წელს სამარამ მონაწილეობა მიიღო სამ სერიაში სერიალისა „გაბოროტებული მკვდრები“, რასაც მოჰყვა როლები საშინელებათ ჟანრის ფილმებში, რომელმაც იგი პოპულარულ მსახიობად აქცია – 2017 წლის „მეიჰემი“ და 2019-ის „მზად ხარ თუ არა“. ამ უკანასკნელში სამარა პატარძლის როლს თამაშობს, რომელსაც საქმროს ოჯახის წევრები მოსაკლავად დასდევენ.

5. რატომ ფიქრობდა სამარა, რომ „მზად ხარ თუ არა“-დან გააგდებდნენ

ფილმთან დაკავშირებულ ინტერვიუში სამარა ვივინგმა საინტერესო ამბავი გაიხსენა გადასაღები მოედნიდან: „ერთ მომენტში შემთხვევით ფილმში დედის როლის შემსრულებელ მსახიობს, ენდი მაკდაუელს სახეში ხელი გავარტყი. ყველანი შოკში ჩავარდნენ, გადაღებების პირველი დღეს იყო და იქამდე ენდის არასდროს შევხვედროდი, ვფიქრობდი ალბათ იყვირებს და მეჩხუბება, შემდეგ კი ფილმიდან გამაგდებენ. მაშინ არ ვიცოდი რომ ენდი სულაც არ იყო მოჩხუბარი ტიპის ადამიანი. ყველაფერი სიცილით მიიღო, კიდევ ვცადოთო მითხრა“.