ფილმები რომლებზეც ყველა ტირის – ნაწილი I

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

კვლევების მიხედვით ის ადამიანები რომლებიც ფილმების ყურების დროს ტირიან მენტალურად ძალიან ძლიერები არიან, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ ტირილი სისუსტეს სულაც არ ნიშნავს. ზოგჯერ უბრალოდ გულიანად ტირილი და გრძნობებისგან დაცლაა საჭირო, საამისოდ კი შესაბამისი ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

წარმოგიდგენთ ფილმ ფილმების ჩამონათვალს რომლებზეც თითქმის ყველა მაყურებელს ერთხელ მაინც უტირია და საამისოდ თქვენც გამოგადგებათ.

უბის წიგნაკი

ფილმი ელის, მაღალი წრის მდიდარი გოგონას და ნოეს სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს რომელიც უბრალოდ წისქვილის მუშაა რაც გოგონას მშობლებს ნამდვილად არ ახარებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ ნოეს მეორე მსოფლიო ომში უწევს ჩაბმა, მისი დაბრუნების შემდეგ კი ყველაფერი ისე აღარ არის როგორც მისი წასვლისას იყო…

IMDb რეიტინგი: 7.8/10

ბედის ვარსკვლავის ბრალია

ფილმი ორი კიბოთი დაავადებული ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს რომლებიც ერთმანეთს მხარდამჭერ ჯგუფში გაიცნობენ. მათ სრულიად ერთნაირი ინტერესები აქვთ, თითქოს უხილავი ძაფით არიან დაკავშირებულნი, რაც საბოლოოდ გამომჟღავნდება კიდეც როცა ისინი ერთად ამსტერდამის მიმართულებით გაეშურებიან.

IMDb რეიტინგი: 7.7/10

ტერმინალი

წარმოგიდგენთ აღმოსავლეთ ევროპელ ტურისტს, ვიკტორს რომელსაც ოფიციალურად მოქალაქეობა არ აქვს, რის გამოც ამერიკის ტერიტორიაზე არ უშვებენ, ვერც სახლში ბრუნდება და ამის გამო იძულებულია აეროპორტში გამოიკეტოს. ფილმის ძალიან სენსიტიურია და მართლაც ძნელია ცრემლების შეკავება როცა ვიკტორის ცხოვრებას უყურებ.

IMDb რეიტინგი: 7.3/10

ტიტანიკი

ალბათ “ტიტანიკი” და ჯეკისა და როუზის სიყვარულის ისტორია ყველამ კარგად ვიცით და ფილმის დასასრულზე უკვე ბევრჯერაც გვიტირია, მაგრამ ეს მის ხელახლა ყურებას და ახალგაზრდების სიყვარულის ისტორიით კიდევ ერთხელ დატკობობას ხელს არ უშლის.

IMDb რეიტინგი: 7.8/10

12 წელი მონობაში

ფილმი თავისუფალი შავკანიანი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს რომელსაც იტაცებენ და პლანტაციაზე სამუშაოდ ყიდიან. სოლომონი ტყვეობაში 12 წლის განმავლობაში რჩება და მას ყოველდღიურად უწევს ბოროტი ბატონისგან დამცირების ატანა და გადარჩენისთვის ბრძოლა. ფილმში ძალიან კარგადაა გადმოცემული შავკანიანი ადამიანების მძიმე მდგომარეობა რაც მას მეტად სენსიტიურ ნამუშევრად აქცევს.

IMDb რეიტინგი: 8.1/10

შინდლერის სია

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ ბიზნესმენი ოსკარ შინდლერი კრაკოვში ჩადის ფულის გასაკეთებლად. მისი ქარხანა სავსეა ებრაელებით, მაგრამ რაც დრო გადის მას სინდისი უფრო და უფრო მეტად ქენჯნის. ის იწყებს ყველაფრის გადაფასებას და საბოლოოდ ხვდება რომ მისი ქარხანა ერთადერთი გზაა საიმისოდ რათა ებრაელი ხალხი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან იხსნას.

IMDb რეიტინგი: 8.9/10

ცხოვრება მშვენიერია

კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი რომლის აუღელვებლად ყურება უბრალოდ შეუძლებელია. ის ებრაელ მამასა და მის შვილზე მოგვითხრობს რომლებიც ჰოლოკოსტში იტანჯებიან. მამა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ რომ საკუთარი წარმოდგენის წყალობით შვილს ცხოვრება გაულამაზოს.

IMDb რეიტინგი: 8.6/10

P.S. მიყვარხარ

ფილმი ჰოლი კენედის გარშემო ვითარდება რომელიც ტვინის სიმსივნის გამო ცხოვრების სიყვარულს, ჯერის დაკარგავს და მასთან ერთად ცხოვრების აზრსაც. ერთ დღეს ჰოლი ჯერის უკანასკნელ წერილს პოულობს რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა რათა მისი დაკარგვა ჰოლისთვის მეტად მარტივი გადასატანი ყოფილიყო.

IMDb რეიტინგი: 7.0/10

ყველაფრის თეორია

ფილმი ფიზიკოს სტივენ ჰოკინგის შესახებ მოგვითხრობს რომელსაც კოლეგა თავდავიწყებით უყვარდება. სამწუხაროდ, სტივენი მალე აღმოაჩენს რომ მას დაავადება აქვს და არც ისე დიდი დრო აქვს დარჩენილი, თუმცა სანამ ჯერ კიდევ ცოცხალია ის ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელ ადამიანთან ერთად რაღაც დიდებულის გაკეთებას აპირებს.

IMDb რეიტინგი: 7.7/10

ოთახი

წარმოიდგინეთ დედა-შვილი რომელთაც უკვე რამოდენიმე წელია მუდმივ იზოლაციაში უწევთ ყოფნა. ერთ დღესაც ისინი თავისუფლებას მოიპოვებენ, ტყვეობაში დაბადებული ბიჭი კი გარე სამყაროსთან ურთიერთობას მაყურებლის თვალწინ სწავლობს რაც ძალიან ამაღელვებელი და დამაფიქრებელია.

IMDb რეიტინგი: 8.1/10

რა თქმა უნდა სიაში ყველა ის შესანიშნავი ფილმი არ არის შესული რომელთა ყურების დროსაც რთულია ემოციების შეკავება, როცა ცრემლები აღარ გემორჩილებიან და უეცრად ტირილს იწყებ, ამის გამო უახლოეს მომავალში კოლექციის მეორე ნაწილსაც შემოგთავაზებთ.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე