“ქალი საოცრება 1984” – როდის უნდა ველოდოთ პრემიერას?

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ქალი საოცრება 1984” ერთ-ერთია იმ მრავალი ფილმიდან რომლის პრემიერაც კორონავირუსის გამო გადაიდო, თუმცა როგორც ჩანს ფილმის გამოსვლის თარიღი საბოლოოდ დადგინდა და მას მაყურებლები უკვე აგვისტოში უნდა ელოდონ.

ფილმის თავდაპირველი პრემიერის გაუქმების მიზეზად კორონავირუსი დასახელდა. პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით კინოთეატრების უმრავლესობა დაიკეტა, შესაბამისად ფილმის კინოგაქირავებიდან მიღებული შემოსავლები მოსალოდნელზე გაცილებით დაბალი იქნებოდა რის გამოც საბოლოოდ კინოკომპანიამ პრემიერის თარიღის გაურკვეველი ვადით გადაწევა გადაწყვიტა. “ქალი საოცრების” გაგრძელების პრემიერის თავდაპირველ თარიღად 5 ივნისი იყო დასახელებული თუმცა მისი გადადების შემდეგ უცნობი იყო თუ როდის გამოვიდოდა ფილმი დიდ ეკრანებზე.

როგორც ჩანს კინოგაქირავებას კორონავირუსი უახლოეს მომავალში იმხელა საფრთხეს აღარ შეუქმნის როგორც ეც ბოლო პერიოდში ხდებოდა, ამის გამო საკმაოდ ბევრმა კინოკომპანიამ საბოლოოდ დაასახელა საკუთარი ნამუშევრების გამოსვლის თარიღი, მათ შორისაა “ქალი საოცრება 1984” რომელიც უკანასკნელი ინფორმაციით კინოთეატრებში 14 აგვისტოდან გამოჩნდება. მოსალოდნელი პრემიერის შესახებ განცხადება გალ გადოტმაც გააკეთა საკუთარ ტვიტერის გვერდზე:

რაც შეეხება უშუალოდ ივნისში დადეგმილ სხვა დიდ კინოჩვენებებს, ზაფხულის პირველ თვეში რამოდენიმე პრემიერაა დაგეგმილი, მათ შორისაა პიქსარის ანიმაცია “სული” და “საუკეთესო მსროლელი 2“, თუმცა მაყურებელს არც პრემიერების გადადება უნდა გაუკვირდეს. მაგალითად “სულის” პრემიერას შესაძლოა იგივე პრობლემები შეექმნას რაც ანიმაციას “მინიონები: გრუს აღზევება“, რომლის პრემიერისათვის უბრალოდ შესაბამისი სამუშაოების გაწევაც კი ვერ მოასწრო კინოსტუდიამ. კორონავირუსის გამო 2020 წლის პრემიერების კალენდარი ძალიანაა არეული, ფილმების დიდი ნაწილის პრემიერამ წლის ბოლოსთვის გადაიწია.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე