ჯორჯ მაქაი-ამომავალი ვარსკვლავი ეკრანებზე ახალი ფილმით ბრუნდება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მისი კარიერა 15 წელზე მეტს ითვლის. 28 წლის ბრიტანელი მსახიობი, ჯორჯ მაქაი, ჰოლივუდის ყურადღების ცენტრში სემ მენდესის პირველი მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილ ფილმ “1917″-ში ახალგაზრდა ჯარისკაცის, უილიამ სკოფილდის, განსახიერების შემდეგ მოექცა. 6 თვიანი რთული გადსაღები პირობების, შრომისა და ძალისხმევის შემდეგ წარმატებამაც არ დააყოვნა. შემდეგ იყო ათობით ნომინაცია, ტრიუმფით დასრულებული ოქროს გლობუსისა და ბაფტას დაჯილდოების ცერემონიები, პირველი საოცნებო ოსკარის წითელი ხალიჩა და დაჯილდოება. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ მაქაის ფილმოგრაფია არაერთ საინტერესო ფილმსა თუ როლს ითვლის, გმირი ახალგაზრდა კაპრალის ( რომელმაც 1, 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა) იდეალურად განსახიერებამ მას დიდების მწერვალისაკენ მიმავალი გზა გაუკვალა და წარმატების ყველა კარი ფართოდ გაუხსნა.

რა იქნება შემდეგი?

“True History Of Kelly Gang”.

 ჯორჯ მაქაი კარგად ადაპტირებადი მსახიობაია, რომელიც მზად არის საკუთარი ტალანტით მაყურებელზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ის მსახიობია, რომელიც საკუთარ თავზე იღებს თავგადასავლების გაძღოლას და არ უშინდება ახალ გამოწვევებს. „Captain Fantastic“-ის, „Where Hands Touch“-ისა და საკულტო ფილმ „1917“-ის შემდეგ  საუკუნის ახალ დეკადს ჯასტინ კურზელის კრიმინალურ დრამაში,მისი ყველაზე მოთხოვნადი როლით, ნედ კელის განსახიერებით იწყებს.

 ფილმი „True History Of Kelly Gang” პიტერ ქერის  მიერ 2000 წელს შექმნილი ამავე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით არის შექმნილი. სიუჟეტი მოგვითხრობს ცნობილი კრიმინალის, ნედ ქელისა, და არაკანონიერი ბანდის შესახებ 1870-იანი წლების ავსტრალიაში.

აქამდე ეს როლი ისეთმა ცნობილმა ვარსკვავებმა მოირგეს, როგორებიც არიან: მიკ ჯაგერი და ჰიტ ლეჯერი. გამოწვევა საკმაოდ რთულია, მაგრამ რთულ გამოწვევებს ჯორჯ მაქაი ნაკლებად უშინდება.

მოსამზადებელ პერიოდს თან უამრავი ისტორია ახლავს:  აზიდვები აუდიტორიაში, თიხისგან დამზადებული მტრედებისათვის სროლა ფილმის კიდევ ერთ ვარსკვლავ რასელ ქროუსთან ერთად, ხეების მოჭრა, ცხენით ჯირითი და ავსტრალიის ფერმაში მუშაობა 3 თვის განმავლობაში. თუმცა ეს მომზადების მხოლოდ ფიზიკური ნაწილია -ზედაპირული ნაწილი.რეჟისორის დავალებით ის ყოველდღიურად წერდა, როგორც ნედი, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს პოემა იქნებოდა, პიესა, დღიური თუ სხვა რამ, მთავარი იყო ეწერა, ეწერა-ეწერა უსასრულოდ. მთავარი მოთხვნა აქცენტის არა ისტორიაზე, არამედ პერსონაჟის სულიერ მდგომარეობაზე გაკეთება იყო. ემოციური ფონი კი საკმაოდ ღრმა და ძლიერია.

„გადაღებების ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თანმიმდევრობით იყო ყოვლისმომცველი და ემოციურად საკმაოდ საშიში სცენები. ჩემს ოჯახის წევრებს ვესაუბრებოდი და ვამბობდი: „ბევრი რამ არის, რისი თქმაც მინდა იმ გამოცდილების შესახებ, რომელსაც აქ ვიღებ. მაგრამ არ შემიძლია, იმიტომ რომ თუ მე ამაზე ვილაპარაკებ,  თუ ვაღიარებ რას ვგრძნობ, გავტყდები. და თუ გავტყდები, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისევ შევძლებ ჩემი გამტყდარი ნაწილების ერთად შეგროვებას“.

სწორედ ამ მძიმე ემოციური დატვირთვის შემდეგ, მსახიობი თვლის, რომ ნედ ქელის გამოცდილების გარეშე „1917“-ში საკუთარი პერსონაჟის განსახიერებას ვერ შეძლებდა.

დაჯილდოებების სეზონის დასრულებისა და ახალი საკულტო ფილმის შემდეგ, წინ კიდევ ერთი ვარსკვლავური ფილმია, მთავარი როლი ლილი როუზ-დეპთან ერთად  „Wolf“-ში, სადაც მის პერსონაჟს სჯერა, რომ მგელია.

ამ ყველაფრის შემდეგ მისი მომავალი კარიერა დღესავით ნათელია. „Game of Thrones”-ის, “Macbeth”-ისა და სხვა არაერთი უარის, წარუმატებელი ქასთინგებისა და მოკრძალებული როლების შემდეგ ჯორჯ მაქაი დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო ახალგაზრდა მსახიობია. ყველაფერი იმაზეა თუ როგორ ჩაეჭიდები საკუთარ ოცნებას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ დაეცემი, მთავარი მხოლოდ ის არის, რომ უილიამ სკოფილდის მსგავსად, დაცემის მიუხედავად სირბილი არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტო, რათა დასახულ მიზანს მიაღწიო.

„True History Of Kelly Gang”-ის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 28 თებერვალს შედგა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 აპრილს იგეგმება.

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე.

მასალის ავტორი: დეა კოლოტაური.