2019 წლის ძალიან დაუფასებელი ფილმები

საინტერესო სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

2019 წელი კინოისტორიას დარჩება უამრავი მოვლენის გამო. ეს ის შესანიშნავი წელი კინოსთვის და უამრავი საოცარი ფილმი გამოვიდა დეკადის მიწურულს. თუმცა, ზოგიერთი ამ საოცარ ფილმთაგანი ვერ იღებს ისეთ დაფასებას, რასაც იმსახურებს და რამდენიმე, რომლებმაც კარგი შეფასებები მიიღეს, მაყურებლის ყურადღება უბრალოდ ვერ მიიქციეს.

დღევანდელ სტატიაში განხილულია რამდენიმე ასეთი კინოფილმი, რომელიც ნამდვილად ღირს ნახვად.

  1. უდედო ბრუკლინი – რეჟისორი: ედვარდ ნორტონი

„უდედო ბრუკლინი“ გახლავთ ყველასთვის ცნობილი მსახიობის, ედვარდ ნორტონის მეორე სარეჟისორო ნამუშერავი. ედი ამ ფილმზე ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ცდილობდა მის გადაღებას. „უდედო ბრუკლინი“ გახლავთ ჯონათან ლეთჰემის ნოველა, რომელიც ნორტონმა თავისი განცხადებით 90-იან წლებში, გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ წაიკითხა და აღფრთოვანებული დარჩა, ფილმი კი ვერაფრით გადაიღო.

თუმცა მხოლოდ 2019 წლამდე. ედვარდ ნორტონმა თავად დაწერა სცენარი, თავად გაუწია ფილმს პროდუსერობა და როგორც ვახსენეთ იგი რეჟისორობასაც არ მოერიდა.

ყველაფერთან ერთად საბოლოოდ მთავარი გმირის როლში საკუთარი თავი აარჩია და ძალიან რთულად შესასრულებელ ნაწილს შეეჭიდა.

„უდედო ბრუკლინი“ მოგვითხრობს ტორეტის სინდრომით ( გონების გაორება) დაავადებულ დამხმარე დეტექტივზე, რომლის უფროსი და მენტორი ფრენკი, ცეცხლსასროლი იარაღით ქუჩაში მოკლეს. ამ დროს ფრენკი ერთ-ერთ საქმეს იძიებდა და მისი დასრულება ვერ შეძლო, მკვლელები კი სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით ხვდებოდნენ მას.

მთავარი გმირი, რომელსაც „უდედო ბრუკლინს“ ეძახდა ფრენკი, რეალური სახელია ლაიონელი, ცდილობს ფრენკის დაწყებული გამოძიება დაასრულოს და ამავდროულად მისი მკვლელის ვინაობაც შეიტყოს.

ფილმი ძალიან მდორეა, თუმცა არა მოსაწყენი, სცენარის მიმდინარეობა თანმიმდევრული და უაღრესად საინტერესო ( განსაკუთრებით დეტექტიური ფილმების მოყვარულთათვის). რეჟისურა, სამსახიობო შესრულება და მუსიკა თითქმის უკანკლო, ედვარდ ნორტონი ფილმში თავის ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებას გვთავაზობს და ერთი სიამოვნებაა მისი ცქერა. მის პერსონაჟს წამდაუწუმ ემართება სინდრომისგან გამომდინარე ჩვენებები და აქვს „წიკები“, გამოხტომები, სიტყვას „თუ“ იძახის თავისდაუნებურად რამდენჯერმე ფილმში და ამ ყველაფრის გაკეთებას, პლიუს სერიოზული დეტექტივის როლის თამაშს ედი ბრწყინვალედ ახერხებს.

„უდედო ბრუკლინი“-ს სამსახიობო ჯგუფი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია: უილემ დეფო, ალეკ ბოლდვინი, გუგუ მბათა-რაუ და ბრიუს უილისი, ყველა მათგანი კარგია თავ-თავიანთ როლებში.

განსაკუთრებით კარგად გამოსდის ფილმს მაყურებლის მთავარ გმირთან დაკავშირება. პირველივე წუთებიდან ერთი მხრივ გხიბლავს და სიმპათიას იმსახურებს ლაიონელი, შემდეგ კი მარტივია მის უკან ამოდგომა, რადგან მისი გადაწყვეტილებები და მოქმედებები ლოგიკასა და ფილმის გარემოში კარგად ჯდება.

„უდედო ბრუკლინი“-მა მაყურებლის ყურადღება ნამდვილად ვერ მიიქცია. იგი კინოგაქირავებაში საკმაოდ ცუდად გამოვიდა და 26 მილიონიანი ბიუჯეტის მხოლოდ 70%-ზე ოდნავ მეტი, 18 მილიონი გამოიმუშავა. IMDB-ზე კი მას ამჟამად 6.9 რეიტინგი აქვს.

შეფასება – 8/10

2. 21 ხიდი – რეჟისორი ბრაიან კირკ

„21 ხიდი“ მოქმედებითი ფილმია და ერთ-ერთი საუკეთესოც ამ ჟანრში 2019 წელს გამოსულ ფილმებს შორის. მთავარ როლში ჩედვიკ ბოსმანი ( შავი პანტერა მარველის კინემატიკურ სამყაროში) გახლავთ და ფილმის რეჟისორია ბრაიან კირი, რომელსაც აქამდე სრულმეტრაჟიანი წარმატებული ფილმი არ ჰქონია, თუმცა იგი იდგა სერიალ „სამეფო კარის თამაშები“-ის რამდენიმე სერიის უკან.

21 ხიდში დასაწყისში ძარცვა ხდება: ორი ახალგაზრდა ბარს ძარცვავს, სადაც მათი ინფორმაციით 30 კილოგრამი ჰეროინი უნდა ყოფილიყო, თუმცა იქ მისულებს 300 კილოგრამი დახვდებათ. როცა 50 კილო ჰეროინი გამოიტანეს საწყობიდან და მანქანისკენ დაიძრნენ, რამდენიმე პოლიციელი გამოჩნდა ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაიწყეს კარებზე კაკუნი, დაცვისთვის დაძახება. მძარცველებმა ისინი დახოცეს და გაიქცნენ.
გარდაცვლილი პოლიციელების გამო საქმეში მთავარი გმირი ერთვება, უფროსი გამომძიებელი, რომელსაც დავალებული აქვს ცოცხლად აყვანა მკვლელების.

მთავარი გმირი, ანდრე განიძრახავს მანჰეტენის 21 ხიდის გადაკეტვას, რადგან მისი მოსაზრებით გამტაცებლები სწორედ მანჰეტენს მიაშურებდნენ ჰეროინის გასაყიდად.

„21 ხიდს“ ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები სცენარი აქვს და მისგან არც უხვევს. რეჟისორი ბრაიან კირკი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებს ამბის გადმოცემისა და მოქმედებითი სცენების გადაღების მხრივ, ჩედვიკ ბოსმანი იდეალურად ჩაჯდა მთავარ როლში, ასევე ძალიან კარგად ითამაშეს დამხმარე როლებში მყოფმა მსახიობებმა სტეფან ჯეიმსმა, ჯ.კ. სიმონსმა და სიენა მილერმა.
ფილმის საუკეთესო ნაწილი ნამდვილად უკანასკნელი ნახევარი საათია, სადაც ყველა სცენარის ხაზი ერთად იყრის თავს და საერთო ჯამში ძალიან კარგ დასასრულს გვთავაზობს.

„21 ხიდი“ განსხვავებით „უდედო ბრუკლინი“-სგან არ იყო დიდად წარუმატებელი კინოგაქირავებაში, მათ 33 მილიონიანი ბიუჯეტით 49 მილიონის მოპოვება მოახერხეს, რაც არ არის კარგი შედეგი, თუმცა შორსაა წარუმატებლობისგან.

6.6 IMDB-ს შეფასებით კი ცალსახად ერთ-ერთი დაუფასებელი ფილმია 2019 წლის მასშტაბით.

შეფასება – 8/10