ადამ სენდლერის განცხადებით , ზერელედ არც ერთი ფილმი არ გადაუღია

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ადამ სენდლერს, შეიძლება ითქვას უცნაური კარიერა აქვს. ნიჭიერი კომედიანტი “შაბათის საღამოს პირდაპირი”-ს სკეტჩებით გახდა ცნობილი, რის შემდეგაც კომედიურ ფილმებში თამაშიც დაიწყო.

ზოგიერთი მისი ფილმი კრიტიკულადაც და კომერციულადაც, ისევე როგორც მაყურებლის გამოხმაურებით ძალიან წარმატებულია. მაგალითისთვის “გამაოგნებელი სიყვარული”, ან 2019 წელს გამოსული ჰიტი “დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები” ( Uncut Gems) გავიხსენოთ. თუმცა უმეტეს წილად, სენდლერს კრიტიკოსებისგან ხაზ გადასმულ კომედიებში, ხშირად ჯენიფერ ენისტონთან ერთად ვხედავთ .

წარუმატებელი ფილმების შემხედვარე, ბევრ ფანს გაუჩნდა მოსაზრება, რომ ადამი როლებს ზერელედ, ნაკლები ენთუზიაზმით უდგება. ჟურნალისტებმა ამერიკელ მსახიობს ამის შესახებ კითხვა დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა: “არ ვიცი რა წარუმატებლობები მქონდა, შეიძლება, როცა ხალხი ჩემზე წერს ჩემს წარუმატებელ ფილმებს იხსენებენ, მაგრამ მე არ ვიცი რომელი მათგანია ასეთი. მიყვარს ყველა ფილმი, რომელსაც ვიღებ. კარიერაში არასდროს არ მივდგომივარ სამუშაოს ზერელედ”.

“დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები” -ში ადამმა დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ კომედიური, ასევე დრამატული როლების შესრულებაც ბრწყინვალედ შეუძლია. იმედია მსახიობი კიდევ მიიღებს მსგავს ფილმებში მონაწილეობას და კარგ შესრულებას შემოგვთავაზებს.