ნახეთ თრეილერი: “კოფი და კარემი” – ედ ჰელმსი ახალი კომედიით ბრუნდება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ნეთფლიქსმა ცოტა ხნის წინ მათი ახალი კომედიის “კოფის და კარემი”-ს ახალი თრეილერი გამოაქვეყნა. კომედიის რეჟისორი მაიკლ დოუსია რომელსაც აქამდე ფილმებზე “სტუბერი” და “სულელი“-ზეც აქვს ნამუშევარი, ხოლო მთავარ როლებს მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობი ედ ჰელმსი და ტერენს ლითლ გარდენჰაი ასრულებენ. როგორც კომპანიამ დაანანსო ფილმი უნდა ყოფილიყო ერთგვარი “ექშენ-კომედია”, რაც თრეილერიდანაც კარგად ჩანს:

როგორც ხედავთ ფილმის თრეილერი დიდი ქაოსით იწყება, შემდეგ კი მაყურებელს იმის შესახებ ამცნობს თუ რამ გამოიწვია ეს დიდი არეულობა. ედ ჰელმსის პერსონაჟი სასოწარკვეთილად ცდილობს საერთო ენის გამონახვას მისი შეყვარებულის შვილთან რაც არც ისე წარმატებით გამოსდის. უნებლიეთ ისინი დიდ არეულობაში გაეხვევიან და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ჯგუფს დაუპირისპირდებიან. ბანდა მათ სიცოცხლის გამოსალმებით ემუქრება ასე რომ მთავარ გმირებს გაერთიანების და ერთად ბრძოლის გარდა სხვა არჩევანი აღარ რჩებათ. როგორც ჩანს მაყურებელი 80-იანებისთვის დამახასიათებელ კომედიას უნდა ელოდეს.

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს ის პოლიციის ოფიცრის, ჯეიმს კოფის შესახებ მოგვითხრობს რომელიც თავისი ახალი ურთიერთობით ტკბება ვანესასთან, თუმცა ვანესას 12 წლის შვილი, კარემი ყველაფერს აკეთებს მათი ურთიერთობის დასანგრევად. თავიდან დედის შეყვარებულის მოსაშორებლად კარემი კრიმინალურ დაჯგუფებას მიმართავს თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ წარიმართება როგორც მას აქვს დაგეგმილი და მისდა უნებლიედ საფრთხეში მთელი მისი ოჯახი აღმოჩნდება. ახლა კოფი და კარემი იძულებულები არიან ერთიანი ძალებით გაუმკლავდნენ დამნაშავეებს.

შთამბეჭდავად გამოიყურება ქასთიც. ედ ჰელმსისა და ტერენს ლითლ გარდენჰაის გარდა ფილმში ბეტი გილპინი, რონრიკო ლი, ენდრიუ ბაქელორი და დევიდ ალან გრიერიც თამაშობენ. რაც შეეხება უშუალოდ რეჟისორს როგორ უკვე გითხარით ფილმზე მაიკლ დოუსმა იმუშავა რომლის წინა ნამუშევარი, “სტუბერი” წინა წელს კინოგაქირავების ნამდვილ ბომბად იქცა და დიდი შემოსავალიც მოუტანა კომპანიას. ფილმი ნეთფლიქსზე 3 აპრილიდან გამოჩნდება ასე რომ მის პრემიერამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.

თრეილერის გარდა ნეთფლიქსმა ფილმის რამოდენიმე პოსტერიც გამოაქვეყნა სადაც ედ ჰელმსი და ტერენსი პერსონაჟებს სხვადასხვა ცნობილი ფილმიდან განასახიერებენ როგორებიც არიან “კერკეტი კაკალი“, “48 საათი” და “პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან“. უნდა აღინიშნოს რომ ფილმთან ერთად კომპანიას პოსტერებიც ძალიან სახალისო და კარგი გამოუვიდა, ხოლო ის რომ მათი ინსპირაცია 80-იანი წლების კომედიები და ექშენ ფილმებია, ეს სწორედ პოსტერებიდანაც კარგად ჩანს.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე