10 საუკეთესო მსახიობი რომელსაც სამსახიობო განათლება არ გააჩნია

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ჰოლივუდი სავსეა იმ მსახიობებით რომლებსაც სამსახიობო განათლება არ გააჩნიათ და პირველი როლი შემთხვევით მიიღეს. მაგალითად ხოაკინ ფენიქსი მხოლოდ მაშინ შენიშნეს როცა ოჯახის დასახმარებლად ქუჩაში გამვლელებს ართობდა, ხოლო შარლიზ ტერონს ერთ დროს საერთოდ ბალერინობა სურდა. მათ გარდა კიდევ მრავალი მსახიობია ისეთი რომლებმაც გამორჩეული სამსახიობო კარიერა მთლიანად საკუთარი ნიჭის საშუალებით შეიქმნეს.

წარმოგიდგენთ იმ ძალიან წარმატებული მსახიობების არასრულ ჩამონათვალს რომლებსაც სამსახიობო განათლება არასდროს მიუღიათ თუმცა მათ მაინც შეძლეს სამსახიობო სფეროში გაბრწყინება.

ტომ კრუზი

ტომს ყოველთვის ძალიან უყვარდა ფილმები, მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი კი სპექტაკლში მონაწილეობის მიღება იყო რის შემდეგაც ის ნიუ იორკში გაემართა და 6 თვეში პირველი როლიც მიიღო ფილმში “კადეტები”. უკვე 1990-იან წლებში ტომი უკვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლებოდა.

ჯიმ ქერი

ჯიმ საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს თავად ჯიმი კი ყოველთვის წარმატებულ ცხოვრებაზე ოცნებობდა. მან სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა რათა ოჯახს დახმარებოდა და ამ პერიოდში მრავალი პატარა როლის მიღებაც მოასწრო. მისი პირველი დიდი წარმატება ტელეშოუში “In Living Color“-ში მონაწილეობის მიღება იყო რის შემდეგაც მან მრავალი მეტად წარმატებული და სერიოზული როლიც მოირგო.

კამერიონ დიაზი

ერთხელ ცნობილი ფოტოგრაფი ჯეფ დიუნასი კამერონ დიაზს შეხვდა და უმალვე ჰკითხა თუ ვინ იყო მისი აგენტი, ხოლო როცა გაიგო რომ მას აგენტი საერთოდ არ ყავდა კამერონს უმალვე საკუთარი სამსახური შესთავაზა. კამერონი ამის შემდეგ ელიტურ სამოდელო სააგენტოში მოდელი გახდა, 4 წლის შემდეგ კი პირველი დიდი როლიც მიიღო ფილმში “ნიღაბი“.

ჯონი დეპი

სამსახიობო განათლება არც ჯონი დეპს აქვს. ის თავის დროზე მუსიკოსობაზე ოცნებობდა და საამისოდ კალიფორნიაშიც გადავიდა. მალე დეპმა ნიკოლას ქეიჯი გაიცნო და ძალიან დაუახლოვდა, ქეიჯმა კი ის საკუთარ აგენტს წარუდგინა და მალევე ჯონმა პირველი როლი მიიღო ფილმში “საშინელება თელების ქუჩაზე“.

ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსი და მისი და-ძმები ოჯახში გამვლელების გართობით ირჩენდნენ თავს როდესაც აირის ბარტონმა, ცნობილმა რეჟისორმა მათი ნიჭი შენიშნა და რეკლამებსა და ტელევიზიაში სათამაშოდ მიიყვანა. თავად ხოაკინის კარიერა ძალიან კარგად დაიწყო თუმცა მას დიდი შესვენებაც გამოუვიდა მას შემდეგ რაც მისი ძმა, რივერ ფენიქსი გარდაიცვალა.

რასელ ქროუ

ქროუს წარმატება “გლადიატორში” შესრულებულმა მაქსიმუსის როლმა მოუტანა. როლისთვის მან ოსკარიც დაისაკუთრა. იმისთვის რომ მსახიობი გამხდარიყო რასელმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა და ამან გაამართლა კიდეც. მსახიობმა “გლადიატორის” გარდა ისეთ დიდ ფილმებში მიიღო როლი როგორებიც არიან “ბრწყინვალე გონება“, “ნოკდაუნი” და სხვა.

შარლიზ ტერონი

ტერონმა სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, მალე ბალერინობაც მოინდომა და გაკვეთილებზეც დადიოდა თუმცა ტრავმამ ყველაფერი დაასრულა, რის შემდეგაც შარლიზი ლოს-ანჯელესში გადავიდა რათა სამსახიობო კარიერა დაეწყო. ის რეჟისორმა ბანკირთან კამათისას შენიშნა რამაც მომავალ მსახიობს ჰოლივუდისკენ გაუღო კარი.

მეთიუ მაკკონაჰი

მეთიუ ტეხასის უნივერსიტეტში სამართალზე სწავლობდა რა დროსაც წიგნს “საუკეთესო გამყიდველი მსოფლიოში” რაც მის ინსპირაციის წყაროდ იქცა და მალევე მსახიობობაც გადაწყვიტა. მან კარიერა რამოდენიმე რეკლამასა და სტუდენტურ ფილმში თამაშით დაიწყო, შემდეგ კი იყო როლი ფილმი “მოწეულები და აფორიაქებულები“.

ნატალი პორტმანი

როცა ნატალი მხოლოდ 11 წლის იყო და ადგილობრივ პიცერიაში მიმტანად მუშაობდა, მას სამოდელო კარიერის დაწყება შესთავაზეს, თუმცა ნატალიმ მოდელობა მოსაწყენ საქმიანობად ჩათვალა და სანაცვლოდ მსახიობობა გადაწყვიტა. მან კარიერა სპექტაკლებში თამაშით დაიწყო თუმცა უშუალოდ სამსახიობო განათლება არასდროს მიუღია.

ჰიტ ლეჯერი

ლეჯერმა სკოლა 17 წლის ასაკში მიატოვა რათა სამსახიობო კარიერა დაეწყო. მალევე მან პირველი პატარა როლი მიიღო შოუში “Clowning Around“. მსახიობმა პოპულარობა ფილმში “ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი“-ში შესრულებული როლის შემდეგ მოიპოვა, ხოლო საუკეთესო შესრულება უდავოდ ფილმ “შავ რაინდში” შესთავაზა მაყურებელს რის გამოც ოსკარიც დაიმსახურა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე