ფილმების შემოსავალი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

გასულ ოთხშაბათს კინოგაქირავებამ ჯამში 300 000 დოლარი გამოიმუშავა რაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის გასულ წლის იგივე ოთხშაბათს შემოსავალი 10.7 მილიონი დოლარი იყო. ალბათ ამ ორ რიცხვს შორის უდიდესი განსხვავებითაც მარტივად მიხვდებით თუ რაოდენ ცუდი დრო უდგას საერთაშორისო კინოგაყიდვებს. დაბალი შემოსავლები კინოთეატრების დახურვას უკავშირდება. შედარებისათვის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში 6000 კინოთეატრიდან მხოლოდ 400 ფუნქციონირებს, თუმცა მოქალაქეებს შეზღუდვების გამო მათით სარგებლობაც ნაკლებად შეუძლიათ. რთული გამოსაცნობი არ არის რომ ეს ყველაფერი კორონავირუსს უკავშირდება.

მიუხედავად ვირუსისა გასულ დღეებში შემოსავლის ასეთი კატასტროფული ვარდნა არ შეინიშნებოდა. წინა კვირის ოთხშაბათს შემოსავლებმა 7.1 მილიონსაც მიახწია, თუმცა მიმდინარე კვირა უბრალოდ საშინელია. თავად განსაჯეთ, წინა წლის 10.7 მილიონთან შედარებით ხომ წელს 97%-იანი კლება შეინიშნება. წინა კვირისგან განსხვავებით ამჯერად მთავრობამ მოქალაქეებს სახლში დარჩენის და თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდებისკენ მოუწოდა რამაც მსგავსი დაბალი რიცხვები გამოიწვია.

ზუსტად როდემდე გასტანს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კინოთეატრების უმეტესობა კიდევ 6-დან 12 კვირამდე იქნება დახურული ამიტომ უახლოეს მომავალში სიტუაციის გამოსწორებას ნაკლებად უნდა ველოდეთ. გახსნის შემდეგაც კი კინოთეატრებს ჩვეულ რიტმში მუშაობის განახლება ძალიან გაუჭირდებათ, ვინაიდან დიდმა კინოკომპანიებმა ფილმების უმეტესობის პრემიერა საკმაოდ დიდი ხნით გადადეს. ამის ნათელი მაგალითია ჩინეთი სადაც კინოთეატრები უახლოეს დღეებში გაიხსნება თუმცა იქ არა ახალ ფილმებს, არამედ ძველი ფილმების კინოჩვენებებს უნდა ველოდეთ.

რაც შეეხება კინოგაქირავების ლიდერებს უკვე დიდი ხანია ამ სტატუსს დისნეის “წინ!” არავის უთმობს, მისი შემოსავალი კი გასულ ოთხშაბათს სულ რაღაც 61 000 იყო, მაშინ როცა წინა ოთხშაბათს ანიმაციამ კინოგაქირავებით 2.2 მილიონი მიიღო. ამის გამოსასწორებლად დისნეიმ ანიმაციის ონლაინ-რეჟიმში გაშვების გადაწყვეტილება მიიღო და სავარაუდოდ ამ გზას კიდევ ბევრი კინოკომპანიაც გაყვება, ვინაიდან კორონავირუსს ბოლო არ უჩანს. ვნახოთ, იქნებ ეპიდემიამ კინოგაქირავებაც კი შეცვალოს და საამისოდ ყველაზე დიდ სივრცედ ონლაინ-სამყარო აქციოს.

როგორც სტატიაში ვახსენეთ მომავალი კვირიდან მუშაობას ჩინური კინოთეატრები განაახლებენ რომლებიც მაყურებელს უკვე კარგად ნაცნობ ფილმებს შესთავაზებენ, როგორებიც არიან “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, “მოხეტიალე დედამიწა“, “მგელი ტოტემი” და ბოლოს, “კაპერნაუმი“. კინოკომპანიებმა ამ ფილმების გაქირავებიდან კუთვნილ წილზე უარი განაცხადეს რათა მთლიანი შემოსავალი კინოთეატრებს დარჩეთ და მათ მაქსიმალურად მცირე დროში შეძლონ ძველი ტემპით მუშაობის განახლება.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე