8 რომანტიკული კომედია, რომელიც ყველა გოგონამ უნდა ნახოს

იპოვე ფილმი საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

რამდენიმე მათგანი 15 წელზე მეტია რაც ეკრანებზე გამოჩნდა, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალურობა. თუ თქვენ მოცემული ფილმები ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი, მათი ნახვა აუცილებლად ღირს, და თუ უკვე ნანახი გაქვთ, საყვარელი ფილმების გახსენება და გადახედვა ყოველთვის ღირს.

თანამედროვე სამყაროში სიბრძნისა და განათლების წყარო არა მხოლოდ წიგნებია, არამედ ფილმების სამყაროც. ხშირად გამოგონილი სიუჟეტური ხაზები, თვალს გვიხელენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებზე. გთავაზობთ 8 რომანტიკული ფილმის სიას, რომლების ნახვაც 30 წლამდე ღირს!

,,13-დან 30-ში“

IMBd 6.1

კიდევ ერთი ისტორია იმის შესახებ, რომ საკუთარ სურვილებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ჯენ რიკი – ჩვეულებრივი 13 წლის მოსწავლე გოგონაა, რომელიც ოცნებობს გაზრდაზე. როდესაც ჩაფიქრებული სურვილი უხდება და ჯენი ერთ ღამეში 30 წლის ხდება, მოვლენები ყველაზე მოულოდნელი სახით ვითარდება.

,,ბრიჯიტ ჯონსის დღიური“

IMDb 6.7

ფილმის სიუჟეტი გვიყვება ქალის ისტორიაზე, რომელმაც გადაწყვიტა მისი ცხოვრების შეცვლა. ბრიჯიტი 30 წელს გადაცილებული, მარტოხელა, პუტკუნა და მავნე ჩვევების მქონე ქალბატონია. გოგონა მის უფროსზეა შეყვარებული და მასთან რომანის გაბმა ძალიან სურს. მალევე მან შეძლო მისი მოხიბვლა და ისინი რამდენიმე კვირას ვნებიანად ატარებენ, მაგრამ როგორც გაირკვევა, ბრიჯიტი მისი ერთადერთი ქალი არ არის. ბრიჯიტ ჯონსის ცხოვრება – ნამდვილი ქალური სიბრძნის საცავია.

,,ლამაზმანი“

IMDb 7

თანამედროვე კონკიას ისტორია, რომელიც უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ. ჯერ მხოლოდ მთავარი გმირების – რიჩარდ გირისა და ჯულია რობერტსის დიალოგები რად ღირს. ფილმის მოქმედება ხდება ჰოლივუდში – ,,ადგილი, სადაც ოცნებები ხდება“. მილიონერი ედუარდ ლუისი (რიჩარდ გირი), რომელიც მის შეყვარებულს დაშორდა, მანქანით, ღამის ლოს ან-ანჯელესის ქუჩებში გასასეირნებლად მიდის. რადგანაც ის, არცთუ ისე კარგად იცნობს ქალაქს, იძულებული ხდება გზა ახალგაზრდა, მსუბუქი ყოფაქცევის გოგონას – ვივიენს (ჯულია რობერტს) ჰკითხოს. საიდანაც იწყება ერთი დიდი თავგადასავალი და სასიყვარულო ისტორია.

,,როცა ჰარი შეხვდა სალის“

IMDb 7.6

ეს ფილმი 1989 წელს გამოვიდა, მაგრამ ამ დრომდე პოპულარულია და ეს არ არის გასაკვირი, რადგან სურათში ჩნდება კაცსა და ქალს შორის მეგობრობის არსებობის მარადიული კითხვა. როდესაც ჰარი 1977 პირველად შეხვდა გოგონა სალის, მათ არ იცოდნენ, რომ შემთხვევითი შეხვედრები 12 წლის შემდეგ, გადაიზრდება უბრალოდ მეგობრობაში, ორმხრივი სიყვარულის გარეშე. იმ დროს ორივე მათგანი მარტოსული ადამიანები იყვნენ, რომელთაც პირადი ცხოვრება არ აეწყოთ და რომლებსაც სიყვარულისა და ბედნიერების პოვნის დიდი სურვილი აქვთ. დიდი ხნის განმავლობაში ისინი ვერც  საკუთარ თავს და ვერც ერთმანეთს უმხელდნენ, რომ სიყვარული მათ ახლოს ელოდებოდა.

,,ამელი“

IMDb 8.3

ამბავი ერთ არაჩვეულებრივ პარიზელ გოგონაზე, რომლის ცხოვრება ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო, სანამ ერთმა შემთხვევამ არ მოაფიქრებინა გოგონას, ფარულად დახმარებოდა ადამიანებს. მან არა მხოლოდ მრავალი ადამიანის ცხოვრების გაფერადება შეძლო, არამედ საკუთარი სიყვარულიც იპოვა.

,,სამერის 500 დღე“

IMDb 7.7

რომანტიკული მელოდრამა, გვიყვება ორ ახალგაზრდა ადამიანის მხიარულ ისტორიას, რომელთა ურთიერთობაც დაიწყო მოულოდნელად, გაგრძელდა 500 დღე და ასევე მოულოდნელად დასრულდა. ფილმი გვეუბნება იმას, რომ ხშირად ჩვენი საკუთარი გეგმები არ ემთხვევა ბედის ჩანაფიქრს.

,,რეალური სიყვარული“

IMDb 7.6

ფილმი შედგება, რამდენიმე ნოველისგან, რომლის მთავარი გმირები – სხვადასხვა ადამიანები არიან, მაგრამ მათ აქვთ რაღაც საერთო – ყველას აერთიანებს სიყვარულის გრძნობა, რომელსაც შეუძლებელია წინააღმდეგობა გაუწიო. შესანიშნავი ფილმი, რომელიც, მიუხედავად ,,საზამთრო სიუჟეტისა“ შეგიძლიათ ნებისმიერ სეზონსა და ამინდში სიამოვნებით უყუროთ.

,,ვერცხლისფერიფერი პიესები“

IMDb 7.7

ამ სურათს ოსკარზე 8 ნომინაცია მიენიჭა. მთავარ როლებში – ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი. ისტორია მიმდინარეობს ერთი ბიჭის ირგვლივ, სახელად – პეტ სოლიტანო, რომელიც სახლში, მშობლებთან, ფსიქიატრიული რეაბილიტაციის შემდეგ ბრუნდება, ცდილობს ცხოვრების გაგრძელებას და ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის დავიწყებას. როდესაც ის არაჩვეულებრივ გოგონას – ტიფანის ხვდება, ვერც კი წარმოედგინა, თუ როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება. ფილმი აუცილებლად იმსახურებს ყურებას.

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე