10 სასიამოვნო კომედია რომელიც ყველაფრის დავიწყებაში დაგეხმარებათ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

არსებობს ფილმები რომლებიც კომედიური ჟანრის არიან მაგრამ გარკვეულ დამაფიქრებელ, ფილოსოფიურ ნარატივს მაინც ატარებენ. ასეთი ფილმების დროს ბოლომდე მოდუნება ცოტა ძნელია რადგან ისინი გარკვეულ რაღაცებზე მაინც გვაფიქრებენ, თუმცა დღეს მათგან განსხვავებული ფილმების შემოთავაზება გვსურს.

წარმოგიდგენთ სახალისო, კომედიური ფილების ჩამონათვალს რომლებიც ბოლომდე განტვირთვასა და ყველაფრის დავიწყებაში დაგეხმარებიან.

ალიბი.ქომ” (2017)

ფილმი ძალიან წარმატებული კომპანიისა და მისი დამფუძნებლის – გრეგის შესახებ მოგვითხრობს. გრეგმა შექმნა კომპანია რომელიც სხვებისთვის სარწმუნო ალიბს იფიქრებს, მაგრამ ერთ დღესაც ის ხვდება გოგოს რომელსაც უბრალოდ სძულს ტყუილი. ეს გრეგისთვის დიდ გამოწვევად იქცევა.

IMDb რეიტინგი: 6.5

ეს ამბავი ძალიან სახალისოა” (2010)

ეს ფილმი ალბათ ყველაზე მეტად შეეფერება ჩვენი სტატიის სათაურს, მით უმეტეს რომ მასში მთავარ როლს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მსახიობი – ზაკ გალიფიანაკისი ასრულებს. ის მოგვითხრობს გრეგის შესახებ რომელიც სიზმარში ნახავს რომ თავი მოიკლა. გრეგს იმდენად შეაშინებს ეს ამბავი რომ გადაწყვეტს ფსიქიატრიულ კლინიკაში საკუთარი ნებით წავიდეს. შემთხვევით ის მოზარდების ნაცვლად ზრდასრულების სექციაში აღმოჩნდება საიდანაც მისი მხიარული თავგადასავალი იწყება.

IMDb რეიტინგი: 7.1

დიდი ძმა” (2018)

ფილმი ყოფილი ჯარისკაცის შესახებ მოგვითხრობს რომელიც ამჟამად ჰონგ კონგში სკოლის მასწავლებლად მუშაობს. სამწუხაროდ, მალე სკოლას სტუდენტების წარუმატებლობის გამო დახურვა ემუქრება. მთავარი გმირი ამ პრობლემის მოგვარებას გადაწყვეტს.

IMDb რეიტინგი: 6.3

მამის მსგავსი” (2018)

მთავარი გმირი ქორწილიდან სულ ცოტა ხნით ადრე საკუთარ საცოლეს შორდება, თუმცა თაფლობის თვის მთლიანი საფასური უკვე გადახდილია ამიტომ ის მოგზაურობას მამასთან ერთად გადაწყვეტს, რომელიც უკვე 20 წელია არც კი უნახავს.

IMDb რეიტინგი: 6.1

გუნდი ა” (2010)

კიდევ ერთი სახალისო კომედია ბრედლი კუპერის მონაწილეობით. ის ერაყის ომის ვეტერანთა გუნდის შესახებ მოგვითხრობს. მათ ბრალი ედებათ დანაშაულში რომელიც არ ჩაუდენიათ. უდანაშაულობის დასამტკიცებლად და დაკარგული რეპუტაციის აღსადგენად ისინი ნამდვილი დამნაშავის პოვნას გადაწყვეტენ.

IMDb რეიტინგი: 6.8

სარეველები” (2018)

ფილმი უაელისა და დედამისის, მონიკას შესახებ მოგვითხრობს. ისინი ფულს ძალიან უსამართლო და უკანონო გზით შოულობენ. მთავარი გმირების ცხოვრება მას შემდეგ იცვლება რაც ისინი ფულის მოპარვას მონიკას მეგობრისგან გადაწყვეტენ.

IMDb რეიტინგი: 7.3

“ის საკმაოდ მხიარულია” (2014)

გოგონას სახელად იზაბელას ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება მას შემდეგ რაც ის ბროდვეის რეჟისორის ცხოვრებაში აღმოჩნდება. მას ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს, მათ შორის ოჯახური სკანდალების ჩათვლით, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერს გაუმკლავდება.

IMDb რეიტინგი: 6.1

ლამაზად წასვლა” (2016)

ფილმი ხანშიშესული მეგობრის – ჯოს, უილისა და ელის შესახებ მოგვითხრობს. მათ ეშინიათ სიბერისა და სიღარიბის ამიტომაც ბანკის გაძარცვას დაგეგმავენ რათა მათი შენახული დანაზოგები უკან დაიბრუნონ.

IMDb რეიტინგი: 6.6

“მკურნალი” (2017)

ფილმის მთავარი გმირი დარწმუნებულია რომ ამ ქვეყნად მისთვის სიამოვნების მინიჭება მხოლოდ ქალებს, კაზინოსა და ალკოჰოლს შეუძლიათ. ერთ დღესაც ის შეხვდება ნათესავს რომელიც მზადაა მისი ყველა ვალი დაფაროს მხოლოდ ერთი პირობით – ალექსმა ერთი წელი სახლიდან მოშორებით, ერთ პატარა სოფელში უნდა გაატაროს.

IMDb რეიტინგი: 6.2

“საქმრო ორისთვის” (2018)

ფილმი მატიასის შესახებ მოგვითხრობს რომელიც ძალიან მალე უნდა დაქორწინდეს. მისი ქორწილის ორგანიზატორი მისი ყოფილი შეყვარებული აღმოჩნდება, ეს კი ყველაფერს ართულებს რადგან მატიასს მის მიმართ გრძნობები ჯერ კიდევ აქვს. ამის გამო მას სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

IMDb რეიტინგი: 6.9

სავარაუდოდ ზემოთ ჩამოთვლილი ფილმების უმეტესობა ნანახი არ გექნებათ, არადა ისინი ყურადღების დათმობას ნამდვილად იმსახურებენ, ერთხელ მაინც.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე