„რაპუნცელი“-ში კორონავირუსთან დაკავშირებული მინიშნებები აღმოაჩინეს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მულტფილმი „რაპუნცელი“ ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ტვიტერის მომხმარებლებმა 2010 წლის ანიმაციაში, კორონავირუსთან დაკავიშირებული მინიშნებები შეამჩნიეს.

მულტფილმი ძმები გრიმების ზღაპარს „რაპუნცელი“ ემყარება, რომლის თანახმადაც, დედამიწაზე ჩამოვარდნილი მზის სხივის წყალობით, სამკურნალო თვისებების მქონე, ჯადოსნური ყვავილი ჩნდება. თავდაპირველად ყვავილი მოხუცი გოტელის ხელშია, თუმცა მას ფეხმძიმე დედოფლის განსაკურნებლად, სამეფო ჯარი ძალადობრივად ართმევს. ჯადოსნური ყვავილის წყალობით იბადება პრინცესა რაპუნცელი, რომელსაც მარადიული ახალგაზრდობით შეპყრობილი გოტელი იტაცებს და კოშკში გამოკეტავს, სადაც რაპუნცელი 18 წლის განმავლობაშია ჩაკეტილი.

სოციალურ ქსელში ყურადღება ორ ფაქტს მიაქციეს: პირველი –  სამეფოს სახელი, სადაც რაპუნცელი იბადება კორონავირუსის აბრევაიატურაა და მეორე – რაპუნცელის გამოკეტვა თითქოს მოწოდებაა საზოგადოებისთვის იზოლაციისაკენ.

Covid19-თან დაკავშირებით მულტფილმი “რაპუნცელი” მედიამაც მოიხსენია. 16 მარტს, USA Today–მ გამოაქვეყნა საკარანტინო რჩევების სია, ერთ-ერთ აბზაცში ავტორი Rapunzel-ის სიმღერას მოიხსენიებს, სადაც გმირი თავის საქმიანობებს აღნიშნავს .

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge– ზე.

მასალის ავტორი: ლიკა ჩხენკელი