ფილმები რომლებიც თქვენი შთაგონების წყაროდ იქცევიან

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

შთაგონების წყარო თითოეულ ჩვენგანს ჰაერივით სჭირდება, მისი ძიება კი არც ისე მარტივია. ძნელია მოტივაციის ამაღლება მაშინ როდესაც საკუთარ სახლში ხარ გამოკეტილი და გარე სამყაროსთან თითქმის საერთოდ ვერ ამყარებ კონტაქტს. ამ ყველაფრის ფონზეც კი გვსურს ცხოვრების ხალისით აგავსოთ, მოგცეთ მოტივაცია და შემოგთავაზოთ ფილმები რომლებიც ნამდვილად თქვენი ინსპირაციის წყაროდ იქცევიან.

თუ მოტივაციის ნაკლებობას უჩივით, ეს სტატია სწორედ რომ თქვენთვისაა. წარმოგიდგენთ გამორჩეულად კარგ ფილმებს რომელთა სიუჟეტიც ბოლომდე ბრძოლასა და თავდაუზოგავ შრომას შთაგაგონებთ.

როკი” (1976)

როკი ბალბოას ისტორია არა მხოლოდ წარმატებულ მოკრივეზე, არამედ თავდაუზოგავ შრომასა და მიზანდასახულებაზეა დაფუძნებული. ფილმი როკის შესახებ გვიყვება, კაცის რომელმაც დიდი შრომის წყალობით შეძლო და რინგი დაიპყრო. თუ სავარჯიშოდ ინსპირაციის წყაროს ეძებთ, მაშინ როკი უდავოდ სწორი არჩევანია.

127 საათი” (2010)

რას იზამდით მაშინ თუ არჩევანის გაკეთება საკუთარ ხელსა და სიცოცხლეს შორის გიწევთ? ესაა გადაწყვეტილება რომელიც აარონ რალსონმა 127 საათში მიიღო. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და უკაცრიელ კანიონში გაჭედილი კაცის ისტორიას გვიყვება რომელსაც გადასარჩენად ერთი ხელის დათმობა უწევს.

ველურ პირობებში” (2007)

კარიერის არ მჯერა მისტერ ფრენც, მგონია რომ კარიერა მეოცე საუკუნის გამოგონებაა” – მთავარი გმირის ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერენ მთავარ გმირს და მის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი. ასევე რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ცივილიზაციისგან მოშორებით, ველურ ბუნებაში საცხოვრებლად წასული ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საბოლოოდ ადამიანური ურთიერთობების ნამდვილ ფასს გებულობს.

ფორესტ გამპი” (1994)

წარმოგიდგენთ დაბალი ინტელექტის მქონე კაცს – ფორესტს, რომელიც ვერაფერმა შეაჩერა. ის გახდა ვარსკვლავი კოლეჯში, იბრძოდა ვიეტნამში, კაპიტნობდა გემს და თამაშობდა პინგ-პონგს. ფილმი დაგარწმუნებთ რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ბავშვური მონდომებით ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი, აბსოლუტურად ყველასთვის.

თუ “ფორესტ გამპი” თქვენც ისე გიყვართ როგორც ჩვენც, მაშინ ფილმის შესახებ საინტერესო ფაქტების გაცნობაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ბედნიერებისაკენ სწრაფვა” (2006)

ფილმი რომელიც ალბათ ყველაზე კარგად ასახავს იმას რომ უკან არ დახევას და თავდაუზოგავ შრომას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება და მამა-შვილის შესახებაა რომლებიც რთულ დროს გადასარჩენად და ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ყველაფერს აკეთებენ.

ავიატორი” (2004)

ფილმი ჰოვარ ჰიუზის შესახებ მოგვითხრობს რომელმაც მემკვიდრეობით პატარა ქარხანა ჩაიბარა და ის ყველაზე დიდ ავიაკომპანიად აქცია. ჰოვარმა დიდი ქონების დაგროვება შეძლო, მაგრამ მიუხედავად ამისა ბედნიერების პოვნა მაინც ვერ შეძლო. ფილმი დაგარწმუნებთ რომ ბედნიერებისთვის ფული აუცილებელი სულაც არ არის.

რბოლა” (2013)

ფილმი ნიკი ლაუდას და ჯეიმს ჰანთის კონკურენციის ისტორიას გვიყვება, ორი მრბოლელის რომლებმაც ფორმულას ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს და უბრალოდ ამ სპორტის ოქროს ხანა შექმნეს. ფილმი სავსეა სენტიმენტებით და ამ ორი ადამიანის საუკეთესოობის დაუოკებელ წყურვილით.

შინდლერის სია” (1993)

სია ყველაზე დიდი რამისაკენ – სიცოცხლისკენ სწრაფვით დავასრულოთ. ფილმი ნამდვილი გმირის შესახებ მოგითხრობთ რომელიც ნაცისტურ გერმანიაში ებრაელთა ერთადერთ იმედს წარმოადგენდა. “მან ვინც გადაარჩინა თუნდაც ერთი სიცოცხლე მან იხსნა მთელი მსოფლიო“.

წყარო: Scoopwhoop.com

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე