8 ახალი ფილმი რომელიც ეკრანს მიგაჯაჭვებთ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

დაგვეთანხმებით რომ თუ ფილმს ფონად კარგი ისტორია არ გასდევს ის უბრალოდ ვერ იქნება კარგი ფილმი რაოდენ დიდი ბიუჯეტიც არ უნდა იყოს მასში ჩადებული და რაოდენ კარგადაც არ უნდა თამაშობდნენ სხვადასხვა ცნობილი მსახიობები. ხშირად ასეთი კარგი ფილმები ყურადღების გარეშე რჩებიან.

თუ უბრალოდ დაიღალეთ კარგი ფილმების არჩევითა თუ ახალი ფილმების ლოდინით, ეს სია სწორედ თქვენთვისაა. წარმოგიდგენთ 10 ახალ გამორჩეულ ფილმს რომლებიც ყურადღების დათმობას ნამდვილად იმსახურებენ.

გამქრალი ბიჭი” (2018)

ფილმში მოქმედება პატარა ქალაქში მიმდინარეობს სადაც ძალიან კონსერვატიული და რელიგიური ხალხი ცხოვრობს. სიუჟეტი ჯარედის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ადგილობრივი ბაპტისტის შვილია. ბიჭი კარგი მოსწავლე და სამაგალითო შვილია, მაგრამ ერთ დღესაც საკუთარ თავში რაღაცეების გადაფასებასა და შეცვლას იწყებს…

ჟანრი: დრამა, ბიოგრაფია

IMDb რეიტინგი: 6.9

პროფესორი” (2018)

ფილმი რიჩარდის შესახებ მოგვითხრობს რომელიც არაფრით გამორჩეული, ორდინალური ცხოვრებით ცხოვრობს მაგრამ მისი ყოველდღიურობა ექიმთან ვიზიტის შემდეგ იცვლება. ის აღმოაჩენს რომ სიკვდილამდე მხოლოდ 6 თვე რჩება დაა აანალიზებს რომ ცხოვრებაში პირველად, იმის გაკეთება შეუძლია რაც ნამდვილად სურს.

ჟანრი: დრამა, კომედია

IMDb რეიტინგი: 6.7

თინეიჯერი სული” (2018)

ფილმში მთავარ როლს ელი ფანინგი თამაშობს. ისტორია პატარა სკოლის მოსწავლის ვიოლეტის გარშემო ვითარდება. ის კარგად სწავლობს, დედას საოჯახო საქმეებში ეხმარება და ზოგჯერ ადგილობრივ ბარში მიმტანადაც მუშაობს. ერთ დღესაც ბარში მანამ უცნობი სტუმარი გამოჩნდება რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.

ჟანრი: დრამა, მუსიკალური

IMDb რეიტინგი: 6.1

“სიბერგი” (2019)

ფილმში მოქმედება სამოციან წლებში ვითარდება. ჯინ სიბერგი, ახალგაზრდა მსახიობი ლოს ანჯელესში ბრუნდება და მალევე ჰოლივუდის ვარსკვლავიც ხდება. გოგონა ვარსკვლავისთვის დამახასიათებელი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ერთი სასიყვარულო ისტორია მის კარიერასა და მთლიან ცხოვრებას განადგურებით ემუქრება.

ჟანრი: დრამა, თრილერი, ბიოგრაფია

IMDb რეიტინგი: 5.1

“არ გაუშვა” (2019)

დეტექტივ ჯეკ რედკლიფს მისი სამუშაო უყვარს. ერთ დღეს მას საკუთარი დისშვილი ურეკავს და დახმარებას სთხოვს. ჯეკი სასწრაფოდ მიემართება მისკენ თუმცა სამწუხაროდ აგვიანებს: მას გოგონა და მთელი მისი ოჯახი მოკლული ხვდება. ის მომხდარის გამოძიებას იწყებს და საბოლოოდ, კიდევ ერთ ზარს იღებს… გარდაცვლილი დისშვილისგან.

ჟანრი: თრილერი, დეტექტივი

IMDb რეიტინგი: 6.1

“მისტერ ჯონსი” (2019)

ფილმი დაფუძნებულია ახალგაზრდა უელსელი ჟურნალისტის, გარეთ ჯონსის ისტორიაზე. ის სხვა ქვეყანაში საშინელი რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის მომსწრე გახდება რაზეც სტატიის დაწერას გადაწყვეტს. ამის შემდეგ ის სხვადასხვა სპეციალური სამსახურების რადარზე აღმოჩნდება.

ჟანრი: თრილერი, დრამა, ბიოგრაფია

IMDb რეიტინგი: 6.9

“მოწმე” (2019)

ადვოკატი ჰუ ძალიან რთულ საქმეს იღებს, მან უნდა დაიცვას დიასახლისი რომელიც სახლის პატრონის მკვლელობაშია ბრალდებული. ქალი ამტკიცებს რომ მან თავი მოიკლა, ამ ამბის ერთადერთი მოწმე კი პატარა აუტისტი გოგონაა. ჰუს დიდი გამოძიების ჩატარება მოუწევს საიმისოდ რომ ქალის უდანაშაულობა დაამტკიცოს.

ჟანრი: დრამა, დეტექტივი

IMDb რეიტინგი: 7.4

“მთარგმნელები” (2019)

მთარგმნელთა პატარა გუნდი ძალიან სარფიან შემოთავაზებას იღებს – მათ ძალიან მცირე დროში უნდა შეძლონ და ბესტსელერის სექველი თარგმნონ. ინფორმაცის გაჟონვის თავიდან ასარიდებლად მათ ამის გაკეთება ყველასგან განცალკევებით, იზოლირებულ ბუნკერში მოუწევთ. მალე საოცნებო შემოთავაზება ნამდვილ კოშმარად იქცევა.

ჟანრი: თრილერი

IMDb რეიტინგი: 6.4

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე