ლეგენდებად ქცეული კაბები ფილმებიდან

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ფილმის ყურებისას შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟების ჩაცმულობაა. აუცილებელია მათი ხასიათის სწორად დაკავშირება მათ ჩაცმის სტილთან. კოსტუმების დიზაინი კი საკმაოდ ხშირად ფილმის წარმატებასაც უწყობს ხელს. გთავაზობთ ლეგენდებად ქცეულ კაბებს ფილმებიდან რომლებსაც დრომ თუ ტრენდების გამუდმებულმა ცვლილებამ ვერაფერი დააკლო, არამედ პირიქით, მათი უნიკალურობა უფრო ნათელი გახადა.

მერლინ მონროს ვარდისფერი კაბა ფილმიდან „ჯენტლემენებს ქერები ურჩევნიათ“. კაბა ამერიკელ კოსტუმების დიზაინერის, უილიამ „ბილი“ ტრავილას, მიერ არის შექმნილი. მოგვიანებით, ეს ლეგენდად ქცეული ვარდისფერი კაბა არაერთი ვარსკვლავისათვის ინსპირაციის წყაროდ იქცა, მათ შორის მადონას მუსიკალური ვიდეოკლიპ “Material Girl”-ისათვის.

https://movie.ge/movie/NzU5

1961 წელს გამოსული რომანტიკული კომედია “საუზმე ტიფანისთან“ ოდრი ჰეპბერნის სცენით იწყება, სადაც მას Hubert de Givenchy-ის მიერ, იტალიური აბრეშუმისგან შექმნილი შავი კაბა აცვია, რომელიც კინემატოგრაფიისა და მეოცე საუკუნის მოდის ინდისტურიაში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდალურ კაბად არის აღიარებული.

https://movie.ge/movie/MTY0

ჯულია რობერტსის პერსონაჟს, ვივიენ უორდს, ფილმში „ლამაზმანი“ კოსტუმების დიზაინერის, მერლინ ვანსის, მიერ შექმნილი წითელი კაბა აცვია. კაბის დიზაინი ისეთი მოდის სახლებისათვის გახდა ინსპირაციის წყარო, როგორებიც არიან: Christian Dior და Valentino.

https://movie.ge/movie/MTE0

„სექსი დიდ ქალაქში“-ის ვარსკვლავის, ქერი ბრედშოუს, საქორწილო კაბის დიზაინი Vivenne Westwood-ს ეკუთვნის. თავდაპირველად „ღრუბლები“ ფორმის კაბა დიზაინერის 2007/2008 წლის ზამთრის კოლექციაში გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟისათვის განახლებული დიზაინით შექმნეს. საქორწილო კაბა ორი განსხვავებული ფერის ქსოვილისგან არის შექმნილი: კორსეტი სპილოსძვლისფერი აბრეშუმია, ხოლო ქვედა ნაწილი რძისფერი აბრეშუმი. სატელევიზიო შოუების ისტორიაში ქერი ბრედშოუს გრანდიოზული საქორწილო კაბა ყველაზე დიდებულ ქმნილებად არის მიჩნეული.

https://movie.ge/movie/NDU2NA

ოსკაროსანი კოსტუმების დიზაინერის, ჟაკლინ დურანის, მიერ შექმნილი მწვანე აბრეშუმის კაბა, რომელიც ფილმ „მონანიებაში“ კირა ნაითლის პერსონაჟს, სესილია თალისს, აცვია კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე გემოვნებიან, გლამურულ კაბად არის აღიარებული.

https://movie.ge/movie/NDM0Nw

ალბათ ყველას გვახსოვს ლეგენდარული ყვითელი კაბა ანიმაციიდან „ურჩხული და ლამაზმანი“. წლების შემდეგ, 2017 წელს  კოსტუმების დიზაინერმა, ჟაკლინ დურანმა, ყველა გოგონას საოცნებო კაბა ახლა უკვე ფილმისათვის გააცოცხლა. კაბა რამდენიმე ფენის ბუმბულივით მსუბუქი აბრეშუმისა და ე.წ „ორგანზას“ ქსოვილისგან არის შექმნილი, რომელსაც 2, 160 სვაროვსკის კრისტალი ამშვენებს. მის შექმნას დაახლოებით 12, 000 საათი დასჭირდა.

https://movie.ge/movie/MzIxNjEy

კოსტუმების დიზაინერის, ქეთრინ მარტინისა, და მიუჩია პრადას კოლაბორაციით შეიქმნა ლეგენდარული კაბა ფილმ „დიდებული გეთბის“ მთავარი პერსონაჟისთვის, დეიზი ბიუკენენისათვის. კაბის დიზაინი ზუსტად ასახავს 1920-იანები წლების ამერიკის მაღალი საზოგადოების ჩაცმის სტილსს.

https://movie.ge/movie/NjQ2ODI

ლეგენდარული ლურჯი ფერის კაბა 1955 წელს გადაღებული ფილმიდან “Love Me or Leave Me” კოსტუმების დიზაინერ, ჰელენ როუსს, ეკუთვნის. კაბა დორის დეისს პერსონაჟის, რუთ ეთინგისათვის შეიქმნა.

სატელევიზიო შოუების „სექსი დიდ ქალაქში“ და „უშნო ბეტის“ შემდეგ კოსტუმების დიზაინერმა, პატრისია ფილდმა, გემოვნებიანი ლუქებით კიდევ ერთხელ გაგვანებივრა  ფილმისთვის „შოპაჰოლიკი”. თუმცა რებეკა ბლუმვუდის მულტი-ფერადი „შიფონის“ კაბა ნამდვილი ფავორიტია.

https://movie.ge/movie/MjAwNDg

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე.

მასალის ავტორი: დეა კოლოტაური.