იქნება თუ არაკრისტოფერ ნოლანის “ტენეტი” პირველი ბლოკბასტერი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ?

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

კორონავირუსის გავრცელებამ ბევრ ინდუსტრიაზე მოახდინა გავლენა, მათ შორის რაღა თქმა უნდა კინო ინდუსტრიაზეც. მსოფლიოს მასშტაბით ექსპერტები და ექიმები მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ამ გარემოებაში ვის სცხელა კინოში წასასვლელად?

აქედან გამომდინარე ალბათ გასაკვირი არ არის, რომ თითქმის ყველა დიდი სტუდიური ფილმი, “ბლოკბასტერი” ან რამდენიმე თვით, ან გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თუმცა, არა კრისტოფერ ნოლანის “ტენეტი”, რომლის გამოსვლაც 17 ივლისს არის დაგეგმილი. სტუდია “ვორნერ ბრაზერსი” არ ჩქარობს თარიღის შეცვლას, რადგან შესაძლებელია პანდემია ფილმის გამოსვლის პერიოდში ჩაწყნარებული იყოს, კონკურენცია კი “ტენეტს” ნაკლები ექნება.

კრისტოფერ ნოლანის ახალი ნამუშევარის გადასაღებად სტუდიას 225 მილიონი დოლარის გაღება მოუწია, საინტერესოა, რომ ეს თანხა ბიუჯეტის მხრივ კინოისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესია “არა-ფრენჩაიზულ” ფილმებს შორის.